თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2020, 10:39
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1963,
კომენტარები: 17
ვუდვორდი: "გეგმას არ გადავუხვევთ"
ვუდვორდის შემაჯამებელი სიტყვა გაწეულ სამუშაოზე
ვუდვორდი:
"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედვარდ ვუდვორდმა დღეს კონფერენც-ზარი გამართა, რომლის დროსაც მან კლუბის ინვესტორებს მოახსენა გაწეული სამუშაოს შესახებ.

"სანამ დავუბრუნდებით კითხვებს ფინანსურ მოგებასთან დაკავშირებით, მინდა პატივი მივაგო ჩვენი ყოფილo მეკარის, ჰარი გრეგის ხსოვნას, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, - განაცხადა ვუდვორდმა. - ჰარი იყო "მიუნჰენის" კატასტროფის ერთ-ერთი გმირი და იმ ეპოქის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდის მთავარი ფიგურანტი, მან კლუბის მაისურით 247 მატჩი ჩაატარა. გავიმეორებ სერ ალექსის სიტყვებს და ვიტყვი, რომ ჰარი იყო უდიდესი პიროვნება და ჩვენი კლუბის ნამდვილი ლეგენდა.

ახლა მე მსურს ზოგადად მიმოვიხილო გუნდის პროგრესი. ნომერ პირველი მიზანი - ტიტულების მოპოვება, რომელმაც ასევე უნდა აჩვენოს, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი. ნოემბრის ბოლოს გამართული ჩვენი კონფერენც-ზარის შემდეგ ჩვენ გავედით ევროპის ლიგის პლეი-ოფში, თასის მეხუთე რაუნდში და ასევე ჯერ კიდევ ვიბრძვით ოთხეულში მოსახვედრად.

ეს სეზონი ერთერთი გამორჩეულია ცვლილებებით, ვგულისხმობ შემადგენლობას, ბევრი წავიდა ან არენდით დატოვა გუნდი, შევიძინეთ ახალი მოთამაშეები, და დავიმატეთ აკადემიელები, რომლებმაც დაიმკვიდრეს ადგილი პირველ გუნდში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ კლუბი არჩეულ გეგმას ბოლომდე არ განახორციელებს ოლე გუნარ სოლსკიაერისა და სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით

მიუხედავად იმისა, რომ იანვრის ტრანსფერებზე პრესა გვიკავშირებდა 111 მოთამაშეს, ჩვენ მხოლოდ ერთი შენაძენი გავაკეთეთ - გუნდი გავაძლიერეთ ბრუნო ფერნადეშით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით და ცხადყოფს ჩვენს ჩანაფიქრებს, რომ გავძლიერდეთ მაღალი დონის გამოცდილი მოთამაშეებით, რომლებიც შეწყვილდებიან ახალგაზრდებთან და ერთად ჩამოაყალიბებენ ბირთვს, რომელიც სამომავლოდ მუდმივად პროგრესირებადი იქნება. მომავალ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარს კიდევ უფრო დისციპლინირებულად, მომზადებული და დალაგებული შევხვდებით, კლუბში სრული ჰარმონიაა და გეგმიდან გადახვევას არავინ აპირებს.

პირველი გუნდის გაძლიერების გარდა, ჩვენ ასევე რამდენიმე ძალიან საინტერესო ნიჭიერი ახალგაზრდით შევავსეთ აკადემია. ჩვენ მივყვებით გეგმას და ვმუშაობ, რომ მოვიზიდოთ საუკეთესო ტალანტები ჩვენს აკადემიაში.

ამ დროისთვის, კლუბის აღზრდილებმა მოედანზე საერთო დროის მესამედზე მეტი გაატარეს, გაიტანეს ჩვენი გოლების თითქმის ნახევარი, ჩვენი აკადემია წელს ევროპის მაშტაბით ერთერთი საუკეთესოა და ეს ასე გაგრძელდება. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა და ეს შედეგი დაიდო მას შემდეგ რაც ოთხჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი აკადემიაში.
რაც შეეხება ჩვენ ინდუსტრიას უფრო დეტალურად, პრემიერ ლიგიში საუკეთესოები ვართ, რაც ასახულია "Sky– ის" აუდიტორიის 19% –ნი ზრდით, გასული სეზონის იმავე პერიოდთან შედარებით. როგორც სამაუწყებლო კომიტეტის წევრი, კარგად ვხედავ თუ რამხელა შრომაა გაწეული კულისებს მიღმა, ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით "შვედურ" მედიაგიგანტ "Nordic Entertainment Group"- თან, გაფორმდა ექვსწლიანი კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდება.

