თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2020, 13:45
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1985,
კომენტარები: 16
ბრუნო ფერნანდეშის ინეტრვიუ
ბრუნომ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
ბრუნო ფერნანდეშის ინეტრვიუ
ბრუნო ფერნანდეშმა ინტერვიუ ჩაწერა "სკაი სპორტის" ჟურნალისტთან, რომელშიც ისაუბრა იმაზე, თუ როგორია მისი პირველი თვე ახალი გუნდის შემადგენლობაში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არის ჩემი პრიორიტეტი.

”იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილება ადვილი იყო. როდესაც ეს შანსი გამოჩნდა, ორჯერ არ დავფიქრებულვარ. - თქვა ფერნანდეშმა. მე ვესაუბრე "სპორტინგის" წარმომაგდენელს, რომელიც უკვე მოლაპარაკებებს მართავდა "იუნაიტედთან" და ვუთხარი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი პრიორიტეტული არჩევანია.

ახლა იგივე გუნდს ვხედავ, რომელსაც ერთი თვის უკან ვხედავდი. ჩვენ გვწყურია გამარჯვებები, ასევე ვცდილობთ ვაჩვენოთ ყველა ის საუკეთესო, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ბევრი კარგი თამაში და ვფიქრობ, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ წამოწყებაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი, არამედ მთლიანი გუნდის.

გუნდს სჭირდება სწორი კონცენტრირება, სწორ დროს მიღებული გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ, მე რომ არ მოვსულიყავი, "იუნაიტედი" იგივე გზით წავიდოდა და ითამაშებდა, რადგან ერთ მოთამაშეს არ შეუძლია შეცვალოს მთელი გუნდი,



გულშემატკივერბის და მათი სიმღერის შესახებ.

არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველივე დღიდან მე ვიღებ წარმოუდგენელ მხარდაჭერას! როდესაც ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, გავიფიქრე: "აქ მხოლოდ ორი დღე ვიყავი და მათ უკვე დაწეყეს სიმღერა ჩემ შესახებ!” ვგრძნობ, რომ სანაცვლო უნდა გავიღო ფანებისთვის. მე იმიტომ კი არ უნდა გავაკეთო საქმე, რომ მათ მე სიმღერა მომიძღვენს, მე ჩემი გასაკეთებელი თანაგუნდელებისთვის უნდა გავაკეთო.


ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ.

მხოლოდ ერთი თვე გავიდა რაც აქ მოვედი, მაგრამ მე შევძელი იმის გაგება, რომ ის დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებიანია და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის დეტალებია, რაც ფეხბურთს ცვლის. ახლა უამრავი კარგი მწვრთნელია, ისინი ერთმანეთს უყურებენ, სწავლობენ ერთმანეთისგან, ამიტომ თამაში უფრო რთულდება.

ვფიქრობ, ჩვენი მწვრთნელი ნამდვილად კარგია იმით, რასაც აკეთებს. ის თავად იყო ფეხბურთელი, ამიტომ მან იცის, როდის უნდა დაელაპარაკოს ფეხბურთელებს, როდის უნდა თქვას მხარდამჭერი სიტყვები და როდის უნდა იყოს მკაცრი. ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთელის წარსული გაქვს, შენ უკეთესად გესმის, ვიდრე იმათ ვისაც ეს გზა არ გაუვლია.

ოლე ნამდვილად ძალიან ყურადღებიანია დეტალებისადმი. მას სურს სრულყოფილების მიღწევა, თუმცა იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ის თავად ცდილობს უკეთესად იმუშაოს და ჩვენგან იგივეს ითხოვს.


დიოგო დალოსთან მეგობრობის შესახებ.

მათ მანქანა მომცეს, მაგრამ დიეგოს ნებაყოფლობით დავყავარ ვარჯიშზე, ასე რომ ჩვენ ერთად დავდივართ. ჩვეულებრივ, ჩვენ ადრე მოვდივარ, მხოლოდ ფილ ჯონსს შეუძლია ზოგჯერ ჩვენ მოგვასწროს. ჩვენ საუზმეზეც და დარბაზშიც ერთად დავდივართ.

როდესაც პირველად ჩამოვედი, ის ძალიან დამეხმარა. პირველი დღეები მის სახლში ვცხოვრობდი. სასტუმროს ოთახი მქონდა, მაგრამ ის დაჟინებით მთხოვდა მასთან მეცხოვრა და დამხმარებოდა. მოხარული ვარ, რომ დიეგო იყო აქ, ის ძალიან დამეხმარა.


დერბის დროს გვარდიოლასთან შელაპარაკების შესახებ.

ეს საკითხი მეგობრებთან ერთად განვიხილე და ზოგი ფიქრობს, რომ მე არ უნდა გამეკეთებინა ეს. პეპმა მოიგო ყველაფერი რაც შესაძლებელია და ვინ არის ბრუნო, რომ ასე ეპასუხებოდეს? ვფიქრობ, აქ საქმე უბრალოდ პატივისცემაშია. ახლა, როდესაც მოედანზე არ ვარ, მშვიდი ვარ და რა თქმა უნდა, არ გავაკეთებდი ამას ისევ, მაგრამ იმ მომენტში მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა, ჩემში სხვა რამ გამოიწვია. საკმაოდ სწრაფად ვივიწყებ ასეთ ინციდენტებს, ეს ჩემი ბუნებაა.

