თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2021, 11:02
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1793,
კომენტარები: 18
ოლე თამაშის შემდეგ
ჩვენ მოგებაზე ვართ დაგეშილები.
ოლე თამაშის შემდეგ
ღიმილი გამარჯვების შემდეგ

როდესაც პრემიერლიგის მატჩში მიიღებთ სამ ქულას, ეს ყოველთვის გაღიმების საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული სამი ქულა იყო, ჩვენ მაინც მივიღეთ ის.

დარწმუნებული გამარჯვებაში

ჩვენ გვაქვს შედეგის მიღწევის უნარი. რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო კომფორტულად შეიძლებოდა წასულიყო, რადგან კარგი მეორე ტაიმი გვქონდა და შეგვეძლო როგორც მეორე, ისე მესამე გოლის გატანა. ამის მიუხედავად, გუნდმა აჩვენა თავისი სული და აშკარა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიჭებისთვის, როდესაც ისინი ბოლოს თავს იცავდნენ. ლუკი ბურთისკენ თავით გაფრინდა ეს უფრო პინბოლს ჰგავდა! და ეს ის მომენტებია, რის შემდეგაც შვებით ამოისუნთქავთ.

კონტროლი

თქვენ ყოველთვის უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ემოციები შეიკავოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ დაიწყოთ არბიტრის ყველა გადაწყვეტილების გაპროტესტება. გოლი, რომელიც ჰარიმ გაიტანა, შესანიშნავი იყო და მისი გაუქმება არ შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მსაჯი გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესვენების დროს დაწყნარება. მე მესმოდა, რომ ემოციები ძალიან დიდი იყო და მოთამაშეები არ ეთანხმებიან მსაჯების ზოგიერთ გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო მათი დამშვიდება ისე, რომ ბიჭებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომელთა კონტროლიც შეგვიძლია და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ მხოლოდ ასე ვერაფერს მივიღებდით, ამ სამი ქულის მოპოვება დაგვჭირდა და შეხვედრის მეორე ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ. ველოდით, რომ ისინი ბოლო წუთებში გაზრდიდნენ წნეხს, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მოვახერხეთ იღბალი მოგვეტრიალებინა ჩვენს მხარეს.

მსაჯის სადავო გადაწყვეტილებების შესახებ

ორი მომენტისთვის ჯერ არ გადამიხედავს, ამიტომ გარკვევით ვერ ვიტყვი. სავარაუდოდ, ლუკს შეეძლო წესის დარღვევა, შემდეგ კი ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ედინსონის დარღვევა შეტევის იმავე ფაზაში მოხდა. რაც შეეხება ჰარის, ის ნამდვილად არ არღვევდა თამაშის წესებს. გარდა ამისა, ჩვენ არსებითად მოგვიწია თამაშში ხელახლა ჩართვა ხუთწუთიანი VAR-ის შემოწმების შემდეგ, ამიტომ კმაყოფილი ვიყავი იმით, თუ როგორ რეაგირებდა გუნდი ყველა სირთულეზე.

გამარჯვების მიზანზე

ბარნლი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და თითქმის არ ტოვებს ცარიელ ადგილებს, მაგრამ ჩვენ მათ ვეძებდით. ეს იყო შესანიშნავი ჩაწოდება და შესანიშნავი შეტევა. საბოლოოდ ნერვების დასამშვიდებლად კიდევ ერთი-ორი გოლის გატანა გვმართებდა, მაგრამ ალბათ, უბრალოდ გვიყვარს რთული გზა.

პოლ პოგბას თამაშის შესახებ

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ის გავლენას ახდენს გასახდელში გუნდზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის არის მსოფლიო ჩემპიონი და ამ ეტაპზე პოლს საუკეთესო ფორმაში ვხედავთ. ვგრძნობ, რომ ის ყველა თამაშში უკეთესი ხდება. მას ქონდა დაზიანებები, იგი დაავადებული იყო COVID– ით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას ფორმაში შესვლა სჭირდებოდა.