ჩვენი გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს ბიზნესის მუდმივ ზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინვესტირება კლუბის შემადგენლობაში და ჩვენს სხვა ობიექტებში.

ჩვენ ვამაყობთ, რომ "ოლდ ტრაფორდი" უმასპინძლებს 2021 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს, რომელიც ხაზს უსვამს მის სტატუსს, როგორც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო საფეხბურთო არენას. ეს გადაწყვეტილება ასევე ასახავს ჩვენს წინსვლას ქალთა ფეხბურთში, გასულ სეზონში შეიქმნა გუნდი, რომელიც უკვე წარმატებულად ასპარეზობს და აღზევდა კიდეც სუპერლიგაში ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კეის სტოუნის ხელმძღვანელობით.

ჯამში, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით.
"

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2020 19:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
იმედია ზაფხულში მაინც არ გაიწელება ტრანსფერები
0
№12
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2020 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
მაინც მჯერა რო მივახწევთ წარმატებას ❤️
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
26 თებერვალი 2020 21:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ნუ იცი ასე შენ ედუარდ ბატონო.ახტები აქებ კაცს და მერე პანჩურის ამოკვრები იცი უაზრო დროს ისევე როგორც გახანგრძლივებები.
მაგარი კურიოზული სიტუაციაა.ნელნელა ისე აღმოჩნდება რომ ედიკა კაი ტიპია აკეთებს თურმე მის საქმეს,ოლე კაი ტიპია აკეთებს თავის საქმეს და ვიღაც სხვა მესამე ძალის ბრალი აღმოჩნდება ყველაფერი.
იყო პერიოდი ფელანის ბრალი იყო ახლა თუ ვერავინ მოიფიქრეს ისევ ფელანს დაბრალდება ყველფერი:))მოკლედ ვატყობ გასართობი აწიც ბევრი იქნება
0
№14
ავტორი: Lalana
26 თებერვალი 2020 23:03
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
ციტატა: bziki
Mxitariani saertod rato ganixiles ar vici sezoni wauvida, tavchagunuli mshromeli tipi iyo da meti araferi.

რატომ?მხითარიანს ძალიან კარგი სეზონები ჰქონდა დორტმუნდში.მითუმეტეს მარჯვენა ფლანგზე მაგ დროს ისედაც არავინ გვყავდა და არ ყოფილა ცუდი ვარიანტი იმ სტატისტიკის ფონზე რაც დორტმუნდში ჰქონდა.თან ევროპა ლიგის მოგებაშიც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.რაღაცაში მაინც გამოგვადგა.

ციტატა: bziki
Sanchesi - sworad ro sheefasebinat riskebi ar moxdeboda es yvelaferi.

სანჩესის ტრანსფერი გაუმართლებელი იყო ისე როგორც მოიყვანეს,მანჩესტერში არავის ჭირდებოდა ეგ,მაგრამ სიტის რომ არ ეყიდა და არ გაძლიერებულიყო მაგიტომაც გაცვალეს მხითარიანში და მისცეს უდიდესი ხელფასიც,მაგრამ მასეთი კალიბრის შემტევი ისედაც არ გვყავდა და ვერც იმას ივარაუდებდბენ რომ ასეთი რაოდენობით მიიღებდა ტრავმას,როგორც ეს ბაილის შემთხვევაში მოხდა.

ციტატა: bziki
Pogba ufro rtuli situaciaa, fergi iyo uarze ar mousmines,mtlianobashi sanchesze metad pogbas transferi ufro araswori gamovida, raiolati, tavisi virtxuli xasisatis gamo, arc lideria, ubralo epatajuri tipia, iuveshi roca magis lideroba chirdebodat sul ikargeboda.

