თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2019, 13:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 12
სოლსკიაერი: "ახალ გუნდს ვაშენებთ"
ნორვეგიელის აზრით კლუბი ახალ გზაზე დგას.
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ახალ გუნდს აშენებს და რომ მას კლუბში ისეთი ლიდერი სჭირდება როდესაც ერთ დროს "იუნაიტედში" ექს-კაპიტანი ბრაიან რობსონი იყო.

"ჩვენ ისევ უნდა დავუბრუნდეთ გამარჯვების გზას. ახალ გზაზე ვართ და ახალ გუნდს ვაშენებთ. ახალი პერსონალი გვყავს, ახალი სახეებია შტაბში. ბოლომდე მჯერა ჩემი კლუბის და ამ პროექტის. იყო ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი - ეს ღირსშესანიშნაობაა. არ მომეცა საშუალება მეთამაშა ბრაიან რობსონის გვერდით, გუნდში სწორედ ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება როგორიც ის იყო.

რამოდენიმე დიდებულ მწვრთნელთან ერთად მიმუშავია. მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონი საუკეთესოა, ვიმედოვნებ, რომ მისგან ყველაფერ საუკეთესოს ავიღებ და ავითვისებ, ეს ყველაფერი კი საკუთარი სამუშაოს წარმატებით შესრულებაში დამეხმარება. ჩვენ გვყავს ასეთი დიდებული გულშემატკივართა ბაზა, ასეთი კლუბის ისტორია, ვგრძნობ რომ ეს ჩემთვის შესანიშნავი შანსია.

ჩვენს განკარგულებაში ძალიან ახალგაზრდა და შთამბეჭდავი ფეხბურთელები არიან, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ჩვენ მათ საუკეთესო თამაშებს ვიხილავთ. გუნდს ასევე ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე რამოდენიმე წელია ჩვენთან ერთად არიან. შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ დონეს რომელიც საჭიროა. ბაზაზე დილის 7 საათზე მივდივარ მგონია, რომ პირველი ვარ, თუმცა მაიკლ კერიკი და კერან მაკკენი უკვე მანდ არიან და სავარჯიშო გეგმებს განიხილავენ, ვიცი რომ ეს გუნდი დაუბრუნდება თავის დონეს იმ ხალხის წყალობით რომლებიც ამისათვის არაფერს იშურებენ. ისინი ჩვენთან არიან.

როდესაც ჩამოვედი ძალიან ბევრი რამის გაუმჯობესება და დახვეწა დავიწყეთ. ჩვენ ფეხბურთელებს აქვთ უნარი მაგრამ შევატყვე, რომ მათი თავდაჯერებულობა არ იყო მაღალ დონეზე. ისინი უბრალოდ დამარცხდნენ "ლივერპულთან" (დეკემბერში) და ძალიან ცუდი თამაში აჩვენეს. ვცდილობთ ვუთხრათ მათ თუ რამდენად კარგები და მნიშვნელოვანი ფიგურები არიან გუნდისთვის და გუნდის ისტორიისთვის".
- ციტირებს Manchester Evening News - სოლსკიაერის სიტყვებს
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 ივლისი 2019 13:51
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
სოლსკიაერი არის ადამიანი რომელიც ჩვენთან მოვალეობის მოხდის მიზნით არ არის, არ აქვს პირადი განდიდების მანია როგორც ეს ჟოზე მოურინიოს ან სხვა მრავალ მწვრთნელს ახასიათებს, სწორი პიროვნებაა შერჩეული სწორი გზით მივდივართ უბრალოდ დროა საჭირო და დავუბრუნდებით იმ ლეველს რომელიც ოდითგანვე ისტორიულად ჩვენი დონეა. დავბრუნდებით და ევროპას კვლავ შეეშინდება იმ გუნდის და იმ სახელის რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰქვია. ეტყობა ადამიანს რა ენთუზიაზმით და სულისკვეთებით საუბრობს, მთავარია ეს ყველაფერი ფეხბურთელებმაც შეიგნონ და გაითავისონ. დიდი ალბათობით პოგბაც და ლუკაკუც დარჩებიან.
5
№2
ავტორი: Lalana
18 ივლისი 2019 14:01
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ჩვენც მაგის იმედი გვაქვს რომ ისევ იმ ადგილს დავუბრუნდებით სადაც საჭიროა.უკვე დიდი ხანია ჩავარდნა აქვს მანჩესტერს და ასეთი ფინანსების მქონე გუნდი არ უნდაიყოს ამდენი ხნის განმავლობაში იქ სადაც არის.არც იმათი დასაცინი უნდა ვიყოთ რომლებსაც 25 წელია საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი არ მოუგიათ.მორჩა დრო მომავალზე საუბრის,ყველაფერეი აწმყოში უნდა დამტკიცდეს,ამისთვის კი ძლიერი ფეხბურთელებიცაა საჭირო.ისეთი ხალხი რომელიც ოლეს ტაქტიკას მოერგება,იმედს ვიტოვებ რომ ისევ გავაძლიერებთ შემადგენლობას და იმ ახალგაზრდებიდანაც რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს კარგად აჩვენებენ დაწინაურდებიან და დროსაც მიიღებენ.მოხარული ვიქნები თუ გასაშვები ხალხს ამ ზაფხულსვე გაუშვებენ,აღარ უნდა იყოს იმ ხარახურა ხალხის ადგილი მანჩესტერში რომლებიც დღესაც არიან მანდ.ლიდსთან კარგი თამაში ჩაატარეს,მაგრამ ვნახოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ჩემპიონატში რამდენად მზად აღმოჩდებიან,ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მათი ფიზიკური მონაცემები იყო და რასაც ვაკვირდები აშკარად ეტყობათ ამ მხრივ ზრდა,მაგრამ ფიზიკურობასთან ერთად რაც შეიძლება ხშირად უნდა ივარჯიშონ ბურთთან ერთად,რადგან რიგ ეპიზოდებში ვერ უგებენ ერთმანეთს.კიდევ ბევრი სამუშაოა და სეზონის დაწყებამდე იმედია კარგ ფორმაშიც შევხვდებით.20ში კონტეს ინტერს შევხვდებით და ვნახოთ ერთი როგორი თამაში გველის წინ.
0
№3
ავტორი: bziki
18 ივლისი 2019 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იმედია, იმედია
მაგუერს ყიდულობენ როგორც იქნა
ბრუნოზეც არი ჭორები.

