ედინსონ კავანმა გოლის აღნიშვნის ისტორიის შესახებ ისაუბრა. გოლის გატანის შემდეგ, "იუნაიტედის" თავდამსხმელი ისარს ისვრის მშვილდიდან და ამ რიტუალს აქვს ღრმა ისტორიული ფესვები.
"ეს გრძელი ამბავია", - თქვა მან. "ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიას და მის მშობლიურ მოსახლეობას - ინდიელ ჩარრუას".
"როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, ჩვენ მას ინდია დავარქვით და ეს ასევე იყო პატარა პატივისცემა, ურუგვაის მკვიდრ ხალხზე."
"ასე რომ, მე ჩვეულებრივ ვაჩვენებ ისარს, რომელსაც ჯერ მოვიზიდავ და შემდეგ გავისვრი. ახლა ყველაფერი აირია - ჩემი ქალიშვილის სახელიც და ჩვენი ხალხის ისტორიაც".
"ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩემი ყოველი გოლის შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დამავიწყდეს ჩემი უხილავი ისრის გასროლა.. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დაინახეთ, რომ ერიკ ბაიმ საკუთარი რიტუალის შესრულება შემახსენა". [იცინის].
"ჩარრუა არის ინდიელი ხალხი, რომელიც ცხოვრობდა ლა პლატას დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად ურუგვაის ტერიტორიაზე, აგრეთვე ჩრდილო - აღმოსავლეთ არგენტინასა და სამხრეთ ბრაზილიაში. ისინი ძირითადად ნადირობით იყვნენ დაკავებულნი."
"ისინი კარგი მეომრები და შესანიშნავი მშვილდოსნები იყვნენ. ევროპელების ჩამოსვლის შემდეგ, მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ისინი თანდათანობით განდევნეს თავიანთი მიწებიდან და შემდეგ მთლიანად განადგურდნენ. ჩარრუა ვერ გადარჩა როგორც გვარი, მაგრამ ურუგვაიში ახლაც ცხოვრობენ მათი შორეული შთამომავლები."
ურუგვაის საფეხბურთო გუნდს მეტსახელად ლოს ჩარრუაც ეწოდება.