თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2021, 15:48
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 12
გაგვიმართლა რომ ის ჩვენთან იყო
ერთ წლიანი მოგზაურობა სრულდება.
გაგვიმართლა რომ ის ჩვენთან იყო
ოლე გუნარ სოლსკიაერი ამბობს, რომ "იუნაიტედი" იბრძვის მეორე სეზონისთვის თავდამსხმელის შესანარჩუნებლად.

ედინსონ კავანის მამამ ლუისმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი ტოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში; ოლე გუნარ სოლსკიაერი კავანის პრობლემების მოგვარების საკითხზე: "მას მეგობრები და ოჯახის წევრები ენატრება, მან ვერ შეძლო მანჩესტერისა და ინგლისის ფანტასტიკურ კულტურასთან შეჩვევა"

"მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის, რომ თავდამსხმელი ედინსონ კავანი დაარწმუნოს, რომ ზაფხულის შემდეგ დარჩეს ოლდ ტრაფორდზე." ამბობს ოლე გუნარ სოლსკიაერი.

როგორც ამბობენ, 34 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ არის გაშინაურებული" და ემხორბა "ბოკაში" გადასვლას. ის დაბრუნდება სამხრეთ ამერიკაში, როდესაც "იუნაიტედში" ერთწლიანი გარიგება დასრულდება.

კავანს აქვს "იუნაიტედში" 1 წლით დარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

კითხვაზე, დარჩება თუ არა კავანი კლუბში მომავალ სეზონში, (3: 1) "ტოტენჰემზე" გამარჯვების შემდეგ, "იუნაიტედის" მენეჯერმა სოლსკიაერმა თქვა: "ჩვენ გვქონდა წინასწარი და გულახდილი შეხვედრები. საიდუმლო არ არის, ჩვენ გვინდა, რომ ის შევინარჩუნოთ.

"საიდუმლო არ არის, რომ ყველასთვის რთული წელი იყო. პანდემიის გამო, შეუძლებელი იყო მეგობრების და ოჯახის მონახულება, მოგზაურობა."

"ის ბევრს ფიქრობს იმაზე, რისი გაკეთება სურს და მე მესმის. მან იცის რა მსურს, "ოლდ ტრაფორდზე" გოლის გატანა, არ არსებობს უკეთესი გრძნობა. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ."

"მან იცის ჩემი გრძნობები, მე ვიცი მისი გრძნობები. მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და მესმის, რომ ყველასთვის რთული წელი იყო, მაგრამ ახალი მოსულისთვის, რომელიც ინგლისურს არ ფლობს, არ გრძნობს ინგლისურ კულტურას, მეგობრების გარშე. თქვენ როგორ იქნებოდიოთ? თქვენ ვერ შეძლებთ თქვენს ოჯახს შეხვდეთ. თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს მისი ბოლო სეზონია ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ აქ გვყავდა."

https://www.skysports.com/
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: onlyred
13 აპრილი 2021 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ისე ახლა ყველა იძახის უჭირთ გუნდებსო.
არადა ფულის გამოსაზოგად არის ეგ ჭორები.

დაიხარჯება მაინც თანხები. ერთი ბუმ უნდა ბაზარს და ეგაა. ვის უჭირთ?? მილიარდებს ეთსმაშებიან და ბანკები კრედიტებს აძლევენ ისე კი არა აქ რო სურათებს ვაღებინებთ ჩვენ
0
№12
ავტორი: Phil Jones
13 აპრილი 2021 08:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კეინი 200 არ ეღირება ერთო მარტივი მიზეზით, მან თუ გადაწყვიტა წასვლა დიდი ალბათობით გაუშვებენ და თუ უშვებენ რეალირად უნდა გაუშვან 200 არავინ გადაიხდის რაც შეეხება 100-120 თუ ვინმეა გადამხდელი ისევ მანჩესტერი ან სიტი...

რაც შეეხება ედისონს ვწუხვარ რომ თავის დროზე არ მოვიდა :((( ამჯერად მართალოა ეს კაცი წარმოიდგინეთ რაც არ უნდა ფული გქონდეს მიდიხარ ქვეყანაში სადაც ენაც კი არ იცი სულ მარტო ხარ და ვერავისთან ვერ კონტაქტობ, მააგრად ტეხავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top