თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2012, 19:11
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2535,
კომენტარები: 13
იანგი და სმოლინგი "სტოკთან" დაბრუნდებიან
ლაზარეთი ცარიელდება...
იანგი და სმოლინგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთი ცარიელდება - ეშლი იანგი და კრის სმოლინგი უახლოეს დღეებში მოედანს დაუბრუნდებიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მათი თამაში "სტოკის" წინააღმდეგ უკვე შესაძლებელი იქნება.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც ლაზარეთს დატოვებს ფილ ჯონსი იქნება. ექიმების თქმით, ჯონსის გამოჯანმრთელების პროცესი სწორად მიმდინარეობს და მალე მასაც შეეძლება ვარჯიშის განახლება.
"იუნაიტედს" ტრავმების გამო დაცვაში პრობლემები ჯერ კიდევ წინა სეზონის დასასრულში შეექმნა - სმოლინგმა მაისში, "სუონსთან" მატჩში მიღებული დაზიანების გამო 4 თვეზე მეტი გამოტოვა. კრისმა ვერ შეძლო გუნდის დახმარება ვერც სეზონის მოსამზადებელ შეხვედრებში. ახლა კი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდა და წინა კვირაში "კარინგტონზე" ვარჯიში სრულად ჩაატარა.
რაც შეეხება იანგს, მან "იუნაიტედის" ბოლო 8 შეხვედრა გამოტოვა. ეშლის უქმეობა აგვისტოში, "ფულჰემთან" მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ დაიწყო. იანგმაც ასევე სრულად ჩაატარა ვარჯიში და "სტოკთან" მატჩში შეძლებს დაბრუნებას. ფილ ჯონსი კი ოდნავ მოგვიანებით, 2 ნოემბერს "არსენალის" წინააღმდეგ შესაძლოა ვიხილოთ.
წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
16 ოქტომბერი 2012 20:56
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სურათზე სმოლინგის გოლი არის სიტისთან ეგ თამაში არასოდეს დამავიწყდება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: Rooney
16 ოქტომბერი 2012 21:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
საღოოლ
0
№13
ავტორი: w.rooney
18 ოქტომბერი 2012 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
kaia
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top