თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2021, 14:08
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1869,
კომენტარები: 24
ჩვენ სახეებზე ბედნიერება არ იყო
ლუკმა თამაში შეაფასა და სოლსკიაერს მადლობა გადაუხადა.
ჩვენ სახეებზე ბედნიერება არ იყო
ლუკ შოუმ, რომელიც "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩის მოთამაშედ დაასახელეს, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მას გუნდის მთავარი მწვრთნელი და კარგი კონკურენცია.

"მე ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს და ეს ოლეს უდიდესი დამსახურებაა.", - თქვა ლუკმა კლუბის არხთან MUTV- სთან ინტერვიუში. "მე მისი მადლიერი ვარ, რომ ჯერა ჩემი და მეხმარება წინსვლაში."

"ალექსს არუნდა დავუკარგოთ დამსახურება - მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყოველდღე ვარჯიშებში მეხმარება პროგრესის მიღწევაში. სასიამოვნოა ასეთ კონკურენტულ ბრძოლაში მონაწილეობა, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებაში."

"როდესაც ალექსი თამაშობს, მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და პირიქით."

"თქვენ ისეთი კლუბში მოდიხართ, როგორც "იუნაიტედია", ამიტომ თამაშობთ დიდ მოთამაშეებთან დიდ თამაშებში. მე ყოველთვის ველოდები ასეთ შეხვედრებს, რადგან ეს ნამდვილი გამოცდაა მთელი გუნდისთვის. ასეთი მეტოქე ძალიან კარგი და ძალიან საშიშია და დღეს მთელი ჩვენი ხაზი კარგად მუშაობდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე თამაში."

"ჩვენ ეს შეხვედრა ძალიან კარგად არ დავიწყეთ და აშკარა იყო, რომ პრობლემები გვქონდა, მაგრამ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. თამაშის ბოლოს ჩვენ უფრო მეტი შანსის შექმნა დავიწყეთ და უკეთესი შანსებიც გვქონდა - ნებისმიერ სხვა დღეს ისინი გატანილ გოლებად იქცეოდნენ. სამწუხაროდ ეს ფეხბურთში ხდება და ერთი ქულა სჯობს არაფერს, განსაკუთრებით ერთი ქულა ასეთი სტადიონიდან".

"სიმართლე გითხრათ, მატჩის შემდეგ არ იყო ბედნიერი სახეები. ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. ჩვენ აქ მოვედით მოგებისთვის და არა ერთი ქულისთვის. უკანასკნელმა შედეგებმა რწმენა მოგვცა. ბოლოს შეგვეძლო მოწინააღმდეგის ჩახშობა".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
24 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2021 16:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარ ფორმაში შევიდა და მთავარია ტრავმა არ მიიღოს
0
№12
ავტორი: Green street
18 იანვარი 2021 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
მაპატიეთ თუ გუშინ ვინმეს ვაწყენინეეე, ნამდვილად არ მინდოდააა ვინმეს შეურაწყოფაა მიმეყენებინააა, უბრალოდ რამოდენიმე ფანმა წყობილებიდან გამომიყვანაა

მანჩესტერი ნამდვილად არ მძულს და არც რეალის ფანებს არ ძულთ, წარმატებები და გუშინდელ თამაში ნამდვილად ერთი გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას იუნაიტედი, წარმატებები

ორივეე დიდი და ისტორიული გუნდიააა და ამიტომ ორივე გუნდის ფანრბიი პატივისცემით უნდა ვიყოთ ერტმანეთში,
0
№13
ავტორი: Irakli_Kandelaki
18 იანვარი 2021 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
დეხეას და ამასაც კონკურენცია ნამდვილად წაადგათ და გამოფხიზლდნენ!
0
№14
ავტორი: giorgi_mg
18 იანვარი 2021 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
smoke
0
№15
ავტორი: David_Beckham7
18 იანვარი 2021 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
კიდევ რა მომეწონა იცით ოლემ.არცერთი ცვლილება არ გააკეთა დაცვის, ორივე თავდამსხმელი შემოიყვანა და ეს ნიშნავდა რო მოგება უნდოდა, სეზონიან სეზონამდე ზრდა აშკარაა
0
№16
ავტორი: kashmara
18 იანვარი 2021 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
holandi sancho upamecano an badiashili... an Ben wite... da sakmarisia.. sancho halandieyofa daje championtaligazec gaqvs midi shulsher
0
№17
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2021 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: shotkin
ასეთი ლუკ შოუ მრავალი წელი შეუცვლელი იქნება სასტარტოში გუნდისთვის, ტელეში ძაან მომწონს მარა 2 ტელეში ვერ ამოაგდებს ესეთ შოუს, თავის დროზე ვან გაალმა ხო თქვა რო ეს ბიჭი ლიგაში საუკეთესო მარცხენა მცველი იქნებაო მარა მერე იყო ის ტრანვა, თუმცა დღეს დღეისობით ისე მოუმატა ამან რო ძველი შოუ მახსენდება, ამ ეტაზე არაფერს ვუწუნებ ინგლისელს უბრალოდ შეტევის დროს ცოტა მეტი სითამამე და ფანტაზია რო გამოიჩნოს საერთოდ ბრწყინვალე იქნება, ვგულისხმობ თამაშის თავის თავზე აღებას და რიგ მომენტებში კარში დარტყმას, ხშირად ხვდება დასარტყმელ პოზიციაზე და ხან არ ურტყავს და ხან თუ ურტყავს აშკარად ეტყობა რო თვითდაჯერებული არ არის დამაგვირგვინებელ ფაზაში და ისე ურტყავს, ავარჯიშონ შესვლების დროს დარტყმაზე, პრასტრელი კაია მარა ცოტა მრავალფეროვნება არიქნება ურიგო თან მეკარეების დიდი ნაწილისთვის ხშირად მოულოდნელია ხოლმე მსგავსი კუთხიდან დარტყმები სადაც ლუკი ხშირად ხვდება.

