თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2021, 13:06
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1899,
კომენტარები: 13
გულშემატკივრები სოლსკიაერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან
გულშემატკივართა გულისწყრომა ოლე გუნარ სოლსკიაერის კომენტარმა გამოიწვია "ევროპა ლიგის" მატჩის წინ...
გულშემატკივრები სოლსკიაერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან
სავარაუდოდ ამად დიალო სასტარტო შემადგენლობიდან არ დაიწყებს თამაშს "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.

ეს დასკვნა გამომდინარეობს სოლსკიაერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, რომელმაც სოციალურ ქსელებში "იუნაიტედის" გულშემატკივართა მხრიდან აშკარა გულისწყრომა გამოიწვია.

როდესაც ნორვეგიელ სპეციალისტს ჰკითხეს შორტაიერისა და დიალოს შესაძლო თამაშზე სასტარტო შემადგენლობაში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, სპეციალისტმა ასე უპასუხა: " ალბათ არა, შოლა და ამადი არა, არ ვიცი რამდენად სამართლიანი იქნება მათი სასტარტო შემადგენლობაში თამაში".

გამომდინარე იქედან, რომ დიალოს შესანიშნავი ფორმა აქვს აკრეფილი, მან შესანიშნავი მატჩები ჩაატარა 23 წლამდელთა გუნდში და ასევე მიიღო დაახლოებით 7 წუთი "რეალ სოსიედადთან" პირველ მატჩში, სადაც კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 4:0, გულშემატკივრები ფიქრობდნენ რომ დიალო მიიღებდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს მეორე მატჩისთვის, სადაც ზეწოლა შედარებით რბილი იქნება და მას ექნებოდა საშუალება დაემტკიცებინა მისი ღირსებები.

ნიუკასლთან მატჩში შორთაიერიც შემოვიდა და ჰქონდა დებიუტი, ამიტომ გულშემატკივრები ელოდებიან მათთვის მიცემულ შანსს "ევროპა ლიგაზე", თუმცა ოლემ მისი განცხადებით ცივი წყალი გადაასხა გულშემატკივრებს. აქვე სოლსკიაერი მედიასთან საუბარში დიალოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას აუცილებლად მეტი დრო მიეცემა სათამაშოდ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ტვიტერზე" საკმაოდ ბევრი პოსტი გამოჩნდა, სადაც კონკრეტული გულშემატკივრები კრიტიკულად უყურებენ აღნიშნულ ფაქტს და უმეტეს შემთხვევაში მოითხოვენ შოლას და ამად დიალოს მთავარ გუნდში ხილვას.


https://www.manchestereveningnews.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2021 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ციტატა: Georgi Tsintsadze
ციტატა: LASHQARA
ძირითადში რაც არ უნდა იყოს არ უნდა დააყენოს, მე ვეთანხმები სულშერს, მეორე ტაიმში ექნება ნახევარი საათი, რომელშიც შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს მისცეს შანსი და მანდ ვფიქრობ ახალგაზრდების შემოყვანა სწორი გადაწყვეტილება იქნება love

ჰო მაგრამ მძიმე კალენდარის გამო არ აჯობებს შემოიყვანოს აკადემიელები? გადაიწვება ბრუნო, რაშფორდიც, მაგუაიერსაც ხო უნდა სადმე შესვენება?

ბრუნოს მაგივრად ბეეკი დააყენოს, მაგუერის მაგივრად ბაი და ლინდელოფი, მატა ათამაშოს და ეს აკადემიელები შემოიყვანოს მეორე ტაიმში, მე ასე ვფიქრობ...
0
№12
ავტორი: levionok
24 თებერვალი 2021 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არ მესმის რა 40 მილიპნს იხდი ფეხბურთელში და ასეთ რთულ გრაფიკში 0:4 მოგებული თამაშის მერე თუ არ მიგაჩნია სამართლიანად რას მოგყავდა...ოლე ხან გამონორვეგიელდები ხოლმე რა
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2021 20:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჯერ მაინც ეტყობათ გამოუცდელობა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top