"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედვარდ ვუდვორდმა დღეს კონფერენც-ზარი გამართა, რომლის დროსაც მან კლუბის ინვესტორებს მოახსენა გაწეული სამუშაოს შესახებ.
"სანამ დავუბრუნდებით კითხვებს ფინანსურ მოგებასთან დაკავშირებით, მინდა პატივი მივაგო ჩვენი ყოფილo მეკარის, ჰარი გრეგის ხსოვნას, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, - განაცხადა ვუდვორდმა. - ჰარი იყო "მიუნჰენის" კატასტროფის ერთ-ერთი გმირი და იმ ეპოქის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდის მთავარი ფიგურანტი, მან კლუბის მაისურით 247 მატჩი ჩაატარა. გავიმეორებ სერ ალექსის სიტყვებს და ვიტყვი, რომ ჰარი იყო უდიდესი პიროვნება და ჩვენი კლუბის ნამდვილი ლეგენდა.
ახლა მე მსურს ზოგადად მიმოვიხილო გუნდის პროგრესი. ნომერ პირველი მიზანი - ტიტულების მოპოვება, რომელმაც ასევე უნდა აჩვენოს, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი. ნოემბრის ბოლოს გამართული ჩვენი კონფერენც-ზარის შემდეგ ჩვენ გავედით ევროპის ლიგის პლეი-ოფში, თასის მეხუთე რაუნდში და ასევე ჯერ კიდევ ვიბრძვით ოთხეულში მოსახვედრად.
ეს სეზონი ერთერთი გამორჩეულია ცვლილებებით, ვგულისხმობ შემადგენლობას, ბევრი წავიდა ან არენდით დატოვა გუნდი, შევიძინეთ ახალი მოთამაშეები, და დავიმატეთ აკადემიელები, რომლებმაც დაიმკვიდრეს ადგილი პირველ გუნდში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ კლუბი არჩეულ გეგმას ბოლომდე არ განახორციელებს ოლე გუნარ სოლსკიაერისა და სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით
მიუხედავად იმისა, რომ იანვრის ტრანსფერებზე პრესა გვიკავშირებდა 111 მოთამაშეს, ჩვენ მხოლოდ ერთი შენაძენი გავაკეთეთ - გუნდი გავაძლიერეთ ბრუნო ფერნადეშით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით და ცხადყოფს ჩვენს ჩანაფიქრებს, რომ გავძლიერდეთ მაღალი დონის გამოცდილი მოთამაშეებით, რომლებიც შეწყვილდებიან ახალგაზრდებთან და ერთად ჩამოაყალიბებენ ბირთვს, რომელიც სამომავლოდ მუდმივად პროგრესირებადი იქნება. მომავალ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარს კიდევ უფრო დისციპლინირებულად, მომზადებული და დალაგებული შევხვდებით, კლუბში სრული ჰარმონიაა და გეგმიდან გადახვევას არავინ აპირებს.
პირველი გუნდის გაძლიერების გარდა, ჩვენ ასევე რამდენიმე ძალიან საინტერესო ნიჭიერი ახალგაზრდით შევავსეთ აკადემია. ჩვენ მივყვებით გეგმას და ვმუშაობ, რომ მოვიზიდოთ საუკეთესო ტალანტები ჩვენს აკადემიაში.
ამ დროისთვის, კლუბის აღზრდილებმა მოედანზე საერთო დროის მესამედზე მეტი გაატარეს, გაიტანეს ჩვენი გოლების თითქმის ნახევარი, ჩვენი აკადემია წელს ევროპის მაშტაბით ერთერთი საუკეთესოა და ეს ასე გაგრძელდება. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა და ეს შედეგი დაიდო მას შემდეგ რაც ოთხჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი აკადემიაში. რაც შეეხება ჩვენ ინდუსტრიას უფრო დეტალურად, პრემიერ ლიგიში საუკეთესოები ვართ, რაც ასახულია "Sky– ის" აუდიტორიის 19% –ნი ზრდით, გასული სეზონის იმავე პერიოდთან შედარებით. როგორც სამაუწყებლო კომიტეტის წევრი, კარგად ვხედავ თუ რამხელა შრომაა გაწეული კულისებს მიღმა, ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით "შვედურ" მედიაგიგანტ "Nordic Entertainment Group"- თან, გაფორმდა ექვსწლიანი კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდება.
ჩვენი გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს ბიზნესის მუდმივ ზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინვესტირება კლუბის შემადგენლობაში და ჩვენს სხვა ობიექტებში.
ჩვენ ვამაყობთ, რომ "ოლდ ტრაფორდი" უმასპინძლებს 2021 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს, რომელიც ხაზს უსვამს მის სტატუსს, როგორც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო საფეხბურთო არენას. ეს გადაწყვეტილება ასევე ასახავს ჩვენს წინსვლას ქალთა ფეხბურთში, გასულ სეზონში შეიქმნა გუნდი, რომელიც უკვე წარმატებულად ასპარეზობს და აღზევდა კიდეც სუპერლიგაში ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კეის სტოუნის ხელმძღვანელობით.
ჯამში, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით. "