ლუკ შოუმ, რომელიც "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩის მოთამაშედ დაასახელეს, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მას გუნდის მთავარი მწვრთნელი და კარგი კონკურენცია.
"მე ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს და ეს ოლეს უდიდესი დამსახურებაა.", - თქვა ლუკმა კლუბის არხთან MUTV- სთან ინტერვიუში. "მე მისი მადლიერი ვარ, რომ ჯერა ჩემი და მეხმარება წინსვლაში."
"ალექსს არუნდა დავუკარგოთ დამსახურება - მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყოველდღე ვარჯიშებში მეხმარება პროგრესის მიღწევაში. სასიამოვნოა ასეთ კონკურენტულ ბრძოლაში მონაწილეობა, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებაში."
"როდესაც ალექსი თამაშობს, მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და პირიქით."
"თქვენ ისეთი კლუბში მოდიხართ, როგორც "იუნაიტედია", ამიტომ თამაშობთ დიდ მოთამაშეებთან დიდ თამაშებში. მე ყოველთვის ველოდები ასეთ შეხვედრებს, რადგან ეს ნამდვილი გამოცდაა მთელი გუნდისთვის. ასეთი მეტოქე ძალიან კარგი და ძალიან საშიშია და დღეს მთელი ჩვენი ხაზი კარგად მუშაობდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე თამაში."
"ჩვენ ეს შეხვედრა ძალიან კარგად არ დავიწყეთ და აშკარა იყო, რომ პრობლემები გვქონდა, მაგრამ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. თამაშის ბოლოს ჩვენ უფრო მეტი შანსის შექმნა დავიწყეთ და უკეთესი შანსებიც გვქონდა - ნებისმიერ სხვა დღეს ისინი გატანილ გოლებად იქცეოდნენ. სამწუხაროდ ეს ფეხბურთში ხდება და ერთი ქულა სჯობს არაფერს, განსაკუთრებით ერთი ქულა ასეთი სტადიონიდან".
"სიმართლე გითხრათ, მატჩის შემდეგ არ იყო ბედნიერი სახეები. ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. ჩვენ აქ მოვედით მოგებისთვის და არა ერთი ქულისთვის. უკანასკნელმა შედეგებმა რწმენა მოგვცა. ბოლოს შეგვეძლო მოწინააღმდეგის ჩახშობა".