მაგ სითამამემ მოტეხა ფეხი. მ(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: dzia_David
19 იანვარი 2021 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: Green street
მაპატიეთ თუ გუშინ ვინმეს ვაწყენინეეე, ნამდვილად არ მინდოდააა ვინმეს შეურაწყოფაა მიმეყენებინააა, უბრალოდ რამოდენიმე ფანმა წყობილებიდან გამომიყვანაა

მანჩესტერი ნამდვილად არ მძულს და არც რეალის ფანებს არ ძულთ, წარმატებები და გუშინდელ თამაში ნამდვილად ერთი გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას იუნაიტედი, წარმატებები

ორივეე დიდი და ისტორიული გუნდიააა და ამიტომ ორივე გუნდის ფანრბიი პატივისცემით უნდა ვიყოთ ერტმანეთში,


ეხლა შენ ის გვითხარი ლუკა იოვიჩს რატო აწვალებთ? როცა ძაან კაი იგროკია. ჯერ არ ათამაშებდნენ ეხლა ისევ აინტრახტში დაამგზავრეს.
0
№19
ავტორი: LASHQARA
19 იანვარი 2021 03:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
იუნაიტედი დღეს იქ არის სადაც უნდა იყოს, მოწოდების სიმაღლეზე და მჯერა რომ იქიდან ვერავინ შეძლებს მის ჩამოყვანას, გუნდმა იპოვას თავის თამაში, თავდასხმამ მომენტების გამოყენება დახვეწოს და თასი ჩვენია... love am
0
№20
ავტორი: zauri7
19 იანვარი 2021 10:20
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 125
ციტატა: Roberto
ძაან მაგრად ითამაშა,სალაჰიც გააქრო და თავის ფლანგიც კარგად ეჭირა,რეშფორდზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა.ძაან კარგად დაიწყო კარიერა,ამომავალი ვარსკვლავის შთაბეჭდილებას ტოვებდა,მე პირადად რუნის მერე არავის ვბალეიშიკობდი ასე მაგრად როგორც რეშფორდს(პერსონალურად მოთამაშეებს ვგულისხმობ),მაგრამ სამწუხაროდ ისე აეწყო საქმე რომ სულ მაზოხისტა მოურინიოს სიტყვები მახსენდება,რა გინდ მაზოხისტიც არ იყოს და როგორც არ უნდა ვაგინოთ,ერთ რამეში ვერავინ ვერავინ შემედავება რომ,ფეხბურთი იცის უმაღლეს დონეზე,ექსპერტია ბევრ ასპექტში და მოთამაშეების ამოცნობაც იცის მაგრად,შეიძლება მთლად ვანგაც არ იყოს,ნუ ყოველშემთხვევაში ძლიერია.ხოდა ყველას მოგეხსენებათ რეშფორდზე რაც აქვს ნათქვამი,ამდენია სეზონია ძმაო ბურთს აგორავებ და ნორმალურად შენი ადგილი ვერ გიპოვია მოედანზე და ვერ დაგიდგენია ვინგერი ხარ თუ საჯარიმოს მოთამაშე,არ იცი ნორმალურად რა არი შენი ძლიერი და სუსტი მხარე,ელემენტარული ამხელა კაცი ხარ და სტანდარტების დროს ბურთს ემალება იმიტომ რომ თავით თამაში არიცი,კაი ბატონო ჯანდაბას თავით ვერ თამაშობ,ჰაერში თუ სუსტი ხარ ქვემოთ დაბლა რას აკეთებ,არც ქვემოთ მიწაზე იცი გოლის გატანა,ანუ საბოლოოდ როგორც ეძახიან ფინიშინგი არ იცი,ამით რა გამოდის ლოგიკური კითხვა რო დავსვათ?მე არც ვიცი,არ მაქვს პასუხი,მაგალითად პირადად იმედგაცრუებული ვარ სასტიკად იმიტომ რომ უეინ რუნის მერე როგორც ავღნიშნე ასეთი ფავორიტი იგროკი არ მყოლია.ღმერთმა ქნას რო ყველაფერი საუკეთესოდ შემოეტრიალებინოს.თუმცა მაგის ნაკლებად მჯერა.რაც ადამიანს შინაგანად არ გააჩნია და რისი ნიჭიც არაქვს მაგად ვერ შეასწავლი გამორიცხულია


გეთანხმები. რაშფორდს მეც მაგრად ვგულშემატკივრობდი და ახლაც ასეა, მაგრამ პერიოდები აქვს თამაში საერთოდ არ მისდის და ძალიან ინერტულია.
არადა, ამ სეზონში რამოდენიმე თამაში რა კარგი იყო, კაცსაც ატყუებდა, ამწვავებდა, გაქონდა, მაგრამ ისევ რაღაც არასტაბილურობას მიადგა. დაცვას გავიძახდით ყველა, მაგრამ ახლა უფრო თავდასხმა მაფიქრებს. მარსიალზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. ერთადერთი მატადორის იმედი მაქვს. მაგას შეუძლია მხოლოდ გოლების გატანა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top