ამაში ვერ დაგეთანხმებოდი,დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება მასე ითქვას,მაგრამ იმ დროისთვის ნამდვილად საჭირო იყო მასეთი ნახევარმცველის მოყვანა.შეიძლება არასოდეს ყოფილა ისეთი ლიდერი როგორიც საჭიროა,მაგრამ უსაზღვრო კლასის ფეხბურთელი იყო და არის.თან მთლად მასეც არ იყო,ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთანაც,რეალთანაც,სიტისთან და დორტმუნდთანაც საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა.
ციტატა: bziki
Baili, Lindelofi orive gamartlebulia mainc Arada egeti tramvebi rogorsac baili igebs sheileboda adreve sheemchniat magis dvlebis tu kuntebis sisuste.

აი ბაილიზე კი გეთანხმები,ვილიარეალშიც ასე თუ ისე იღებდა ტრავმას,მაგრამ მაგ სეზონში ერიკის დახმარებით ძალიან ცოტა გოლი გაუშვა ვილიარეალმა და რაც მაშინ ითამაშა საკმაოდ სერიოზული დონე დადო,მახსოვს ბარსელონასთან,ვალენსიასთან და რეალთან თამაშები,საკმაოდ მაგრად იდგა.ასეთი ტრავმები რომ არა დღეს ძირითადის შეუცვლელი წევრიც იქნებოდა.

ციტატა: bziki
Transferebze ashkarad uketes ad mushaoben shedareba araa.

უკეთესი ნამდვილად არის,ამაზე საუბარიც არ ღირს,მაგრამ მთავარია ამ ყველაფერმა შემდეგ შედეგიც გამოიღოს და ფეხბურთელებიც განვითარდნენ.
0
№15
ავტორი: giorgi_mg
26 თებერვალი 2020 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გეგმას რო მიყვებიან ეგ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, ამის მერე ვინც არ უნდა მლიყვანონ ყველა დადებს შედეგს, რადგან სწორად შერჩეული კადრი დახვდება.
0
№16
ავტორი: OzBeTa
27 თებერვალი 2020 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ასეთი ინტერვიუები ფეხბურთელების და მმართველების ხშირად დადეთ ხოლმე რა ❤️ კაიანსწორად მივდივართ, პრპსტა ტრანსფერებს ძააან ვაგვიანებთ და სპორტულინდირექტორი უეჭველი უნდა მოიყვანოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№17
ავტორი: GEORGE22
27 თებერვალი 2020 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: Lalana
ციტატა: glory28
ბოლოში რაც ფერგიზე დაწერე ვერ დაგეთანხმები ზუსტად მაგ სასტავიტ მოიგო პრემეირ ლიგა ფერგიმ კაგავებით და ბიუტნერებით ფერგი სხვა განზომილება იყოოო ველა დაფრინავდა მაგრამ ფერგის წასვლის შემდეგ ყველაპერი შეიცვალააა , ზლატანი მხიტარიანი პოგბა და ალექსისი , ალექსისი იყო ყველაზე დიდი შეცდომა დანარჩენება რა

სხვა განზომილება რომ იყო მაგას დავაც არ უნდა,მაგრამ შენი აზრით ფილ ჯონსი,სმოლინგი,ვალენსია,იანგი,ბატნერი,ბებე და კიდევ არ ჩამოვთვლი ბევრ სხვას მანჩესტერის დონის ფეხბურთელები იყვნენ?არა,არ იყვნენ და ასეთი ფეხბურთელებით არ უნდა შევსებულიყო გუნდი.2011 წლის ფინალის შემდეგ სრულიად უნდა გადახალისებულიყო მანჩესტერი და მაღალი დონის ფეხბურთელებისთვის უნდა ებრძოლათ,მაგრამ სამწუხაროდ საშუალო დონის ფეხბურთელებმა მოიყარეს შემდეგ თავი.როდესაც დრო ქონდა ფერგის ეს გუნდი სრულიად უნდა გადაესხვაფერებინა და ისე უნდა წასულიყო.ქონდა ამისთვის დრო.უბრალოდ ბოლო წლებში მანჩესტერის დონისთცის შეუფერებელი ფეხბურთელები მოდიოდნენ.რაც ფერგის წასვლის შემდეგ აისახა კიდევაც მანჩესტერზე.შემდეგ ვან გაალს მოუხდა ამ გუნდის სრულიად თავიდან შენება,რაც ნამდვილად ვერ გამოუვიდა.

