თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2019, 10:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1824,
კომენტარები: 13
"ნიუკასლმა" ლონგსტაფისთვის დიდი თანხა მოითხოვა
ედ ვუდვორდი დასახელებული თანხის გადახდას არ აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შოკირებულია "ნიუკასლის" მიერ შონ სონგსტაფის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მლნ. ფუნტით.

ლონგსტაფი ოლე გუნარ სოლსკიაერის ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია და მიუხედავად იმისა, რომ მას პრემიერ ლიგაში მხოლოდ ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული, "თაინსაიდურმა" კლუბმა 21 წლის ფეხბურთელში დიდი თანხა მოითხოვა.

"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდოვრდი "ნიუკასლის" ხელმძღვანელ დირექტორის, ლი შარნლის შეხვდა, მაგრამ შეხვედრაზე მხოლოდ ის მოისმინა, რომ ლონგსტაფის შეძენის მსურველმა 50 მლნ. ფუნტი უნდა გადაიხადოს.

ეს თანხა კი ორჯერ მეტია, ვიდრე "იუნაიტედის" მიერ ლონგსტაფისთვის წინასწარ განზრახული თანხა 18-დან 20 მლნ. ფუნტამდე.

"ნიუკასლს" იმედი აქვს, რომ ახალი გუნდის შენების პროცესში მყოფი "წითელი ეშმაკები" არ დაინანებენ იმავე ოდენობის თანხას, რამდენიც მათ აარონ ვან-ბისაკაში გადაიხადეს.

ლონგსტაფს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სურს, მაგრამ "ნიუკასლის" ჯიუტი პოზიცია "იუნაიტედს" ალტერნატიული სამიზნის ძიებას აიძულებს.

წყარო: telegraph
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№11
12 ივლისი 2019 17:19
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მაგ 50 მილიონს დაამატონ ცოტა და ბრუნო ან სავიჩი მოიყვანონ... ლონგსტაფის ფასი 10-15 მილიონია, რა ამბავია 50, ხომ კარგად არიან ესენი?
0
№12
ავტორი: Vaskaa
12 ივლისი 2019 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ამასობაში ბარსელონამ გრიზმანი დაადასტურა
ჩვენ სად ვართ?
ან მერე სად ვიქნებით?
0
№13
ავტორი: Malboro463
12 ივლისი 2019 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
თავისუფალი აგენტის სტატუსიც რომ ქონდეს რატო უნდა მოიყვანო ეს ნიუკასლის ზამენა გუნდში?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top