"ენფილდზე" გასვლამდე სამი ქულით ლიდერობა

ეს შესანიშნავი პოზიციაა ამ მატჩის წინ . რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მოქმედი ჩემპიონებისკენ მივდივართ. მათ ჰქონდათ წარმოუდგენელი ბოლო სამნახევარი სეზონი, ამიტომ ვიცით, რომ ეს რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. რთულია უკეთეს დროს ითხოვო ამ თამაშის ჩატარება, რადგან ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, მოგებაზე ვართ დაგეშილები და ამ ბიჭებს სურთ უკეთესები გახდნენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება - ჩვენი ხასიათის და ჩვენი გუნდის ხარისხის ტესტი.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
13 იანვარი 2021 18:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არ მინდა ვინმეს განწყობა გავუფუჭო უბრალოდ ისეთი წინათგრძნობა მაქ რო მარსიალის და ზოგადად თავდასხმის ასეთი ქმედებები გუნდს დაუჯდება ძვირად აი ძაან ძვირად, ჩემპიონობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა 17 ტური გავიდა მარა გუნდს თუ პოტენციალი აქ წელს ჩემპიონატის მოგების და რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი და სისუსტე არსებობს ესაა ამ გუნდის თავდასხმა, უბრალოდ დანაშაულია ის რასაც მარსიალი აკეთებს საუთჰემპტონთან მოგებული 3:2 ის მერე ვთქვი ზუსტად ნოემბერში რო ესე თუ გააგრძელეს ამათმა წინა ხაზში თამაში უეჭველი მნიშვნელოვან მომენტში დაგვღუპავს სადაცთქო და ეგრევე ლიგაზე ფრანგებთან ახდა ის რაც ვთქვი, ამის მერეც ვერ წარმოვიდგენდი რო ამდენი ხანი გაგრძელდებოდა ესეთი ცუდი ფორმა და სერია მარა ფაქტი სახეზეა დღესაც საშინელებაა მარსიალი უბრალოდ სტატისტიკა ნახეთ 2 გოლიაქ პრემიერ ლიგაში 2))))) ნახევარი სეზონი გავიდა და 2 გოლი )))) ზოგი გუნდის მცველს აქ მაგაზე მეტი გოლი გატანილი, ძალიან მინდა ვცდებოდე მარა არ გამოვრიცხავ რო მანჩესტერმა თუ ეპლის მოგებაზე გაიწია აი მანდ ჩააფლავებს საქმეში ჩვენი წინა ხაზი, ყველაზე საშინელება ხო მარსიალია დიდად რაშფორდიც არ ბრწყინავს მარა რაღაცას მაინც აკეთებს, სტატისტიკა კი აქ რაშფორდს ნორმალური მარა ვისაც მაგის განიავებული მომენტები ახსოვს ამ ბოლო პერიოდში არამგონია კმაყოფილი იყოს ჯამში მისი თამაშით და არამგონია მსვიდად ყოფნის საბაბს ტოვებდეს ინგლისელის პრეფორმანსი, გამოდის რა რო ვრჩებით ასაკში შესული კავანის იმედად და რეგრესგანცდილი გრინვუდის იმედად და ახალი 18 წლის დიალოს იმედად)))) ჩვეულებრივი ტრაგიკომედიაა ის რაც წინა ხაზში ხდება რა მოვიდა ოლე მოხოდა სუსტი ზონები გააძლიერა ნახევარდაცვა და დაცვა და ეხლა ამათმა არსაიდან გაუჩალიჩეს და თავდასხმაა სუსტი კაროჩე რა გუშინ კი მოვიგეთ და 1 ზე ვართ მარა მარსიალზე ნერვები მაქ მოშლილი და წელს თუ მაგის ქმედებებს პრემიერ ლიგის თასიც შეეწირა როგორც (ლიგიაზე ჩარჩენა მის კისერზეა) ვერნაირ მიზეზს ვერ ვხედავ თუ რატო არ უნდა გაწიროს გუნდმაც და არ გაუსვას აქედან. ბოლოს მაინც ჩემ აზრზე ვრჩები და ვიტყვი რო მაინც მერჩივნა სანჩო მოეყვანათ ვიდრე დიალო და ის მეორე 18 წლის ბიჭი რეალურად ჩვენი ფორმაცია წი იქნებოდა მარცხნივ რეში(თავის პოზიციაზე) შუაში კავანი და მარჯვნივ სანჩო და არ ვიქრობ რო ესეთი სურათი იქნებოდა წინა ხაზში რაც ეხლაა, ცემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც უფრო მეტი იქნებოდა , როგორც სერ ალექსი ამბობდა ეპლი რო მოიგო გინდა ისეტი ფორვარდი ვინც სეზონში 20-25 გოლს იტანსო, გავიდა ნახევარი სეზონი ნახეთ აბა ვის რამდენი აქ ეპლში გატანილი გოლი, რაშფორდს 7 , მარსიალს 2 და კავანის 3 ))) უბრალოდ საცოდაობაა და მეტი არაფერი რო ასეთ დროს არსაიდან თავდასხმის პრობლემამ იჩინა თავი და უნდა დააღალატოს გუნდი მაგრად ტეხავს.
0
№12
ავტორი: Roberto
13 იანვარი 2021 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Roberto
ბევრი ალბათ არ დამეთანხმება და ბევრს არ მოეწონება რასაც დავწერ,მაგრამ ჩემი აზრით ოლეს აქვს ამ მომენტისთვის სრული კარტბლანში,ახლა ყველაფერი მის ხელშია და მაგის გამშვები კარგა ხანი არავინაა ამ გუნდიდან.ბევრი ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს იმიტომ რომ არ მოსწონთ ოლეს მოქმედება,არ სჯერათ მისი,მაგრამ რას ვიზამთ ყველას თავისი აზრი აქვს,თუმცა მე რატომღაც უკვე ვხედავ მის სვლებსა და ტაქტიკას ბევრ ეპიზოდებში,ერთი სიტყვით როგორიც ჩანდა და მიაჩნიათ ისეთი დაბალი დონეც არაა,ვითარდება როგორც მწვრთნელი და ეს სახეზეა

