ედ ვუდვორდი დასახელებული თანხის გადახდას არ აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შოკირებულია "ნიუკასლის" მიერ შონ სონგსტაფის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მლნ. ფუნტით.
ლონგსტაფი ოლე გუნარ სოლსკიაერის ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია და მიუხედავად იმისა, რომ მას პრემიერ ლიგაში მხოლოდ ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული, "თაინსაიდურმა" კლუბმა 21 წლის ფეხბურთელში დიდი თანხა მოითხოვა.
"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდოვრდი "ნიუკასლის" ხელმძღვანელ დირექტორის, ლი შარნლის შეხვდა, მაგრამ შეხვედრაზე მხოლოდ ის მოისმინა, რომ ლონგსტაფის შეძენის მსურველმა 50 მლნ. ფუნტი უნდა გადაიხადოს.
ეს თანხა კი ორჯერ მეტია, ვიდრე "იუნაიტედის" მიერ ლონგსტაფისთვის წინასწარ განზრახული თანხა 18-დან 20 მლნ. ფუნტამდე.
"ნიუკასლს" იმედი აქვს, რომ ახალი გუნდის შენების პროცესში მყოფი "წითელი ეშმაკები" არ დაინანებენ იმავე ოდენობის თანხას, რამდენიც მათ აარონ ვან-ბისაკაში გადაიხადეს.
ლონგსტაფს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სურს, მაგრამ "ნიუკასლის" ჯიუტი პოზიცია "იუნაიტედს" ალტერნატიული სამიზნის ძიებას აიძულებს.
წყარო:
telegraph