"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა ატლეტიკო პენაროლის 18 წლის გარემარბ ფაკუნდო პელისტრის ტრანსფერის შესახებ, რომელმაც ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს + 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.
18 წლის ფეხბურთელმა ურუგვაული კლუბის პირველ გუნდში უკვე ითამაშა 37 თამაში დიდ ლიგაში.
"იუნაიტედთან" ხელმოწერის შემდეგ, ფაკუნდო პელისტრიმ თქვა: "ოცნების ახდენაა ისეთ კლუბში შესვლა, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი." ბევრი რამ ვისწავლე პენაროლაში და მინდა მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. მწვრთნელის ნდობა საოცარი გრძნობაა და მე ვიცი, რომ მასთან მუშაობა შესანიშნავია ჩემი განვითარებისათვის. მივედი გუნდში, რომელსაც ჰყავს უამრავი შესანიშნავი მოთამაშე, რომელთაგანაც ყოველდღე ვისწავლი. ყველამ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არის კლუბი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს შანსს და მე მზად ვარ ყოველდღე ვიმუშაო იმისთვის, რომ ეს შანსი მივიღო და ინგლისში თავი დავიმკვიდრო. ”
ორიოდე სიტყვა თქვა ოლე გუნარ სოლსკიაერმა: ”ჩვენი სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ფაკუნდოს და გვჯერა, რომ ის გრძელვადიან პერიოდში ნამდვილი ვარსკვლავი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ მას დრო სჭირდება ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის, მას შეუძლია მოახდინოს თამაშზე ზეგავლენა მისი მაღალი სიჩქარით და დრიბლინგის უნარით. მას აქვს იდეალური საფუძველი "მანჩესტერ იუნაიტედში" განვითარებისთვის, ყველა ტექნიკური უნარით, რომ გახდეს საუკეთესო მოთამაშე აქ. ჩვენ ყველანი ველით მასთან მუშაობას."