16-03-2020, 13:45
ნანახია: 2145,
კომენტარები: 16
ბრუნო ფერნანდეშის ინეტრვიუ
ბრუნომ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
ბრუნო ფერნანდეშმა ინტერვიუ ჩაწერა "სკაი სპორტის" ჟურნალისტთან, რომელშიც ისაუბრა იმაზე, თუ როგორია მისი პირველი თვე ახალი გუნდის შემადგენლობაში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" არის ჩემი პრიორიტეტი.
”იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილება ადვილი იყო. როდესაც ეს შანსი გამოჩნდა, ორჯერ არ დავფიქრებულვარ. - თქვა ფერნანდეშმა. მე ვესაუბრე "სპორტინგის" წარმომაგდენელს, რომელიც უკვე მოლაპარაკებებს მართავდა "იუნაიტედთან" და ვუთხარი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი პრიორიტეტული არჩევანია.
ახლა იგივე გუნდს ვხედავ, რომელსაც ერთი თვის უკან ვხედავდი. ჩვენ გვწყურია გამარჯვებები, ასევე ვცდილობთ ვაჩვენოთ ყველა ის საუკეთესო, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ბევრი კარგი თამაში და ვფიქრობ, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ წამოწყებაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი, არამედ მთლიანი გუნდის.
გუნდს სჭირდება სწორი კონცენტრირება, სწორ დროს მიღებული გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ, მე რომ არ მოვსულიყავი, "იუნაიტედი" იგივე გზით წავიდოდა და ითამაშებდა, რადგან ერთ მოთამაშეს არ შეუძლია შეცვალოს მთელი გუნდი,
გულშემატკივერბის და მათი სიმღერის შესახებ.
არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველივე დღიდან მე ვიღებ წარმოუდგენელ მხარდაჭერას! როდესაც ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, გავიფიქრე: "აქ მხოლოდ ორი დღე ვიყავი და მათ უკვე დაწეყეს სიმღერა ჩემ შესახებ!” ვგრძნობ, რომ სანაცვლო უნდა გავიღო ფანებისთვის. მე იმიტომ კი არ უნდა გავაკეთო საქმე, რომ მათ მე სიმღერა მომიძღვენს, მე ჩემი გასაკეთებელი თანაგუნდელებისთვის უნდა გავაკეთო.
ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ.
მხოლოდ ერთი თვე გავიდა რაც აქ მოვედი, მაგრამ მე შევძელი იმის გაგება, რომ ის დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებიანია და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის დეტალებია, რაც ფეხბურთს ცვლის. ახლა უამრავი კარგი მწვრთნელია, ისინი ერთმანეთს უყურებენ, სწავლობენ ერთმანეთისგან, ამიტომ თამაში უფრო რთულდება.
ვფიქრობ, ჩვენი მწვრთნელი ნამდვილად კარგია იმით, რასაც აკეთებს. ის თავად იყო ფეხბურთელი, ამიტომ მან იცის, როდის უნდა დაელაპარაკოს ფეხბურთელებს, როდის უნდა თქვას მხარდამჭერი სიტყვები და როდის უნდა იყოს მკაცრი. ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთელის წარსული გაქვს, შენ უკეთესად გესმის, ვიდრე იმათ ვისაც ეს გზა არ გაუვლია.
ოლე ნამდვილად ძალიან ყურადღებიანია დეტალებისადმი. მას სურს სრულყოფილების მიღწევა, თუმცა იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ის თავად ცდილობს უკეთესად იმუშაოს და ჩვენგან იგივეს ითხოვს.
დიოგო დალოსთან მეგობრობის შესახებ.
მათ მანქანა მომცეს, მაგრამ დიეგოს ნებაყოფლობით დავყავარ ვარჯიშზე, ასე რომ ჩვენ ერთად დავდივართ. ჩვეულებრივ, ჩვენ ადრე მოვდივარ, მხოლოდ ფილ ჯონსს შეუძლია ზოგჯერ ჩვენ მოგვასწროს. ჩვენ საუზმეზეც და დარბაზშიც ერთად დავდივართ.
როდესაც პირველად ჩამოვედი, ის ძალიან დამეხმარა. პირველი დღეები მის სახლში ვცხოვრობდი. სასტუმროს ოთახი მქონდა, მაგრამ ის დაჟინებით მთხოვდა მასთან მეცხოვრა და დამხმარებოდა. მოხარული ვარ, რომ დიეგო იყო აქ, ის ძალიან დამეხმარა.
დერბის დროს გვარდიოლასთან შელაპარაკების შესახებ.
ეს საკითხი მეგობრებთან ერთად განვიხილე და ზოგი ფიქრობს, რომ მე არ უნდა გამეკეთებინა ეს. პეპმა მოიგო ყველაფერი რაც შესაძლებელია და ვინ არის ბრუნო, რომ ასე ეპასუხებოდეს? ვფიქრობ, აქ საქმე უბრალოდ პატივისცემაშია. ახლა, როდესაც მოედანზე არ ვარ, მშვიდი ვარ და რა თქმა უნდა, არ გავაკეთებდი ამას ისევ, მაგრამ იმ მომენტში მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა, ჩემში სხვა რამ გამოიწვია. საკმაოდ სწრაფად ვივიწყებ ასეთ ინციდენტებს, ეს ჩემი ბუნებაა.
მე პატივს ვცემ პეპს, პატივს ვცემ მის მიღწევებს და იმას, რაც მან ფეხბურთისთვის გააკეთა, მაგრამ იმ მომენტში მან უპატივცემულობა გამოიჩინა ჩემს მიმართ და არ დაიმსახურა პატივისცემა ჩემი მხრიდან. თუმცა ყველაფერი, რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე. ახლა ჩვენ უკვე გარეთ ვართ და ყველაფერი წარსულშია. მე პატივს ვცემ პეპს და ახლა არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა მან - დაასრულა პორტუგალიელმა.