თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2019, 00:27
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2535,
კომენტარები: 15
"იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმები
იუნაიტედის ზამთრის სატრანსფერო გეგმების შესახებ
"მანჩესტერ იუნიატედის" მენეჯერმა ოლე გუნარ სოლსკაიერმა ედ ვუდვორდს სამი ფეხბურთელის შეძენა მოსთხოვა იანვარში.ორი ცენტრალური ნახევარმცველისა და ერთი თავდამსხმელის.

ბოლო პერიოდში სოლსკაიერის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია სადაც მისმა გუნდმა "ტოტენჰემსა" და "სიტის" სძლია ბოლო ორ მატჩში,თუმცა მიუხედავად ამ ბოლო მოგებებისა მან კარგად იცის რომ გუნდის ხელმძღვანელობა უფრო მეტს მოსთხოვს,აქედან გამომდინარე მან იცის რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება.

"იუნაიტედის" მთავარი მიზანი მედისონისა და ჰოლანდის შეძენა იქნება.ასევე "მანჩესტერს" საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ,ერთ-ერთი კი "ვესთჰემიდან" დეკლან რაისია,რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია საკუთარ გუნდში.

ასევე პორტუგალიური მედია იუწყება,რომ "მანჩესტერი" ლიდერობს ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერში,როგორც მოგეხსენებათ "იუნიატედს" ზაფხულშიც სურდა ამ ფეხბურთელის გადაბირება.

ასევე "ეშმაკუნებს" კრისტიან ერიკსენსა და მომავალ პირლოდ წოდებულ სანდრო ტონალისაც უკავშირებენ.

მიუხედავად იმისა,რომ სოლსკაიერს სურს იანვარში ტრანსფერები, შეიძლება ეს ვერ განხორციელდეს,რადგან ვუდვორდი შიშობს და არ სურს ზამთარში ნაჩქარევად მიიღოს გადაწყვეტილებები.ვუდვორდის ეს დამოკიდებულება სანჩესის ტრანსფერს მოყვა,რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა ჩაიდო და სრულიადაც ვერ გაამრთლა იმედები.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერის" ყოფილ კაპიტანს,გარი ნევილსაც საკუთარი დამოკიდებულება აქვს და ის მოუწოდებს გუნდს რომ ზამთარში გამოიყოს სახსრები ახალი ტრანსფერებისთვის.

"ოლემ აუცილებლად უნდა განახორციელოს ზამთრაში ტრანსფერები და გააძლიეროს გუნდი"-თქვა ნევილმა

"ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს,ასუფთავებს გუნდს ზედმეტი ფეხბურთელებისგან"

"ის უშვებს ისეთ ფეხბურთელებს რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არეულობა და მოჰყავს ისეთები,რომლებსაც სურთ მანჩესტერისთვის თამაში,რომლებიც დაიხარჯებიან ბოლომდე"

"მან უნდა გადაახალისოს გუნდი და დახარჯოს თანხები,იუნაიტედს ჭირდება რამოდენიმე გამოცდილი კადრი"

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს დახმარება სჭირდებათ და ამისთვისაა საჭირო ისეთი ფეხბურთელების მოყვანა რომლებსაც გამოცდილება უმაგრებს ზურგს,ოლეს ორი თავდამსხმელი და ორი ნახევარმცველი სჭირდება,ეს აუცილებელია"


სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
11 დეკემბერი 2019 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: shotkin
ციტატა: David_Beckham7
გადავვალე კომემტარებს თვალი და აბსოლიტურად გეთანხმებით, ყველა ერთ აზრზე ვართ, ოლე ზოგს მოწონს ზოგს არა მაგრამ რასაც ვერ დავუწუნებთ ეს ტრანსფერებთან და გუნდის სწორი ხალხით შევსების ხედვაა. ვფიქრობ რაისის მოყვანა რეალურია ზამთარშივე. ზალსბირგი ლიგის გარეთ დარჩა ასევე ჰალანდიც შეიძლება თუ მოინდომეს. მედისონი მინდა ყველაზე მეტად საულიც ძაან კაია მაგრამ საულის ტრანსფერის არ მჯერა და მედისონისაც რა ვთწვა ზამთარში მინიმუმ არსვინ მოგვცემს. 2 ფეხბურთელი თუ დავიმატეთ ზამთარში ეგაც კაია. და როდის იხსნება და იხურება ეს ფანჯარა, ნერვიულობა როდის დავიწყო :D

