თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 15:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2135,
კომენტარები: 16
ვუდვორდი: "იუნაიტედი" ახალ ტრანსფერებზე კვლავ მუშაობს"
კლუბის ვიცე პრეზიდენტმა სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
ვუდვორდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" ახალ საინტერესო ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან გაბერილი ფასებია და ამას ემატება ისიც, რომ გამუდმებით არსებობს ჭორები რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, ჩვენი გუნდის რეკრუტები და ოლე გუნარ სოლსკიაერი კულისებში მშვიდ მუშაობას განვაგრძობთ.

ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელები რომლებიც შეესაბამებიან ჩვენ გრძელვადიან ხედვებსა და გეგმებს.

გასულ თვეში დენიელ ჯეიმსის ყიდვის შემდეგ, მოხარული ვიყავი, რომ "კრისტალ პალასთან" შეთანხმებას მივაღწიეთ აარონ ვან-ბისაკას ტრანსფერზე.

აარონი შეესაბამება ოლე გუნარის ფილოსოფიის ძირითად თეზისებს, მის გეგმებსა და მიზნებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სოლსკიაერის რესტრუქტურიზაცია მომავალ სეზონში ჩვენ გულშემატკივრებში დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს".-
განაცხადა დასასრულს ვუდვორდმა
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
30 ივნისი 2019 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
იმედია მოვლენ კიდე იგროკები
0
№12
ავტორი: Malboro463
30 ივნისი 2019 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გუნდს თუ წაუვიდა კარგად სეზონი სანჩესიც ათამაშდება ჩრმი აზრით ნუ ჩამოვწერთ ნახევარი სეზონის გამო

ნდობელე ტოტემ იყიდა
0
№13
ავტორი: dybbuk
30 ივნისი 2019 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Malboro463
გუნდს თუ წაუვიდა კარგად სეზონი სანჩესიც ათამაშდება ჩრმი აზრით ნუ ჩამოვწერთ ნახევარი სეზონის გამო

ნდობელე ტოტემ იყიდა

სანჩესი რო ათამაშდეს სერიოზული ძალაა, მაგრამ პესიმიზს ის ფაქტი იწვევს რომ არსენალშიც ბოლოს არ იყო ფორმაში და მას მერე ვერა და ვერ ათამაშდა, არადა 2 წელი გავიდა უკვე და მაშინაც კი როცა ოლეს მოსვლისას მთლიანად გუნდი და თითქმის ყველა დაფრინავდა, ეს მაინც დალეული სანთელივით ჩანდა მოედანზე
0
№14
30 ივნისი 2019 20:12
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მე-3 ტრანსფერი ბრუნო ფერნანდეში love
0
№15
ავტორი: Malboro463
1 ივლისი 2019 06:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: dybbuk
სანჩესი რო ათამაშდეს სერიოზული ძალაა, მაგრამ პესიმიზს ის ფაქტი იწვევს რომ არსენალშიც ბოლოს არ იყო ფორმაში და მას მერე ვერა და ვერ ათამაშდა, არადა 2 წელი გავიდა უკვე და მაშინაც კი როცა ოლეს მოსვლისას მთლიანად გუნდი და თითქმის ყველა დაფრინავდა, ეს მაინც დალეული სანთელივით ჩანდა მოედანზე

ნაკრებში კი თამაშობს ნაბო ზარი და კლუბში რა ემართება
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2019 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე საჭიროა 2-3 ტრანსფერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top