თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2019, 01:38
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2356,
კომენტარები: 13
ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება
ლისაბონური კლუბი, 24 წლის ნახევარმცველის შემცვლელს იმატებს
ბრუნო ფერნანდეში
როგორც მოგეხსენებათ "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის შეძენას. როგოროც უკვე ცნობილია, ინგლისურმა მხარემ პორტუგალიურ კლუბს 24 წლის ფლეიმეიქერის სანაცვლოდ 31 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა,
რაც დედაქალაქელებმა უმალვე უარყვეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანმხად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ბრუნოს სანაცვლოდ £60 მილიონი გაიღოს, მეტიც წყაროს ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" ახლოს არიან მიზნის მიღწევასთან, ვინაიდან პოტუგალიელები ფერნანდეშის შემცვლელად, "პალერმოს" 26 წლის მაკედონიელ ნახევარმცველ, ალექსანდრ ტრაკოვსკს იმატებენ.

პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტის, ფედერიკო ვარანდას განცხადებით, მის კლუბს არ სურს, ბრუნოს გასხვისება, მაგრამ კარგად ესმის შექმნილი ვითარება და 24 წლის შემეტვის შესაძლო წასვლა კლუბიდან არ გამორიცხა და აქვე შემდეგი განცხადებაც დაამტა: "ეს შეიძლება იყოს "სპორტინგის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება, რაც კლუბს გაუკეთებია."

ცნობისთვის "სპორტინგისათვის" ყველაზე ძვირიანი გასხვისება ჟოაო მარიოა, რომლის სანაცვლოდაც თავის დროზე "ინტერმა" £36 მილიონი გაიღო. აქვე შაგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბრუნომ ყველა ტურნირზე ერთად 32 გოლის და 18 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.

წყარო:thesun
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
12 ივლისი 2019 15:33
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
წლის ტრანსფერი იქნება ეს აი ნახავთ love

წლის ტრანსფერი იქნება ეს აი ნახავთ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№12
12 ივლისი 2019 16:26
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ბრუნო ან სავიჩი, რომელიმე აუცილებლად მოსაყვანია love ორივე თუ მოიყვანეს კიდევ უკეთესი, თუმცა ამათ ფულის ხარჯვა არ უნდათ და ეგ ძვირი სიამოვნებაა...
0
№13
ავტორი: David_Beckham7
12 ივლისი 2019 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
რა ვეღარ მოუახლოვდა. და ამ ვუდვორდს ბოლობოლო ხო არ აკლია. ლონგსტაფებს 50 აფასებენ და ეს არ ღირს 50? რას ზოშკავს შანსი არაა 50 ად გამოუშვებენ სადაც ფრედში მივეცით ამდენი. შახტარში მოთამაშეს. პორტუგალიას უფრო ძლოერი ლიგა აქვს და ბევრად უკეთესი შედეგი დადო კაცმა თავში ის ხო არ აწვს ამას რაწვია იმას ხო ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top