ზაფხულამდე კაკმინიმუმ არგაუშვებენ.

სწორედ მაშინ ხარ მაგარი როცა ნაწილს არ გვჯერა მისი და დაგვაჯერებს.მივესალმები მაგ ფაქტს თუ ასე იზამს მაგრამ ეს ჩემპიონობით მარტო არ დამტკიცდება.

მე პირადად მეგობარო არც ფანატი ვარ სულშერის და არც იმ კატეგორიიდან ვისაც თავიდანვე სჯეროდა,მაგრამ არც გაშვების მომხრე ვარ დღეს დღეისობით,არ ვარ ამ კაცის წინააღმდეგ განწყობილი.მაშინ მითხარი ძმაო რით და როგორ უნდა დააჯეროს ის ხალხი ვისაც არ მოსწონს ეს მწვრთნელი თუ გუნდს აშკარა პროგრესი აქვს,თამაშის ხარისხი ხო უეჭველი გამოასწორა და ზედ კიდევ სენსაციურად ჩემპიონობა თუ დადო მეტი რა უნდა ქნას და სხვანაირად როგორ დაამტკიცოს,ზაფხულამდე კი არა წლების მანძილზე მანჩესტერის სათავეში იქნება მგონია ეს ვიკინგი
0
№13
ავტორი: makaveli
13 იანვარი 2021 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
კარგით რა ძმაო რა :))) ჯერ ხო ძაან ადრეა ჩემპიონობაზე ლაპარაკი მარა რომც მოიგოს ჩემპიონატი მაგით ვერაფერს დაამტკიცებს ოლეო :))))) საღოოლ ძმაო :)))))
0
№14
ავტორი: Karanadze
13 იანვარი 2021 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Aba chamofrindes saqartveloshi da chakuncxulma daamtkicos? Chempionati tu moigo damtkicebuli kiara gadmtkicebuli eqneba kacs d
0
№15
ავტორი: PaLoMo
13 იანვარი 2021 22:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Roberto
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Roberto
ბევრი ალბათ არ დამეთანხმება და ბევრს არ მოეწონება რასაც დავწერ,მაგრამ ჩემი აზრით ოლეს აქვს ამ მომენტისთვის სრული კარტბლანში,ახლა ყველაფერი მის ხელშია და მაგის გამშვები კარგა ხანი არავინაა ამ გუნდიდან.ბევრი ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს იმიტომ რომ არ მოსწონთ ოლეს მოქმედება,არ სჯერათ მისი,მაგრამ რას ვიზამთ ყველას თავისი აზრი აქვს,თუმცა მე რატომღაც უკვე ვხედავ მის სვლებსა და ტაქტიკას ბევრ ეპიზოდებში,ერთი სიტყვით როგორიც ჩანდა და მიაჩნიათ ისეთი დაბალი დონეც არაა,ვითარდება როგორც მწვრთნელი და ეს სახეზეა

ზაფხულამდე კაკმინიმუმ არგაუშვებენ.

