თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2021, 21:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2128,
კომენტარები: 16
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" "ლივერპულთან" დაპირისპირებას ზედმეტი სიტყვები არ სჭირდება. ეს უდიდესი მატჩია ორივე კლუბისთვის.

ოლე გუნარ სოლსკიაერის ბიჭები სამი ქულით უსწრებენ პრემიერ ლიგის ჩემპიონებს, მესამე ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" კი 4 ქულით ჯობნის სატურნირო ცხრილში.

შეხვედრის წინ ოლესაც და იურგენ კლოპსაც მოუწევთ რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით მოცდა, რათა მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, სანამ სასტარტო შემადგენლობას შეარჩევენ.

"ბარნლისთან" მოგებულ მატჩში ენტონი მარსიალმა და ნემანია მატიჩმა მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც ფრანგს მოედნიდან ნაადრევად გასვლა მოუხდა.

მატჩის დაწყებამდე კი ვიქტორ ლინდელოფი კვლავ შეაწუხა ზურგის ტრავმამ, თუმცა მისმა შემცვლელმა ერიკ ბაიიმ ჰარი მაგუაერთან ერთად შესანიშნავი კედელი აღმართეს "ბარნლის" თავდასხმის წინააღმდეგ. შესაძლებელია, რომ ოლემ სამი ცენტრალური მცველიც გაამწესოს, როგორც ეს შარშან გააკეთა, როცა ლუკ შოუმ მაგუაერთან და ლინდელოფთან ერთად დაიკავა დაცვის ცენტრალური ხაზი, ხოლო აარონ ვან-ბისაკამ და ბრენდონ უილიამსმა ფლანგები ჩაიბარეს 0-2 წაგებულ მატჩში.

იმავე მატჩში სასტარტოში გამოვიდნენ დენილ ჯეიმსი და ანდრეას პერეირა, რომელიც ამჟამად "ლაციოში" თამაშობს იჯარის წესით. მარკუს რეშფორდი კი ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას, მაგრამ ამჯერად მას დიდი ალბათობით სასტარტოში ვიხილავთ. გასული წლის შემდეგ გუნდის შემტევ პოტენციალს ასევე დაემატა ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშის კრეატივი.

უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს სოლსკიაერს ნახევარდაცვის ხაზში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი პოლ პოგბამ ბოლო მატჩებში, ხოლო მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი ფრედი კი "ბარნლისთან" სპეციალურად დაასვენა მწვრთნელმა. იმავე მატჩში კარგად იასპარეზა ნემანია მატიჩმაც და მატჩის მიწურულს მოედანზე სკოტ მაკტომინეიც ვიხილეთ.

სასტარტოში მოხვედრის სავარაუდო კანდიდატებად შეიძლება განვიხილოთ მეისონ გრინვუდიცა და დენიელ ჯეიმსიც, რომელიც ასევე მწყობრში არიან.

"ლივერპულის" შემადგენლობა


კლოპის გუნდს ოქტომბრის შემდეგ აკლია კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი, რომელიც მერსისაიდულ დერბიში დაშავების შემდეგ ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. ტრავმა აქვს ვან დაიკის მეწყვილე ჯო გომესსაც, თუმცა ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაუბრუნდა ჯოელ მატიპი.

დაცვის ოთხეულის ცენტრში ხშირად თამაშობდნენ ფაბინიო და ჯორდან ჰენდერსონი, თუმცა აქ ნეტ ფილიპსისა და რის უილიამსის ხილვა უფრო მოსალოდნელია.

გამოჯანმრთელდნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ტიაგო ალკანტარა, შემტევი ტრიო სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის სახით კი იშვიათად ტოვებენ მატჩებს. თუმცა კვლავ უქმობს დიოგო ჟოტა და ნაბი კეიტა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
15 იანვარი 2021 11:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Irakli_Kandelaki
შეიძება, რომ მოწინააღმდეგის მოზიციიდან ამოდიოდე და დაცვითი სტილიც აირჩიო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ყრუ დაცვითი სტილის თამაშს. თუკი სულშერმა ხუთ მცველიანი ტაქტიკა აირჩია ეს უბრალოდ კლუბისა და გულშემატკივრის უპატივცემულობა და მხდალობა იქნება!
თავქუდმოგლეჯილ შეტევასაც არავინ ითხოვს.

4-2-3-1 ან 4-4-2 რომბისებური წყობით უნდა გავიდეს სკოტი ფრედი პოგბა და ბრუნო 4-3-1-2 ასეც შეუძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: dzia_David
15 იანვარი 2021 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ბერბატოვის ჰეტრიკით რომ მოვუგეთ რომელი წელი იყო ხო არ გახსოვთ ბიჭებო. მაგარი იგრა იყო მახსოვს 2-0 დაგვიტრიალეს ჯერარდმა გადუბლა და ბოლო წუთებზე უტანს ისევ მერე ბერბა.
0
№13
ავტორი: glory28
15 იანვარი 2021 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: dzia_David
ბერბატოვის ჰეტრიკით რომ მოვუგეთ რომელი წელი იყო ხო არ გახსოვთ ბიჭებო. მაგარი იგრა იყო მახსოვს 2-0 დაგვიტრიალეს ჯერარდმა გადუბლა და ბოლო წუთებზე უტანს ისევ მერე ბერბა.

2010 წელი იყო ზუსტად მახსოვს !!
0
№14
ავტორი: giorgi_mg
15 იანვარი 2021 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კონტრზე ააგებს თამაშშს თითქმის დარწმუნებული ვარ, დაცვიდან ითამაშებს რა (( ჯერ კიდევ არ არის ეს გუნდი მზად მთელი ორი ტაიმი დომინირებდეს და ბურთი დაუჭიროს ამ ლივერპულს თუნდაც
0
№15
ავტორი: Phil Jones
15 იანვარი 2021 20:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
არ იცის არ ოლემ და არც ამ უტდმ დაცვითი თამაში, რამდენიც მასე სცადეს ყველა წააგეს, ეს ლივერპული დაცვაში ძაან დირკაა ყველაზე კარგი იქნება შემტევი სტილი სადაც დიდი ალბათობით 1-2 გოლს ისინიც გაგვიტანენ, მაგრამ მართლა ისეთი დირკაა ლივერის დაცვა ჯობია ამ სტილში თამაში ვინ მეტს გაიტანს თორემ თუ ჩადგნემ მტრისას გადაგვივლიან...
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2021 18:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტრავმების მხრივ აშკარად გაგვიმართლა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top