"ბოლოს ახლოს ვიყავით, მაგრამ უფრო შორს ვერ ივლით, როდესაც "ლაიფციგის" მსგავსი გუნდისგან სამ გოლს მიიღებთ. მე ვერ დავიჩივლებ ფეხბურთელების ხასიათზე, ძალისხმევაზე და ზეწოლაზე, რომელიც მეორე ტაიმში მოვახდინეთ მეტოქეზე. ვერ შეძლებთ თქვენს მეტოქეს სამი გოლით უპირატესობს მიანიჭოთ და დაბრუნებას ელოდო.. უკვე გვიანი იყო."
ისევ გაუშვით პირველებმა
"ბოლო მატჩებში კარგად დავიწყეთ და კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც გავუშვით ერთი ან თუნდაც ორი გოლი. დღეს შეხვედრა ძალიან პასიურად დავიწყეთ. ჩვენ საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით დიაგონალური ბურთების შესაჩერებლად, თუმცა ამისათვის ვემზადებოდით. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი საჯარიმოში ჩააგდებდნენ ბურთს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ვერ ასრულებდნენ დავალებას."
გვიან გამოფხიზლდით
"დღეს ვერანაირად ვერ ჩავერთეთ თამაში, სანამ მეორე გოლი არ გავიტანეთ. შემდეგ უცებ ისევ დავიწყეთ თამაში. ჩვენ გვქონდა კარგი შანსი, როდესაც ანგარიში იყო 1: 0, მეისონ გრინვუდს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ თამაში მაშინ დავიწყეთ, როდესაც ანგარიში იყო 2: 0. ანგარიში 3: 0 ყოველთვის რთულია, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი დადეს და ხასიათი გამოავლინეს. მე ვერავის დავადანაშაულებ და ჩვენ ახლოს ვიყავით მესამე გოლთან. ეს კარგი მიღწევა იქნებოდა "ლაიფციგის" მსგავსი გუნდის წინააღმდეგ."
არასოდეს დანებდე
"ჩვენ არასდროს ვთმობთ ასეთ თამაშებს. რთულ სიტუაციაში ყოველთვის უფრო ადვილია დანებება და დათმობა, მაგრამ ეს ბიჭები ასეთები არ არიან. ბოლოს, როდესაც პოლმა გოლი გაიტანა, მეგონა, რომ ეს იყო ავტოგოლი ან ჰარი ან დონიმ გაიტანეს. ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა არ იყო საკმარისი."
ყველაფერი სტამბოლში დამარცხების გამო
"ნამდვილად დიახ, ეს მარცხი ჯგუფში ჩარჩენად დაგვიჯდა"
ჯგუფური ეტაპის შედეგები
"არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ საკმარისად კარგები ვიყავით ასეთ რთულ ჯგუფში, არ ვიყავით საკმარისად კარგები. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ეს მარცხი სტამბოლში გარდამტეხი იყო. სწორედ ამ მატჩზე ვიყურებთ უკან და ვნანობთ იმ დაკარგულ ქულებს. დღეს ახლოს ვიყავით, მაგრამ მათ ვერ გავუმკლავდით."