თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2021, 14:18
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1503,
კომენტარები: 16
გოლის აღნიშვნის ისტორია
კავანიმ განმარტა თუ რა რიტუალს ატარებს გოლის გატანის შემდეგ.
გოლის აღნიშვნის ისტორია
ედინსონ კავანმა გოლის აღნიშვნის ისტორიის შესახებ ისაუბრა. გოლის გატანის შემდეგ, "იუნაიტედის" თავდამსხმელი ისარს ისვრის მშვილდიდან და ამ რიტუალს აქვს ღრმა ისტორიული ფესვები.

"ეს გრძელი ამბავია", - თქვა მან. "ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიას და მის მშობლიურ მოსახლეობას - ინდიელ ჩარრუას".

"როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, ჩვენ მას ინდია დავარქვით და ეს ასევე იყო პატარა პატივისცემა, ურუგვაის მკვიდრ ხალხზე."

"ასე რომ, მე ჩვეულებრივ ვაჩვენებ ისარს, რომელსაც ჯერ მოვიზიდავ და შემდეგ გავისვრი. ახლა ყველაფერი აირია - ჩემი ქალიშვილის სახელიც და ჩვენი ხალხის ისტორიაც".

"ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩემი ყოველი გოლის შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დამავიწყდეს ჩემი უხილავი ისრის გასროლა.. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დაინახეთ, რომ ერიკ ბაიმ საკუთარი რიტუალის შესრულება შემახსენა". [იცინის].

"ჩარრუა არის ინდიელი ხალხი, რომელიც ცხოვრობდა ლა პლატას დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად ურუგვაის ტერიტორიაზე, აგრეთვე ჩრდილო - აღმოსავლეთ არგენტინასა და სამხრეთ ბრაზილიაში. ისინი ძირითადად ნადირობით იყვნენ დაკავებულნი."

"ისინი კარგი მეომრები და შესანიშნავი მშვილდოსნები იყვნენ. ევროპელების ჩამოსვლის შემდეგ, მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ისინი თანდათანობით განდევნეს თავიანთი მიწებიდან და შემდეგ მთლიანად განადგურდნენ. ჩარრუა ვერ გადარჩა როგორც გვარი, მაგრამ ურუგვაიში ახლაც ცხოვრობენ მათი შორეული შთამომავლები."

ურუგვაის საფეხბურთო გუნდს მეტსახელად ლოს ჩარრუაც ეწოდება.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: f.c.mu
22 იანვარი 2021 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
ციტატა: Old Red Devil
იყო დრო როცა ფერგი როვერიდან ცდილობდა სანჩესის დათრევას,მერე უდინეზედან.კავანის ჯერ კიდე პალერმოდან ეჩალიჩებოდა მაგრამ ყველამ კარგად იცის რა არჩია მარიო ჩიმარომ.ცუდია რო ფერგისთან არ მოუწია ყომარი.ბევრს ეგონა რა ქინძად უნდა გუნდსო,მაგრამ იბრას მაგალითზე გამოჩნდა რო ეგეთი ბებერი ოლდ სქულები ახალგაზრდებს სასარგებლო სტრესს და საფიქრალს უჩენს.იბრაც რო დარჩენილიყო რეშს და მარსიალს სკამის ხეხვა მოუწევდათ.


კავანი და იბრა სერიოზული ძალა იქნებოდა
ნეტა რეშის, მარსიალის და გრინვუდის სახეები მანახე, ისინი ძირითადში ესენი ზენაზე რო დაეყრებოდნენ
0
№12
ავტორი: Phil Jones
22 იანვარი 2021 21:51
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აღნიშვნები და ნეგრიეტოები იქეთ იყოს და კავანიმ რაღაც აგრესია მოიტანა გუნდის წინა ხაზში რაც არ იყო ესაა მთავარი, გამტრაკებელიცაა რო რამე და მე რომ ვულვზის მცველი ვიყო ბოლი ან თუნდაც ჩელსიდან რუდიგერ ან ვინმე კავანისი შმეშინდებოდა :))))) საოცარი ისაა კავანი-სუარესი უფასოდ რომ გაუშვეს და მაგალითად პეპეებში 70-80 მილიონებს რომ ყრიან, ამ პეპემ რა დამიშავა მილიონია ეგეთი ეგ გამახსენდა უცებ წამში
0
№13
ავტორი: makaveli
22 იანვარი 2021 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
კარგი ბიჭია ედი ..
0
№14
ავტორი: kOsTiA
23 იანვარი 2021 01:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ციტატა: Phil Jones
აღნიშვნები და ნეგრიეტოები იქეთ იყოს და კავანიმ რაღაც აგრესია მოიტანა გუნდის წინა ხაზში რაც არ იყო ესაა მთავარი, გამტრაკებელიცაა რო რამე და მე რომ ვულვზის მცველი ვიყო ბოლი ან თუნდაც ჩელსიდან რუდიგერ ან ვინმე კავანისი შმეშინდებოდა :))))) საოცარი ისაა კავანი-სუარესი უფასოდ რომ გაუშვეს და მაგალითად პეპეებში 70-80 მილიონებს რომ ყრიან, ამ პეპემ რა დამიშავა მილიონია ეგეთი ეგ გამახსენდა უცებ წამში


კი კი, ზუსტად, ანუ არანაირად არ ვფიქრობ რო რომელიმე მწვრთნელზე მეტი მესმის ფეხბურთი მაგრამ , ვერ ვგებულობ, ასე ნათლად ჩანს რო გუნდში ფეხბურთელის მენტალიტეტიც მნიშვნელოვანია მარტო რბენა ხოარაა ?
ბევრმა დაიწყო ეგრე ფიქრი და შედეგის ამ გზით მიღება და ამ მიზეზითა მერე ხიბლი რო დაკარგა გრანდებს შორის შეხვედრებმა, იმ მუხტმა რაც ადრე იყო, წააგებდი და იმდენ სიამოვნებას იღებდი გიღირდა რა წაგება. მარა ანუ დაიკარგა როი კინი, ვიერა და მსგავსი მენტალიტეტის ფეხბურთელებიც აღარაა. ან არუან მარა აღარუნდათ.
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2021 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაგარი ფეხბურთელი და ადამიანი love
0
№16
ავტორი: David_Beckham7
23 იანვარი 2021 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
რამდენი გამახსენდება ეგ მომენტი სულ მეცინენა :D მართლა ძაან ბწვრჯერ მოგეზიდოს ეგ მშვილდი მანჩესტერის მაისურით და ისე შემდეგზე სიმბოლურად რო იყოს ვითომ ბაის მიაქვს ისარი და ეს ისვრის უფრო ღადაობა იქნება :D ან ასისტის გამკეთებელს ისარი მოაწვს და ეს არჭობს ეგაც კრეატიული გამოჩნდება :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top