თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2021, 13:06
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1899,
კომენტარები: 13
გულშემატკივრები სოლსკიაერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან
გულშემატკივართა გულისწყრომა ოლე გუნარ სოლსკიაერის კომენტარმა გამოიწვია "ევროპა ლიგის" მატჩის წინ...
გულშემატკივრები სოლსკიაერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან
სავარაუდოდ ამად დიალო სასტარტო შემადგენლობიდან არ დაიწყებს თამაშს "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.

ეს დასკვნა გამომდინარეობს სოლსკიაერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, რომელმაც სოციალურ ქსელებში "იუნაიტედის" გულშემატკივართა მხრიდან აშკარა გულისწყრომა გამოიწვია.

როდესაც ნორვეგიელ სპეციალისტს ჰკითხეს შორტაიერისა და დიალოს შესაძლო თამაშზე სასტარტო შემადგენლობაში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, სპეციალისტმა ასე უპასუხა: " ალბათ არა, შოლა და ამადი არა, არ ვიცი რამდენად სამართლიანი იქნება მათი სასტარტო შემადგენლობაში თამაში".

გამომდინარე იქედან, რომ დიალოს შესანიშნავი ფორმა აქვს აკრეფილი, მან შესანიშნავი მატჩები ჩაატარა 23 წლამდელთა გუნდში და ასევე მიიღო დაახლოებით 7 წუთი "რეალ სოსიედადთან" პირველ მატჩში, სადაც კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 4:0, გულშემატკივრები ფიქრობდნენ რომ დიალო მიიღებდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს მეორე მატჩისთვის, სადაც ზეწოლა შედარებით რბილი იქნება და მას ექნებოდა საშუალება დაემტკიცებინა მისი ღირსებები.

ნიუკასლთან მატჩში შორთაიერიც შემოვიდა და ჰქონდა დებიუტი, ამიტომ გულშემატკივრები ელოდებიან მათთვის მიცემულ შანსს "ევროპა ლიგაზე", თუმცა ოლემ მისი განცხადებით ცივი წყალი გადაასხა გულშემატკივრებს. აქვე სოლსკიაერი მედიასთან საუბარში დიალოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას აუცილებლად მეტი დრო მიეცემა სათამაშოდ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ტვიტერზე" საკმაოდ ბევრი პოსტი გამოჩნდა, სადაც კონკრეტული გულშემატკივრები კრიტიკულად უყურებენ აღნიშნულ ფაქტს და უმეტეს შემთხვევაში მოითხოვენ შოლას და ამად დიალოს მთავარ გუნდში ხილვას.


https://www.manchestereveningnews.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: DaTo_O
24 თებერვალი 2021 13:44
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
დიალო არ ვიცი მაგრამ ტუანზებემ მე ვიქნები უეჭველი ბო**** ვიყო და 1 გოლი ან პენალი ჩემზე იყოსო :დდ
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№2
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2021 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ძირითადში რაც არ უნდა იყოს არ უნდა დააყენოს, მე ვეთანხმები სულშერს, მეორე ტაიმში ექნება ნახევარი საათი, რომელშიც შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს მისცეს შანსი და მანდ ვფიქრობ ახალგაზრდების შემოყვანა სწორი გადაწყვეტილება იქნება love
0
№3
ავტორი: Georgi Tsintsadze
24 თებერვალი 2021 14:00
  • სიახლეები: 65
  • კომენტარები: 15
ციტატა: LASHQARA
ძირითადში რაც არ უნდა იყოს არ უნდა დააყენოს, მე ვეთანხმები სულშერს, მეორე ტაიმში ექნება ნახევარი საათი, რომელშიც შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს მისცეს შანსი და მანდ ვფიქრობ ახალგაზრდების შემოყვანა სწორი გადაწყვეტილება იქნება love

