თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2019, 13:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2215,
კომენტარები: 12
სოლსკიაერი: "ახალ გუნდს ვაშენებთ"
ნორვეგიელის აზრით კლუბი ახალ გზაზე დგას.
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ახალ გუნდს აშენებს და რომ მას კლუბში ისეთი ლიდერი სჭირდება როდესაც ერთ დროს "იუნაიტედში" ექს-კაპიტანი ბრაიან რობსონი იყო.

"ჩვენ ისევ უნდა დავუბრუნდეთ გამარჯვების გზას. ახალ გზაზე ვართ და ახალ გუნდს ვაშენებთ. ახალი პერსონალი გვყავს, ახალი სახეებია შტაბში. ბოლომდე მჯერა ჩემი კლუბის და ამ პროექტის. იყო ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი - ეს ღირსშესანიშნაობაა. არ მომეცა საშუალება მეთამაშა ბრაიან რობსონის გვერდით, გუნდში სწორედ ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება როგორიც ის იყო.

რამოდენიმე დიდებულ მწვრთნელთან ერთად მიმუშავია. მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონი საუკეთესოა, ვიმედოვნებ, რომ მისგან ყველაფერ საუკეთესოს ავიღებ და ავითვისებ, ეს ყველაფერი კი საკუთარი სამუშაოს წარმატებით შესრულებაში დამეხმარება. ჩვენ გვყავს ასეთი დიდებული გულშემატკივართა ბაზა, ასეთი კლუბის ისტორია, ვგრძნობ რომ ეს ჩემთვის შესანიშნავი შანსია.

ჩვენს განკარგულებაში ძალიან ახალგაზრდა და შთამბეჭდავი ფეხბურთელები არიან, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ჩვენ მათ საუკეთესო თამაშებს ვიხილავთ. გუნდს ასევე ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე რამოდენიმე წელია ჩვენთან ერთად არიან. შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ დონეს რომელიც საჭიროა. ბაზაზე დილის 7 საათზე მივდივარ მგონია, რომ პირველი ვარ, თუმცა მაიკლ კერიკი და კერან მაკკენი უკვე მანდ არიან და სავარჯიშო გეგმებს განიხილავენ, ვიცი რომ ეს გუნდი დაუბრუნდება თავის დონეს იმ ხალხის წყალობით რომლებიც ამისათვის არაფერს იშურებენ. ისინი ჩვენთან არიან.

როდესაც ჩამოვედი ძალიან ბევრი რამის გაუმჯობესება და დახვეწა დავიწყეთ. ჩვენ ფეხბურთელებს აქვთ უნარი მაგრამ შევატყვე, რომ მათი თავდაჯერებულობა არ იყო მაღალ დონეზე. ისინი უბრალოდ დამარცხდნენ "ლივერპულთან" (დეკემბერში) და ძალიან ცუდი თამაში აჩვენეს. ვცდილობთ ვუთხრათ მათ თუ რამდენად კარგები და მნიშვნელოვანი ფიგურები არიან გუნდისთვის და გუნდის ისტორიისთვის".
- ციტირებს Manchester Evening News - სოლსკიაერის სიტყვებს
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
18 ივლისი 2019 16:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: chi_08
როდის დაიწყება სეზონი 1 სული მაქვს.თავიდანვე უნდა დაიწყონ მაქსიმალურ ქულაზე თამაში და ბოლომდე დახარჯვები მიძინებული გულშემატკივრების გამოსაფხიზლებლად.თითოეულ წაგებას ან თუნდაც ფრეს ძალიან განვიცდი,მერე გადი და უსმინე უბანში ლუზერების და ბარსელონების ბალეშიკებს :დდ
დროა მანჩესტერმა ყველას ცენზურა დააყენებინოს და ფეხბურთის თამაშს დაუბრუნდეს

თან მაგარი საკაიფო კალენდარი გვაქვს და კონკურენცია როცა მაღალია, ალბათობა იმისა რო ქულები დაიკარგება სხვების, ეგეც მაღალია.ასე რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოდ.ლიგაზე არ ყოფნა პლიუსია ასეთი პროექტის განხორციელებას როცა იწყებ.ევროპა ლიგაზე პლეიოფებამდე ცალი ფეხით რო ითამაშო ისედაც უნდა მიხვიდე.ასე რომ დასვენებულებიც იქნებიან და მუშაობის საშუალებაც ექნებათ
0
№12
ავტორი: kobinio
18 ივლისი 2019 19:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ფსოუ მენეზა სადაა არ მახსოვს ,ხო არ იცით მაგის ამბავი? მატიჩის ხსენებაზე გამახსენდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top