"მანჩესტერ იუნიატედის" მენეჯერმა ოლე გუნარ სოლსკაიერმა ედ ვუდვორდს სამი ფეხბურთელის შეძენა მოსთხოვა იანვარში.ორი ცენტრალური ნახევარმცველისა და ერთი თავდამსხმელის.
ბოლო პერიოდში სოლსკაიერის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია სადაც მისმა გუნდმა "ტოტენჰემსა" და "სიტის" სძლია ბოლო ორ მატჩში,თუმცა მიუხედავად ამ ბოლო მოგებებისა მან კარგად იცის რომ გუნდის ხელმძღვანელობა უფრო მეტს მოსთხოვს,აქედან გამომდინარე მან იცის რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება.
"იუნაიტედის" მთავარი მიზანი მედისონისა და ჰოლანდის შეძენა იქნება.ასევე "მანჩესტერს" საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ,ერთ-ერთი კი "ვესთჰემიდან" დეკლან რაისია,რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია საკუთარ გუნდში.
ასევე პორტუგალიური მედია იუწყება,რომ "მანჩესტერი" ლიდერობს ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერში,როგორც მოგეხსენებათ "იუნიატედს" ზაფხულშიც სურდა ამ ფეხბურთელის გადაბირება.
ასევე "ეშმაკუნებს" კრისტიან ერიკსენსა და მომავალ პირლოდ წოდებულ სანდრო ტონალისაც უკავშირებენ.
მიუხედავად იმისა,რომ სოლსკაიერს სურს იანვარში ტრანსფერები, შეიძლება ეს ვერ განხორციელდეს,რადგან ვუდვორდი შიშობს და არ სურს ზამთარში ნაჩქარევად მიიღოს გადაწყვეტილებები.ვუდვორდის ეს დამოკიდებულება სანჩესის ტრანსფერს მოყვა,რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა ჩაიდო და სრულიადაც ვერ გაამრთლა იმედები.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერის" ყოფილ კაპიტანს,გარი ნევილსაც საკუთარი დამოკიდებულება აქვს და ის მოუწოდებს გუნდს რომ ზამთარში გამოიყოს სახსრები ახალი ტრანსფერებისთვის.
"ოლემ აუცილებლად უნდა განახორციელოს ზამთრაში ტრანსფერები და გააძლიეროს გუნდი"-თქვა ნევილმა
"ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს,ასუფთავებს გუნდს ზედმეტი ფეხბურთელებისგან"
"ის უშვებს ისეთ ფეხბურთელებს რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არეულობა და მოჰყავს ისეთები,რომლებსაც სურთ მანჩესტერისთვის თამაში,რომლებიც დაიხარჯებიან ბოლომდე"
"მან უნდა გადაახალისოს გუნდი და დახარჯოს თანხები,იუნაიტედს ჭირდება რამოდენიმე გამოცდილი კადრი"
"ახალგაზრდა ფეხბურთელებს დახმარება სჭირდებათ და ამისთვისაა საჭირო ისეთი ფეხბურთელების მოყვანა რომლებსაც გამოცდილება უმაგრებს ზურგს,ოლეს ორი თავდამსხმელი და ორი ნახევარმცველი სჭირდება,ეს აუცილებელია"