ჰო მაგრამ მძიმე კალენდარის გამო არ აჯობებს შემოიყვანოს აკადემიელები? გადაიწვება ბრუნო, რაშფორდიც, მაგუაიერსაც ხო უნდა სადმე შესვენება?
0
№4
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2021 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ეხლა 16 წლის ბავშვებს თუ გამოვიყვანთ და კარებში მე ჩამაყენებენ კი გამოვარდებით :)) გადახალისება იქნება მაგრამ არც ისე რო მთლად აკადემია დააყენოს
0
№5
ავტორი: The Special One
24 თებერვალი 2021 15:10
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ჰენდერსონი,ტელეში,ტუანზებე,ბაილი,ვილიამსი,მატიჩი,ფრედი,ბეეკი,შორტაიერი,გრინვუდი,
დიალო.

ვფიქრობ გასვლაზე რო 4-0 გაქ მოგებული, ამ შემადგენლობით გამოვარდნის არ უნდა გეშინოდეს :დ სულ რო 4 გაგიტანონ 8 უნდა უპასუხოს ამ შემადგენლობამ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: makaveli
24 თებერვალი 2021 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: The Special One
ჰენდერსონი,ტელეში,ტუანზებე,ბაილი,ვილიამსი,მატიჩი,ფრედი,ბეეკი,შორტაიერი,გრინვუდი,

დიალო.

ვფიქრობ გასვლაზე რო 4-0 გაქ მოგებული, ამ შემადგენლობით გამოვარდნის არ უნდა გეშინოდეს :დ სულ რო 4 გაგიტანონ 8 უნდა უპასუხოს ამ შემადგენლობამ.

გეთანხმები, მეჯბრისაც დავაყენებდი და დაჟე იმასაც დამავიწყდა სახელი ეხლა ამად დიალისთან ერთად ლივეს აკადემიას პოკერი რო თხარა, მაგრამ აი ვილიამსს ამ თამაშშიც არ დავაყენებდი რატომღაც, არაფერი განსააკუთრებული მაგ ბიჭს არაქვს ჩემი აზრით გარდა იმისა რო ჟილკიანია, აი ერთი მაჰალითი მაინც მითხრას ვინმემ მარცხენა მცველი მარჯვენა ფეხით მოთამაშე ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშა, არ ვიცი მე პირადად არ მომწონს და რა ვქნა რა
0
№7
ავტორი: f.c.mu
24 თებერვალი 2021 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
ყველაფერს თავისი დრო აქ, დააყენებს ცინგლიანებს და ამოგვავსებენ,მერე დაიწყებენ არაა პროფესიონალი და აზრზე არ არისოოო.

თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდება ყველაფერი
1
№8
ავტორი: giorgi_mg
24 თებერვალი 2021 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა სამართლიანი ხოარ ღადაობს ეს? გვაინტერესებს ადამიანი როგორ თამაშობს და თუ არ მანახე ეგ არის სამართლიანი? გულშემატკივრებს პატივი სცეს სჯობია ისევ მისთვის.
2
№9
ავტორი: Roberto
24 თებერვალი 2021 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 484
ჯერ ერთი დიალომ ძირითადიდან უნდა დაიწყოს,სხვებზე არაფერს ვიტყვი,იმიტომ რომ მეორე ტაინში ეგ კაცი მაგათ თავის დროზე ვერ შემოიყვანს და ბოლოსკენ მისცემს სულ რაღაც 7 წუთს სათამაშოდ რაც ძალიან ცოტაა,სხვები კარგი კიდე ვითომ პატარები არიან,მაგრამ დიალო არაა იმდენად პატარა რო მთლად მასე ეშინოდეთ და ეფერებოდნენ,ან თუ სხვებს სხვაგან შეუძლიათ რაღა ჩვენთან გახდნენ ახალგაზრდები ცინგლიანები,ეხლა თუ არა დიალომ როდის უნდა დაიწყოს და დაამტკიცოს რამე
0
№10
ავტორი: zurabi_11
24 თებერვალი 2021 20:51
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 10
დააყენოს ეს შოთაიერი და დიალო იქნება და გოლები გააქვთ რა იცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top