თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2020, 16:51
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2207,
კომენტარები: 11
ოფიციალურად: ფაკუნდო პელისტრი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
ფაკუნდო პელისტრი.
ოფიციალურად: ფაკუნდო პელისტრი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა ატლეტიკო პენაროლის 18 წლის გარემარბ ფაკუნდო პელისტრის ტრანსფერის შესახებ, რომელმაც ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს + 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.

18 წლის ფეხბურთელმა ურუგვაული კლუბის პირველ გუნდში უკვე ითამაშა 37 თამაში დიდ ლიგაში.

"იუნაიტედთან" ხელმოწერის შემდეგ, ფაკუნდო პელისტრიმ თქვა: "ოცნების ახდენაა ისეთ კლუბში შესვლა, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი." ბევრი რამ ვისწავლე პენაროლაში და მინდა მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. მწვრთნელის ნდობა საოცარი გრძნობაა და მე ვიცი, რომ მასთან მუშაობა შესანიშნავია ჩემი განვითარებისათვის. მივედი გუნდში, რომელსაც ჰყავს უამრავი შესანიშნავი მოთამაშე, რომელთაგანაც ყოველდღე ვისწავლი. ყველამ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არის კლუბი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს შანსს და მე მზად ვარ ყოველდღე ვიმუშაო იმისთვის, რომ ეს შანსი მივიღო და ინგლისში თავი დავიმკვიდრო. ”

ორიოდე სიტყვა თქვა ოლე გუნარ სოლსკიაერმა: ”ჩვენი სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ფაკუნდოს და გვჯერა, რომ ის გრძელვადიან პერიოდში ნამდვილი ვარსკვლავი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ მას დრო სჭირდება ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის, მას შეუძლია მოახდინოს თამაშზე ზეგავლენა მისი მაღალი სიჩქარით და დრიბლინგის უნარით. მას აქვს იდეალური საფუძველი "მანჩესტერ იუნაიტედში" განვითარებისთვის, ყველა ტექნიკური უნარით, რომ გახდეს საუკეთესო მოთამაშე აქ. ჩვენ ყველანი ველით მასთან მუშაობას."

https://www.manutd.com/en
ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
6 ოქტომბერი 2020 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: ALEXFERGUSON
ბანი დაედი უკვე 2 წლიანი. ასე რომ :))

ცოტახანი მოგეშვა ლაშ :D ავაბოქსავებდით რა უბდოდა სად მოდიოდა :D ისე დასაცინად 1 დღეც რო ვერ გაძლეს ჩვენ ქემაინც 10 კაცით და ტოტენჰემთან წავაგეთ და იმათმა პრემიერ ლიგაში ძლივს დარჩენილ ასტონვილასთან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top