ციტატა: Roberto
ბევრი ალბათ არ დამეთანხმება და ბევრს არ მოეწონება რასაც დავწერ,მაგრამ ჩემი აზრით ოლეს აქვს ამ მომენტისთვის სრული კარტბლანში,ახლა ყველაფერი მის ხელშია და მაგის გამშვები კარგა ხანი არავინაა ამ გუნდიდან.ბევრი ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს იმიტომ რომ არ მოსწონთ ოლეს მოქმედება,არ სჯერათ მისი,მაგრამ რას ვიზამთ ყველას თავისი აზრი აქვს,თუმცა მე რატომღაც უკვე ვხედავ მის სვლებსა და ტაქტიკას ბევრ ეპიზოდებში,ერთი სიტყვით როგორიც ჩანდა და მიაჩნიათ ისეთი დაბალი დონეც არაა,ვითარდება როგორც მწვრთნელი და ეს სახეზეა

სწორედ მაშინ ხარ მაგარი როცა ნაწილს არ გვჯერა მისი და დაგვაჯერებს.მივესალმები მაგ ფაქტს თუ ასე იზამს მაგრამ ეს ჩემპიონობით მარტო არ დამტკიცდება.

მე პირადად მეგობარო არც ფანატი ვარ სულშერის და არც იმ კატეგორიიდან ვისაც თავიდანვე სჯეროდა,მაგრამ არც გაშვების მომხრე ვარ დღეს დღეისობით,არ ვარ ამ კაცის წინააღმდეგ განწყობილი.მაშინ მითხარი ძმაო რით და როგორ უნდა დააჯეროს ის ხალხი ვისაც არ მოსწონს ეს მწვრთნელი თუ გუნდს აშკარა პროგრესი აქვს,თამაშის ხარისხი ხო უეჭველი გამოასწორა და ზედ კიდევ სენსაციურად ჩემპიონობა თუ დადო მეტი რა უნდა ქნას და სხვანაირად როგორ დაამტკიცოს,ზაფხულამდე კი არა წლების მანძილზე მანჩესტერის სათავეში იქნება მგონია ეს ვიკინგი

როგ შემთხვევაში გამოსწორებილია თამაშები,მაგრამ ამა თუ იმ მატჩში სწორად გუნდის დაყენება უნდა ისწავლოს გუნდმა პირველ ნომრად თამაში უნდა ისწავლოს და ეს მწვრთნელმა უნდა ასწავლის,ვარჯიშებზე უნდა დაამუღამონ კუტხურებსი და ჯარიმების გათმაშება(დამუშავებული კომბინაციას ვგულისხმობ).
გააზრებული და პიზიციური შეტევ უნდა ასაავლოს გუნდს აი ამ ყველაფერს თუ გააკეთებს მაშინ ხმას არმალვიღებ,ყველა მატჩს ვერავინ ვერ მოიგებს,მაგრამ ბოლო ადგილოსნებთან მაინც უნდა ითამაშონ პირველ ნომრად და უნდა ვაჯდეთ თავზე.
ბარნლისან ბოლო წუთებზე რაც მოხდა ეგეთი სიტუაციები არუნდა დაუშვას და აი მაშინ იქნება სტაბილურო გუნდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№16
ავტორი: shotkin
13 იანვარი 2021 22:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: makaveli
კარგით რა ძმაო რა :))) ჯერ ხო ძაან ადრეა ჩემპიონობაზე ლაპარაკი მარა რომც მოიგოს ჩემპიონატი მაგით ვერაფერს დაამტკიცებს ოლეო :))))) საღოოლ ძმაო :)))))

:დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ საოცრებააა
0
№17
ავტორი: Manumanu123
13 იანვარი 2021 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
არ მინდა ილუზიები შევიქმნა მე რომ გული ძაან არ დამწყდეს მაგრამ ფაქტია პირველზეა სამი ქულით უსრებენ და პლიუს მართლა არის უკეთესობა და ჩემი შიშს განაპირობებს მომენტების გამოუყენებლობა მარსიალი შეაშინე რა ოლეე მაგრადდდდ თორე ძალიან ბერჯერ დაგვაღალატებს და ლივერპულთან არ უნდა გააფუჭონ მომენტები და პირველ რიგში მაგათთან მოგება ფსიქოლოგიური წინსვლაააა
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2021 18:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ახლა მთავარია კონცენტრაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top