თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2020, 14:03
ავტორი: BrunoMagnifico,
ნანახია: 1804,
კომენტარები: 13
მატიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
სერბი საყრდენი "ოლდ ტრაფორდზე" 2023 წლამდე დარჩება.
მატიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნემანია მატიჩმა არსებული ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში 2023 წლამდე ითამაშებს.

მისი არსებული კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ 31 წლის ნახევარმცველმა კლუბში დარჩენა ისურვა.

"მიხარია, რომ კვლავ ამ დიდებული კლუბის ნაწილი ვიქნები. როგორც ფეხბურთელმა, კიდევ ბევრ რამეს უნდა მივაღწიო ჩემს კარიერაში და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ამის გაკეთება დიდი პატივი იქნება" - განაცხადა ნემანიამ.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც და შემადგენლობაში მატიჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ ნემანიამ ახალი კონტრაქტი გააფორმა, ვიცი მისი გამოცდილება, ლიდერობა და პროფესიონალიზმი ამ ახალგაზრდა გუნდში ფასდაუდებელი იქნება" - ამბობს ოლე.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: bendzela
6 ივლისი 2020 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება არის ეს კაცი ჯერ ისევ გამოგვადგება. .რიგ შემთხვევებში ხოლმე ძალიან ჩკვიანურ გადაწყვეტილებებს ღებულობს ნელი კი არის მარა შეიძლება ისეთი კარგი და ჩკვიანური გადაწყვეტილება მიიღოს რო გაოცებული დაგტოვოს
0
№2
ავტორი: bziki
6 ივლისი 2020 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Sachiro kacia ufasod gasashvebi nagdi ar iyo,pogbastan yvelaze kai duets es qmnis.
Ori ambavia mosagvarebeli pogbas kontraqti da sancho mere ukve wvrilmanebi darcheba mosayomarebeli.
Ise Aston viladan mingsis wamoyvanac sheileba Lindelofs da bailis t.raks ar aawevinebs skamidan
0
№3
ავტორი: 100%Red
6 ივლისი 2020 17:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: bziki
Sachiro kacia ufasod gasashvebi nagdi ar iyo,pogbastan yvelaze kai duets es qmnis.
Ori ambavia mosagvarebeli pogbas kontraqti da sancho mere ukve wvrilmanebi darcheba mosayomarebeli.
Ise Aston viladan mingsis wamoyvanac sheileba Lindelofs da bailis t.raks ar aawevinebs skamidan

ეგეც კაია მარა მემგონი ნათან აკეს დაადგეს თვალი
ისე მცველი მოსაყვანია, ლინდელოფიც და ბაილიც არასტაბილურები არიან
და წინ გრილიშს ველოდები, აი ეგ ბიჭი უსიკვდილოთ რომ იტყვიან გაიხენ **ჭზე დამოიყვანონ, სანჩოზე ეჩალიჩებიან კიდე დორტმუნდს ვნახოთ რა იქნება
ველიტ მოკლედ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას, ასეთუისე შეიკრა ძირითადი ბირთვი, მარა სკამის გარეშე ფასი არ აქ, მატიჩი არაა ახალგაზრდა, მატა + პერეირა და ლინგარდი გინდ გყოლია გინდ არა
მოკლედ ვუდვორდის დროა ახლა wink
0
№4
ავტორი: gogita1991
6 ივლისი 2020 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
კაია მატიჩის კონტრაქტი მომატებული აქ აშკარად ეს ბოლო თამაშებია, მაგრამ მომავალი სეზონიდან როცა უკვე ტიტულებზე უნდა გავიწიოთ რამდენად გაქაჩავს მთელი სეზონი მაღალ დონეზე არ ვიცი თან უკვე 32 ის ხდება ფრედი და მაქტომინეი კიდე რამდენად არიან იგივე პოზიციის თავად განსაჯეთ ჩემი აზრით მოსაყვანია მის პოზიციაზე ვინმე
0
№5
ავტორი: Chesterman
6 ივლისი 2020 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ბრუნო ამ თვის საუკეთესო გახდა bully მანჩესტერის გვერდზე იდო და მეტი არსად მინახავს და ფეიქი იყო ვითომ ?
0
№6
ავტორი: ikeoni
6 ივლისი 2020 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
მაგრად გამისწორდა საოცარ ფორმაშია და ლიდერის თვისებები აქვს თავზე საყრელი❤️

