თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2019, 01:38
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 13
ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება
ლისაბონური კლუბი, 24 წლის ნახევარმცველის შემცვლელს იმატებს
ბრუნო ფერნანდეში
როგორც მოგეხსენებათ "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის შეძენას. როგოროც უკვე ცნობილია, ინგლისურმა მხარემ პორტუგალიურ კლუბს 24 წლის ფლეიმეიქერის სანაცვლოდ 31 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა,
რაც დედაქალაქელებმა უმალვე უარყვეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანმხად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ბრუნოს სანაცვლოდ £60 მილიონი გაიღოს, მეტიც წყაროს ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" ახლოს არიან მიზნის მიღწევასთან, ვინაიდან პოტუგალიელები ფერნანდეშის შემცვლელად, "პალერმოს" 26 წლის მაკედონიელ ნახევარმცველ, ალექსანდრ ტრაკოვსკს იმატებენ.

პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტის, ფედერიკო ვარანდას განცხადებით, მის კლუბს არ სურს, ბრუნოს გასხვისება, მაგრამ კარგად ესმის შექმნილი ვითარება და 24 წლის შემეტვის შესაძლო წასვლა კლუბიდან არ გამორიცხა და აქვე შემდეგი განცხადებაც დაამტა: "ეს შეიძლება იყოს "სპორტინგის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება, რაც კლუბს გაუკეთებია."

ცნობისთვის "სპორტინგისათვის" ყველაზე ძვირიანი გასხვისება ჟოაო მარიოა, რომლის სანაცვლოდაც თავის დროზე "ინტერმა" £36 მილიონი გაიღო. აქვე შაგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბრუნომ ყველა ტურნირზე ერთად 32 გოლის და 18 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.

წყარო:thesun
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
12 ივლისი 2019 01:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რავეღარ გადაიხადეს და რითვეღარ დაგვადგა საშველი რომოიყვანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: DoVe
12 ივლისი 2019 02:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
ციტატა: kantona-7
რავეღარ გადაიხადეს და რითვეღარ დაგვადგა საშველი რომოიყვანონ


როგორც ვიცი ახლა შვებულებაშია და მაქსიმუმ 3 დღეში უნდა გაოფიციალურდეს.მასაც აქ უნდა თამაში რაც მთავარია და ტოტენჰემი უარით გაისტუმრა
1
№3
ავტორი: Malboro463
12 ივლისი 2019 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რით ვეღარ მოუახლოვდა ნავით მოდის
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 ივლისი 2019 02:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოიყვანონ ოღონდ და
0
№5
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2019 08:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Male mova Es DZaan male
0
№6
ავტორი: Chaqucha
12 ივლისი 2019 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
აუუ ეს და სავიჩი ორივე რო მოვიდეს საძმო წარმოგიდგენიათ რაა მაგარი ცენტრი გვეყოლებაა..მარაა რაღაც არ მგონია ორივე რო მოვიდეს
1
№7
ავტორი: datasta25
12 ივლისი 2019 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
კარგად დააკვირდით წყაროს :D სანს არაფერი არ უნდა დაუჯერო კაცმა, არცერთი სანდო წყარო ჩვენ და ბრუნოს ამ ეტაპზე აღარ გვაკავშირებენ და მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი, დიმარზიო ამბობს რო აქტიურად ვცდილობთ სავიჩის დამატებას ეს ორი ინფო კიდე ერთმანეთს გამორიცხავს, ამიტომ მემგონი სავიჩთან უფრო ახლოს ვართ ვიდრე ამასთან, სპორტინგისთვის რეალურად ბრუნოზე არცერთი ოფიციალური შეთავაზება არ გაგვიკეთებია და რამდენიმე დღის წინ კიდე სავიჩზე 70იანი ბიდი გავაკეთეთ, მე პირადად პოგბა სავიჩზე უფრო ვოცნებობ ვიდრე პოგბა ბრუნოზე.
0
№8
ავტორი: onlyred
12 ივლისი 2019 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ბრუნოს და სავიჩიც ორივე ჰაი კლასია..
უბრალოდ სავიჩი უფრო დახვეწილია.
მე ორივეს მოსვლა გამიხარდებოდა, სავიჩი თუ ჩამშლელზე დადგება ეგ პოგბა და ბრუნო ცენტრში მკვლელი რაღაც იქნება მგონი

ბრუნო ბევრად სტაბილურია ვფიქრობ ეგეც პლიუსია
1
№9
ავტორი: Smoke - N
12 ივლისი 2019 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ეჰ მგონი დაგვრჩა ოცნებად ეს კაცი:( რაღაც ისეთი პირი უჩანს რომ ამ ფანჯარაზე ეს ორი ფეღბურთელი იკმარეთო მგონი ასე უთხრა უკვე ვუდიმ ოლეს.ეს უსაქმური პრესა კიდევ ვის არ გვაკავშირებენ და იმედის თვალით ვუყურებთ ჩვენც და ეს ვუდი ჩვენი უნიათო და უტრ...კ..ო მთავრობას წაგავს და ოცნებას გვიკლავენ ორივე.
0
№10
ავტორი: giorgi_mg
12 ივლისი 2019 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
32 გოლი და 18 გადაცემა რავი მაგარი შედეგია ძაან, ამის ნახევარი გააკეთოს მეტი არ მინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top