კარგი სტარტი თუ გამოგვივიდა შეილება მუხტი დაიჭირონ.

იმედია, იმედია
მაგუერს ყიდულობენ როგორც იქნა
ბრუნოზეც არი ჭორები.

კარგი სტარტი თუ გამოგვივიდა შეილება მუხტი დაიჭირონ.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივლისი 2019 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: bziki
იმედია, იმედია
მაგუერს ყიდულობენ როგორც იქნა
ბრუნოზეც არი ჭორები.

კარგი სტარტი თუ გამოგვივიდა შეილება მუხტი დაიჭირონ.

იმედია, იმედია
მაგუერს ყიდულობენ როგორც იქნა
ბრუნოზეც არი ჭორები.

კარგი სტარტი თუ გამოგვივიდა შეილება მუხტი დაიჭირონ.

ბრუნოს აგენტმა სპორტინგს შეატყობინა რო მალე იუნაიტედი ოფიციალურად მოგმართავთო დაიწერა, სპორტინგს 60მლნ ზე ნაკლებ არ უნდა გაყიდვა და 50-55-ს ალბათ უარყოფენ, ამიტო იმედია 60-ს გადაიხდიან და მოიყვანენ, სხვა გზა მაინც არაა და ფერნანდეშიც არაა ხელიდან გასაშვები.
0
№5
ავტორი: shotkin
18 ივლისი 2019 14:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჯერ ჯერობით მართლა ეგრე ჩანს რო ახალ გუნდს ააშენებს ულვე 4 ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს ჩართული საქმეში გრინვუდმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს აუცილებლად, აკადემიის ხალხზე უნდა გაკეთდეს მაინც ძირითადი გატვლა რა, რეში გრინვუდი მაქტომინე,ჩონგი ,გომესი გარნერი იმედია განვითარდებიან და რამე კლასს 92 ის მსგავსს ვიხილავთ
1
№6
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2019 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მაქვს ამ პატიოსანი ადამიანის იმედი და მჯერა რო მიახწევს წარმატებას love
0
№7
ავტორი: bero123
18 ივლისი 2019 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ლიონი ფეკირს ყიდი 25-30 მილიონად და ესენი რატო არ ჩალიჩობენ ვერ ვხვდები ესეთ ფეხბურთელებზე ძირითადში თუ არა სკამძე მაინც მაგარი იქნება არადა ამაზე მაგარი არ გვყავს ჩვენ ამ ეტაპზე wink
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
18 ივლისი 2019 15:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ადამიანურად იმენა მეცოდება რო აქ მოვიდა ოლე და ადამიანურადვე მინდა პირველ რიგში თვითონ იყოს წარმაებული.კაცი პოზიტივია რასაც ქვია.ძალიან დიდი გამოცდა აქვს პოგბას სახით.თუ ამ სიტუაციას ოლე შემოაბრუნებს რამე მეთოდით უკვე ძალიან დიდი წარმატება იქნება მისი პირადად.
აკადემიის ხალხი არაა ისეთი რომელთა იმედი არ შეიძლება გქონდეს.აი გომესი ძალიან მომწონს.გრინვუდი კარგი ბიჭია გარნერიც.ჩონგი ჯერ ვერაა მარა ჟილკა და სისწრაფე აქვს ვერ დაუკარგავ.მოკლედ მე რაც ყველაზე მეტად მიხარია ეგაა რო აკადემიელები კონკურენციას შექმნიან გუნდში და ეს აიძულებს მძინარე მარსიალს,კლოუნ ლინგარდს, პიჟონ პოგბას დაბერებულ მატიჩს აი ამათ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ამ ბიჭებმა სკამზე დასვან და უფრო მოტივირებულებიც იქნებიან

ციტატა: Dato kutaisi
ადამიანურად იმენა მეცოდება რო აქ მოვიდა ოლე და ადამიანურადვე მინდა პირველ რიგში თვითონ იყოს წარმატებული.კაცი პოზიტივია რასაც ქვია.ძალიან დიდი გამოცდა აქვს პოგბას სახით.თუ ამ სიტუაციას ოლე შემოაბრუნებს რამე მეთოდით უკვე ძალიან დიდი წარმატება იქნება მისი პირადად.

2
№9
ავტორი: Lev
18 ივლისი 2019 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513

საღოლ საღოლ wink იდეალურად შეურჩიე როლები მარსიალს და დანარჩენ ნ..რეველებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: chi_08
18 ივლისი 2019 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
როდის დაიწყება სეზონი 1 სული მაქვს.თავიდანვე უნდა დაიწყონ მაქსიმალურ ქულაზე თამაში და ბოლომდე დახარჯვები მიძინებული გულშემატკივრების გამოსაფხიზლებლად.თითოეულ წაგებას ან თუნდაც ფრეს ძალიან განვიცდი,მერე გადი და უსმინე უბანში ლუზერების და ბარსელონების ბალეშიკებს :დდ
დროა მანჩესტერმა ყველას ცენზურა დააყენებინოს და ფეხბურთის თამაშს დაუბრუნდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top