ოლე გუნარ სოლსკიაერი ამბობს, რომ "იუნაიტედი" იბრძვის მეორე სეზონისთვის თავდამსხმელის შესანარჩუნებლად.
ედინსონ კავანის მამამ ლუისმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი ტოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში; ოლე გუნარ სოლსკიაერი კავანის პრობლემების მოგვარების საკითხზე: "მას მეგობრები და ოჯახის წევრები ენატრება, მან ვერ შეძლო მანჩესტერისა და ინგლისის ფანტასტიკურ კულტურასთან შეჩვევა"
"მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის, რომ თავდამსხმელი ედინსონ კავანი დაარწმუნოს, რომ ზაფხულის შემდეგ დარჩეს ოლდ ტრაფორდზე." ამბობს ოლე გუნარ სოლსკიაერი.
როგორც ამბობენ, 34 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ არის გაშინაურებული" და ემხორბა "ბოკაში" გადასვლას. ის დაბრუნდება სამხრეთ ამერიკაში, როდესაც "იუნაიტედში" ერთწლიანი გარიგება დასრულდება.
კავანს აქვს "იუნაიტედში" 1 წლით დარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
კითხვაზე, დარჩება თუ არა კავანი კლუბში მომავალ სეზონში, (3: 1) "ტოტენჰემზე" გამარჯვების შემდეგ, "იუნაიტედის" მენეჯერმა სოლსკიაერმა თქვა: "ჩვენ გვქონდა წინასწარი და გულახდილი შეხვედრები. საიდუმლო არ არის, ჩვენ გვინდა, რომ ის შევინარჩუნოთ.
"საიდუმლო არ არის, რომ ყველასთვის რთული წელი იყო. პანდემიის გამო, შეუძლებელი იყო მეგობრების და ოჯახის მონახულება, მოგზაურობა."
"ის ბევრს ფიქრობს იმაზე, რისი გაკეთება სურს და მე მესმის. მან იცის რა მსურს, "ოლდ ტრაფორდზე" გოლის გატანა, არ არსებობს უკეთესი გრძნობა. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ."
"მან იცის ჩემი გრძნობები, მე ვიცი მისი გრძნობები. მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და მესმის, რომ ყველასთვის რთული წელი იყო, მაგრამ ახალი მოსულისთვის, რომელიც ინგლისურს არ ფლობს, არ გრძნობს ინგლისურ კულტურას, მეგობრების გარშე. თქვენ როგორ იქნებოდიოთ? თქვენ ვერ შეძლებთ თქვენს ოჯახს შეხვდეთ. თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს მისი ბოლო სეზონია ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ აქ გვყავდა."