31 დეკემბრიდან იხსნება და 31 იანვრის ჩათვლით იქნება ღია სატრანსფერო

გაიხარე. რა მაგრად იწელება მერე ეს დრო ყოველ დღე ახალი ჭორები
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
11 დეკემბერი 2019 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრუნო იყიდონ რა გახდა
0
№13
ავტორი: MegaMind21
11 დეკემბერი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
კარლოს ველა გაასწორებდა რო დაეთრით თავდასხმა დასტაბილურდება სანამ კიდე ვინმეს არ მოიყვანდენ ნახევარდაცვაში ბრუნო მშვენიერი ვარიანტია მოიყვანენ ალბათ კიდე ერთია მოსაყვანი ნახევარდაცვაში მებრძოლი რო იყოს მასეთი სტილის დაცვაში კაია სმოლინგს რომ აბრუნებენ.მთავარია თამაშის ხარისხი გამოასწორეს და ტრანსფერები დაიდება
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
12 დეკემბერი 2019 01:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ისე თუ დააკვირდებით ვიზეც იწერებოდა და ვერ იყიდეს მერე იანვარში ბევრჯერ გამოსულა ეგ ტრანსფერი და რატომღაც მგონია რომ ბრუნოს მოიყვანენ.ბევრი მიზეზია ამისთვის:1.მისი ტრანსფერი ძალიან აკოგიკურად ვერ მივიდა ფინიშამდე დაჟე ლონდონში იყო მაგის აგენტი,არ ვიცი ჩვენებთან არ ვიცი ტოტეს სასტავთან.
2. სტატისტიკა გააგრძელა ხოშიანად და დარწმუნებული ვარ აკვირდებიან რომ მეორე სეზონიც სტაბილურად დაიწყო.
3. ახალგაზრდაა და ეგ დეკლარირებულად გვაქვს ხო რომ ასეთებს ვეძებთ.
ასე რომ მე ყველაზე რეალური მაინც ბრუნო მგონია იანვარში და მაგარი შენაძენი იქნება.
საულინმეც მაგრად მევასება მაგრამ ორი ფეხბურთელის ფასს თუ გადავიხდით შეიძლება გამოუშვან ისე არა.მედისონის გადმოყვანის შანსი მიზერულია.
რაც შეეხება პოგბას მდგომარეობას,ძალზედ საეჭვოდ მალავენ მაგ კაცს და რა ხდება საინტერესეოა.
სატრანსფერო მიდგომასთან დაკავშირებითაც ისეთივე ენთუზიასტებო ვართ ამ საიტზე,როგორც მოგებულ თამაშებზე და მგონია რომ ესეც არაა მთლად სწორი.
კი ვიძახით რომ ტრანსფერებმა გაამართლა,მაგრამ მხოლოდ ჟილკით თამაში რომ არაა საკმარისი იმის სათქმელად გაამართლა თუ არა ეგეც ფაქტია არა ძმებო?მაგრად მომწონს ბისაკა.ნაკლებად მომწონს ჰარი და ჯეიმსი.მაგრამ ჩემს მოწონებაზე ხომ არაა არა?მთავარია სეზონის ბოლოს ეს ტრანსფერები რა შედეგს დადებს.გუნდურს არ ვგულისხმობ,არამედ ინდივიდუალურს.ბევრი გვახსოვს ფრენით დაიწყო და ცენზურაა.
ხშირად ისმის აქ გამოცდილი ხალხი ჭირდება გუნდსო და რავი დეკლან რაისი და მედისონი თუნდაც ბრუნო,ესენი არაა ის ხალხი რომელზეც იტყვი რომ გამოცდილი ხალხი მოიყვანე.ესენი არიან პერსპექტიული ნიჭიერი ტალანტები.აი გამოცდილება ხომ სხვა რამეა არა?
სიტისთან მოგებული მატჩის შემდეგ არაფერი არ დამიწერია კრიტიკული.
ორიოდ სიტყვაც გასაშვებ ხალხზე.აქაც სიმართლე ვთქვათ და თუ მოედანზე არ გამოიყვანს იმ ხალხს რომლებსაც გასაშვებად ვთვლით,ხო არცერთს არ გვაკლდება და არ მოვინატრებთ არა?აი მაშინ ვიჯაგებით როცა მოედანზე ვხედავთ მათ.ხოდა აი რაც შეეხება წმენდას,აი ეს სუფთა მენეჯმენტის საქმეა და როგორც უნდა ისე მოაგვარონ ბოსებმა.მთავარია მოედანზე არ გამოიყვანოს ოლემ.ხოდა გმთუ გუნდი ითამაშებს სწორ ფეხბურთს,აი მაგარი მახატია იანგი და დარმიანი ამ გუნდში ირიცხება თუ არა.აი როცა არ მოყავთ არავინ და ისევ ამ ბალასტ მასას გატენიან,აი აქ ვიჭრებით ზუსტად.ხოდა წმენდას თუ უნდა 3წელი მოანდომოს,მკიდია,მთავარია ვინც გვაკლია ის მოიყვანოს
0
№15
ავტორი: lasha001
12 დეკემბერი 2019 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
verneri bruno raisi idealuri iqneba zamtarshi.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top