მე პატივს ვცემ პეპს, პატივს ვცემ მის მიღწევებს და იმას, რაც მან ფეხბურთისთვის გააკეთა, მაგრამ იმ მომენტში მან უპატივცემულობა გამოიჩინა ჩემს მიმართ და არ დაიმსახურა პატივისცემა ჩემი მხრიდან. თუმცა ყველაფერი, რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე. ახლა ჩვენ უკვე გარეთ ვართ და ყველაფერი წარსულშია. მე პატივს ვცემ პეპს და ახლა არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა მან - დაასრულა პორტუგალიელმა.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: makaveli
17 მარტი 2020 04:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: bziki
არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესი:)
ვინმე თუ ნახეს ვინც თუნდაც 55 ს გადაიხდის გაყიდიან და უნდა გაყიდონ კიდეც,დეხას წასვლა არც დაეტყობა გუნდს მაგ ფასად კიდე ვინმეს იყიდიან,პრობლემა ისაა რო არც ერთ გრანდს არ ჭირდება მეკარე,არც ერთს:)

ფაქტია რო ან ჰენდერსონი უნდა გაყიდონ ან დეხეა.
ასაკით,ბოლო წლების ნათამაშებით(თუ არ ჯობია არც ჩამოუვარდება დეხეას),მოქალაქეობით:)რეალი რო დაუძახებს უკანალში პანჩურების რტყმით არ გაიქცევა რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს კლუბი.
ბევრი მიზეზის გამო ჯობია რო ჰენდერსონი დაიტოვონ თუნდაც ფასით დეხეა მეტად გაიყიდება,
ვინმე თუ ნახა ვუდვორდამ ვინც 50 ზე მეტს გადაიხდის დამიჯერეთ ყველანაირი სენტიმენტების გარეშე დააპრადალებს, არ შეეშლება ეგ.
თუ არადა ჰენდერსონი უნდა გაყიდოს მაგ ასაკის და პოტენციის მეკარეს თვითონაც იციან რო ვერ იშოვიან თან უფასოდ,ვინმეს თუ გონია ერთი წელი გაუვარდა ჰენდერსონს ცდება 3 წელია სტაბილურად მაგრა დგას

კარგი ძმაო 80 მილიონიც რო გადაიხადონ დავუშვათ რააა მერე მაგით? ჩვენ ჯიბეში მოდის? კლუბს კიდე ნამდვილად არ უჭირს ისე რო დეხეა გაუხდეს გასაყიდი. ჯერ ვინც მართლა გასაყიდია ის გაყიდონ და ეხლა პირადად შენ არ გგულისხმობ მაგრამ ზოგადად ძაან აიტაცეს ეს ჰენდერსონი და რატომღაც მგონია აქ დავითას დონეს ვერ დადებს.. უძლიერესი კიპერი გვიყენიაა არანაირი პრეტენზია არ მაქ მაგასთან ეხლაა შედის ასაკის გათვალისწინებით პიკში, ძალიან ძალიან მაგარი მეკარეაა და კიდე უამრავ თამაშს გადაარჩენს.. არ მჯერა ამ ინგლისელი მეკარეეების და რა ვქნა. გამოაძრობენ რაღაც სასწაულ ბურთებს და ისეთს გაუშვებენ მერე კარიუსს რო შეშურდება... Dავითა უნდა დარჩეს კიდე მინიმუმ 5 წელი..
0
№12
ავტორი: bziki
17 მარტი 2020 08:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დეხეასთან კონტრაქტის პრობლემები რო ქონდა ვუდვორდს ორჯერ მაგიტოა ეს ჭორები ეხლა პრესაში თორე რამე სენტიმენტები რო ქონდეთ მანჩესტერში დეხეაზე ჰენდერსონი არც განიხილებოდა და სავარაუდოთ კაპიტნის სამკლაურიც დეხეას ექნებოდა.
დიდი ალბათობით დეხეას ვერც გაყიდიან იმიტო რო არავის არ ჭირდება,ალბათ ჰენდერსონსაც მოიყვანენ და დაახლოებით 60 მილიონს დაკარგავენ მეტი არაფერი:D(რომლითაც შეილება 2 ტალანტი მოიყვანონ ან შემდგარი ფორვარდი) 2-3 მილიონს დასდევენ რას ქვია ფული არ უჭირთ?ლიგაზე ვერ გასვლებით ისედაც უკან მიდიან ეკონომიკურად და ეხლა ეს კორონა ვაბშე უკან დაწევს.
0
№13
17 მარტი 2020 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
არიქა მარკა წერს რეალმა ბეილი ტრანსფერზე დააყენაო და 40 მილიონი დაადოო და ეს შანსი არ უნდა გავმაზოთ იმენა

თუ სიმართლეა რათქმაუნდა

თუ სიმართლეა რათქმაუნდა

თუ სიმართლეა რათქმაუნდა
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2020 13:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა კარგ ფორმაში იყო გუნდიც და ბრუნოც და ეს საშინელი ამბები დატრიალდა :(
0
№15
ავტორი: David_Beckham7
17 მარტი 2020 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
წეღან ვნახე ვაფშე ვარჯიშიც შეწყვიტესო და სახლში თვითიზოლაციაში მოეცემათ ინდივიდუალური სავარჯიშოებიო. მოკლედ ეს სეზონი აღარ გმგონია გაგრძელდეს. უფრო იმატებს და კლება არ ჩანს
0
№16
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2020 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ოქროს ბიჭი ❤️
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top