თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2021, 19:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1646,
კომენტარები: 14
დეკლან რაისმა გადაწყვეტილება მიიღო
ინგლისელს კარიერის ახალი ეტაპი სურს.
დეკლან რაისმა გადაწყვეტილება მიიღო
დევიდ მოიესის "ვესტ ჰემის" ინგლისელმა ნახევარმცველმა დეკლან რაისმა კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

Manchester Evening News - ის მიერ გავრცელებული ცნობით, რაისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების წინააღმდეგი არ არის, მეტიც მას სურს რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის მაისური გრძელვადიანი პერსპექტივით მოირგოს.

აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ დეკლანმა, სანაკრებო პაუზის დროს, გასულ თვეში, "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელებს ლუკ შოუს და ჰარი მაგუაიერს მისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ლონდონის "ჩელსი" აღარ აპირებს იბრძოლოს "ჩაქუჩების" ნახევარმცველისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" ითვლება უპირობო ლიდერად ამ უკანასკნელის ტრანსფერისთვის ბრძოლაში.

"წითელი ეშმაკები" ბოლო 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დეკლან რაისის კარიერის განვითარებას. "გლეიზერების" გუნდის სკაუტებს სჯერათ, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ამასთან, რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, "ვესტ ჰემი" ინგლისელის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს ითხოვს. შესაძლებელია ტრანსფერში "ოლდ ტრაფორდელების" მხრიდან ჯესი ლინგარდი ჩაერთოს, ვინაიდან და რადგანაც ჯესი არენდის წესით სწორედ მოიესის გუნდში ასპარეზობს ამჟამად.
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: zauri7
15 აპრილი 2021 23:19
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 125
ციტატა: zurazura
ბიჭებო ლინკი ჩააგდეთ რა ძმურად



http://cdn.livetv407.me/export/webplayer.iframe.php?t=alieztv&c=156393&lang=ru&e
id=1051031&lid=1587612&ci=265&si=1&m

ციტატა: zurazura
ბიჭებო ლინკი ჩააგდეთ რა ძმურად



http://cdn.livetv407.me/export/webplayer.iframe.php?t=alieztv&c=156393&lang=ru&e
id=1051031&lid=1587612&ci=265&si=1&m
0
№12
ავტორი: dzia_David
15 აპრილი 2021 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ასეთი რა დააშავა ვან დე ბეეკმა აქ მაიმც ხო შეიძლება დრო მიეცა :/
0
№13
ავტორი: Chesterman
15 აპრილი 2021 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 698
ციტატა: dzia_David
ასეთი რა დააშავა ვან დე ბეეკმა აქ მაიმც ხო შეიძლება დრო მიეცა :/

აბაა მეც მაგას ვფიქრობ ქსეთ დროსაც თყარ ათამაშა რად უნდა მაშინ რაზე ახმობენ სკამზე ჩირი უნდათ ?მატიჩი და ფრედი ერთად აი რატო რომელიმეს მაგივრად რო ყოფილიყო რაიქნებოდა
0
№14
ავტორი: gogita1991
15 აპრილი 2021 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
პოგბას კაპიტნობა რას ნიშნავს ნეტა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top