მაგრად გამისწორდა საოცარ ფორმაშია და ლიდერის თვისებები აქვს თავზე საყრელი❤️
0
№7
ავტორი: Methadon
6 ივლისი 2020 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Კარგია, გამოცდილი ხალხი საჭიროა. Ესეც და მატაც უნდა დატოვონ აუცილებლად, გამოადგება გუნდს ამათი გამოცდილება. Ახალგაზრდა უკლასო ფეხბურთელები უნდა გაუშვან უბრალოდ დროულად.
0
№8
ავტორი: onlyred
7 ივლისი 2020 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
სკოტი უფრო პოგბას პოზიციაა.
ჩამშლელი ვინგერი და დაცვაა საჭირო და საკმარისია.
თუ ჯეკს იყიდიან და სანჩოზე ფიქრი ისევ გააგრძელეს ჩამშლელი აღარ მოვა და ცენტრიც თუ იყიდეს სულ კაი.
0
№9
ავტორი: deqstera
7 ივლისი 2020 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
1. ფერეირა-ლინგარდი + ფოსუ მენსა-ტუანზებე-ჩონგი აკადემიის ხალხია და მენანება გასაშვებად, თან მთლად უნიჭოებიც არარიან, უბრალოდ მაგათ იმდენ დროს არავინ მისცემს ფორმა რომ აკრიფონ, ამიტომ მინიმუმ იჯარით უნდა წავიდნენ!! (გომესიც იჯარით უნდა გაეშვათ)
2. სმოლინგი უნდა დატოვონ რომაში, ხოლო ჯონსი გუნდში ითვლება თორე ძალიან ბევრი ტრავმა აქვს, ისევ მისთვის აჯობებს იუნაიტედი კი არა პრემიერლიგა დატოვოს (როგორც სმოლინგმა), იქნებ ტრავმებიც მოიშოროს ნელ-ნელა.
3. სანჩესს ალბათ დატოვებენ ინტერში, პლიუს მატაც გასაშვებია, შეიძლება პოზიტიური ტიპაჟია მაგრამ გუნდს ზამენიდანაც ვეღარ აძლიერებს, 32 წელი პატარა არარის, თან ისედაც ნელი იყო ყოველთვის

_______________________________________________________________________

ცენტრალური მცველი - 1 (წამსვლელი სმოლინგი-ჯონსი-ტუანზებე-ფოსუ მენსა)
შემტევი ნახევარმცველი - მინიმუმ 1 (წამსვლელი - ლინგარდი-ფერეირა-მატა)
ფლანგი - მინიმუმ 1 (წამსვლელი სანჩესი-გომესი)
ცენტრფორვარდი - იგალოზე უკეთესის შოვნა თუ მოახერხეს კარგი იქნება
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
7 ივლისი 2020 06:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
რა საოცარი საიტია აქაურობა.მატიჩი გაგდებული,დაჭრილ-დაკეპილ დასაფლავებული ყავდა თითქმის ყველას და უცებ ამოთხარეს და ამ ტრანსფერზე კარგია იძახიან. რავი ძმებო მატიჩზე რა ნაგინებიც აქაა მეეჭვება სხვა რომელიმემ ამ ნომინაციაში აჯობოს დაჟე ლინგარდმა.
ხვალ მატა რომ ათამაშდეს მერე მატაც დასატოვებელია, ან ვაფშე ჯონსმა მიაყოლოს ან ლინგარდმა კაი თამაშები ვსიო ეკუთვნის:))
მე პირადად ვერ ვხვდები გაისადნ ზაფხულამდე თუ ქონდა კონტრაქტი კიდევ რატო უგრძელებდნენ.მერეც მატიჩი უნდათ კიმარა ამ ბავშვებში?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top