თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2020, 14:03
ავტორი: BrunoMagnifico,
ნანახია: 1801,
კომენტარები: 13
მატიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
სერბი საყრდენი "ოლდ ტრაფორდზე" 2023 წლამდე დარჩება.
მატიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნემანია მატიჩმა არსებული ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში 2023 წლამდე ითამაშებს.

მისი არსებული კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ 31 წლის ნახევარმცველმა კლუბში დარჩენა ისურვა.

"მიხარია, რომ კვლავ ამ დიდებული კლუბის ნაწილი ვიქნები. როგორც ფეხბურთელმა, კიდევ ბევრ რამეს უნდა მივაღწიო ჩემს კარიერაში და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ამის გაკეთება დიდი პატივი იქნება" - განაცხადა ნემანიამ.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც და შემადგენლობაში მატიჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ ნემანიამ ახალი კონტრაქტი გააფორმა, ვიცი მისი გამოცდილება, ლიდერობა და პროფესიონალიზმი ამ ახალგაზრდა გუნდში ფასდაუდებელი იქნება" - ამბობს ოლე.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
7 ივლისი 2020 06:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ციტატა: Dato kutaisi
რა საოცარი საიტია აქაურობა.მატიჩი გაგდებული,დაჭრილ-დაკეპილ დასაფლავებული ყავდა თითქმის ყველას და უცებ ამოთხარეს და ამ ტრანსფერზე კარგია იძახიან. რავი ძმებო მატიჩზე რა ნაგინებიც აქაა მეეჭვება სხვა რომელიმემ ამ ნომინაციაში აჯობოს დაჟე ლინგარდმა.
ხვალ მატა რომ ათამაშდეს მერე მატაც დასატოვებელია, ან ვაფშე ჯონსმა მიაყოლოს ან ლინგარდმა კაი თამაშები ვსიო ეკუთვნის:))
მე პირადად ვერ ვხვდები გაისადნ ზაფხულამდე თუ ქონდა კონტრაქტი კიდევ რატო უგრძელებდნენ.მერეც მატიჩი უნდათ კიმარა ამ ბავშვებში?

Mata ise ro atamashdes Bruno skamze dasvavs da tviton titulebze gaudzgves gunds dasatovebeli iqneba namdvilad.
0
№12
ავტორი: Malboro463
7 ივლისი 2020 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მარტო ფიზიკა და სირბილი არა ფეხბურთი კლასიც საჭიროა
მაკტომინი უფრო მშრომელია და ის უნდა იდგესო რომ გაიძახოდით მაგის კლასი ცალ კვერცხში აქვს ამ კაცს სირბილი კიდე რვიანის საქმეა და 1-2 კაცს ამ ასაკსიც მოტეხავს ფეხს ეს. მთავარია რეგულარულად ათამაშოს რომ ფორმა არ დაკარგოს. იმსახურებს ევროპის ლიგას ან თუნდაც ფას ფინალში თუ გავედით იქ თამაშს ესეც და მატაც. მომავალში თუ ვინმეს მოიყვანენ სკამისთვის სკოტიც საკმარისი იქნება
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივლისი 2020 21:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე პირადად მატიჩი ყოველთვის მევასებოდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top