როდესაც პრემიერლიგის მატჩში მიიღებთ სამ ქულას, ეს ყოველთვის გაღიმების საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული სამი ქულა იყო, ჩვენ მაინც მივიღეთ ის.
დარწმუნებული გამარჯვებაში
ჩვენ გვაქვს შედეგის მიღწევის უნარი. რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო კომფორტულად შეიძლებოდა წასულიყო, რადგან კარგი მეორე ტაიმი გვქონდა და შეგვეძლო როგორც მეორე, ისე მესამე გოლის გატანა. ამის მიუხედავად, გუნდმა აჩვენა თავისი სული და აშკარა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიჭებისთვის, როდესაც ისინი ბოლოს თავს იცავდნენ. ლუკი ბურთისკენ თავით გაფრინდა ეს უფრო პინბოლს ჰგავდა! და ეს ის მომენტებია, რის შემდეგაც შვებით ამოისუნთქავთ.
კონტროლი
თქვენ ყოველთვის უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ემოციები შეიკავოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ დაიწყოთ არბიტრის ყველა გადაწყვეტილების გაპროტესტება. გოლი, რომელიც ჰარიმ გაიტანა, შესანიშნავი იყო და მისი გაუქმება არ შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მსაჯი გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესვენების დროს დაწყნარება. მე მესმოდა, რომ ემოციები ძალიან დიდი იყო და მოთამაშეები არ ეთანხმებიან მსაჯების ზოგიერთ გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო მათი დამშვიდება ისე, რომ ბიჭებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომელთა კონტროლიც შეგვიძლია და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ მხოლოდ ასე ვერაფერს მივიღებდით, ამ სამი ქულის მოპოვება დაგვჭირდა და შეხვედრის მეორე ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ. ველოდით, რომ ისინი ბოლო წუთებში გაზრდიდნენ წნეხს, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მოვახერხეთ იღბალი მოგვეტრიალებინა ჩვენს მხარეს.
მსაჯის სადავო გადაწყვეტილებების შესახებ
ორი მომენტისთვის ჯერ არ გადამიხედავს, ამიტომ გარკვევით ვერ ვიტყვი. სავარაუდოდ, ლუკს შეეძლო წესის დარღვევა, შემდეგ კი ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ედინსონის დარღვევა შეტევის იმავე ფაზაში მოხდა. რაც შეეხება ჰარის, ის ნამდვილად არ არღვევდა თამაშის წესებს. გარდა ამისა, ჩვენ არსებითად მოგვიწია თამაშში ხელახლა ჩართვა ხუთწუთიანი VAR-ის შემოწმების შემდეგ, ამიტომ კმაყოფილი ვიყავი იმით, თუ როგორ რეაგირებდა გუნდი ყველა სირთულეზე.
გამარჯვების მიზანზე
ბარნლი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და თითქმის არ ტოვებს ცარიელ ადგილებს, მაგრამ ჩვენ მათ ვეძებდით. ეს იყო შესანიშნავი ჩაწოდება და შესანიშნავი შეტევა. საბოლოოდ ნერვების დასამშვიდებლად კიდევ ერთი-ორი გოლის გატანა გვმართებდა, მაგრამ ალბათ, უბრალოდ გვიყვარს რთული გზა.
პოლ პოგბას თამაშის შესახებ
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ის გავლენას ახდენს გასახდელში გუნდზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის არის მსოფლიო ჩემპიონი და ამ ეტაპზე პოლს საუკეთესო ფორმაში ვხედავთ. ვგრძნობ, რომ ის ყველა თამაშში უკეთესი ხდება. მას ქონდა დაზიანებები, იგი დაავადებული იყო COVID– ით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას ფორმაში შესვლა სჭირდებოდა.
"ენფილდზე" გასვლამდე სამი ქულით ლიდერობა
ეს შესანიშნავი პოზიციაა ამ მატჩის წინ . რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მოქმედი ჩემპიონებისკენ მივდივართ. მათ ჰქონდათ წარმოუდგენელი ბოლო სამნახევარი სეზონი, ამიტომ ვიცით, რომ ეს რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. რთულია უკეთეს დროს ითხოვო ამ თამაშის ჩატარება, რადგან ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, მოგებაზე ვართ დაგეშილები და ამ ბიჭებს სურთ უკეთესები გახდნენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება - ჩვენი ხასიათის და ჩვენი გუნდის ხარისხის ტესტი.