ფერგის ქონდა ერთი ძალიან მაგარი თვისება,ისე განაწყობდა ფეხბურთელებს,რომ ფლეტჩერიც კი თამაშობდა პირლოს და სხვა დანარჩენის დონეზე,მიდგომა ქონდა ისეთი რომ სულ რო დაუშვილი ეყიდა იმას ისე განაწყობდა რო მოედანზე გავიდოდა და მილანი იქნებოდა თუ რეალი,გოლს გაუტანდა და კარიერის თამაშს დადებდა,ჯონ ოშის და ფილ ნევილის ვარსკვლავობა და ლეგენდარული ფეხბურთელობა რა ვთქვი,თვითონაც აქვს ფერგს ნათქვამი რო ჩემს გუნდშიო მხოლოდ 4 მსოფლიო დონის ფეხბურთელი თამაშობდაო,კანტონა,გიგზი,სქოულზი და რონალდოვო,დალშე არ ყოფილა არავინ ამათი დონისო და მართალიცაა,ოთხივე დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა უმაღლეს დონეზე ფეხბურთს,ახლაც თვალწინ მიდგას როგორ გაუგდო 39 წლის გიგზმა ბურთი ახალგაზრდა მარსელოს ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან შემოურბინა და გაასწრო,39 წლის სქოულზიმ კიდე 11-ში ფინალი ითამაშა,უმაღლეს დონეზე,დალშე რომელი იყო მსოფლიო კლასის მანჩესტერში?რუნი მე რო მიყვარს ისე არ უყვარს თავის ცოლსაც ალბათ,მარა ის იყო ვარსკვლავი,ძალიან კარგი ფეხბურთელი,მაგრამ არა მსოფლიო კლასის,მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჩვეულებრივი ვარსკვლავისგან განსხვავდება იმით რომ,კარიერის ბოლომდე არის უმაღლეს კონდიციებში და საუკეთესო ფორმაში და ამერიკაში და ჩინეთში არ გარბის სათამაშოდ და როცა ამბობენ კიდე ჯერარდი და ლამპარდი სქოულზიზე დიდები იყვნენო,მაგრა მაინტერესებს 38 წლის ასაკში რომელი სად თამაშობდა :დ
ანუ რისი თქმა მინდა,რაც არ უნდა ჰაი კლასის მოთამაშე გყავდეს,ის თუ ვერ ათამაშე,ჯობია რომ საშუალო დონის იგროკი გყავდეს და იმას ათამაშებდე როგორც ჰაი კლასის იგროკს და ეს იყო ფერგის ფილოსოფია,ის აჯერებდა ფლეტჩერს,ნევილებს,სილვესტრებს და ასშ ხალხს რო იყვნენ ჰაი კლასის და მაღალი კალიბრის ფეხბურთელები და ისინიც იმდენად შეგულიანებულები თამაშობდნენ,რომ მათი დონე ფერგის გარეშე რასაც წარმოადგენდნენ არ გრძნობოდა,ფერგი რომ არ ყოფილიყო ეგ ხალხი ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელები იქნებოდნენ და მეტი არავინ.

ციტატა: GEORGE22

პ.ს
და სხვათაშორის კლოპის მიდგომაც გავს ფერგისას თორე ცალკე აღებული არც სალაჰი არ უქნია ღმერთს,არც ფირმინიო და არც ტრენტ ალექსანდრ არნოლდი კიდე,გუნდში ყველაზე მაღალი დონის ჟორჟინიო ვეინალდუმია,მარა ისეა კლოპი მიმართული ამ ხალხის მიმართ რო აგერ ვხედავთ რასაც აკეთებენ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top