"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" ახალ საინტერესო ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან გაბერილი ფასებია და ამას ემატება ისიც, რომ გამუდმებით არსებობს ჭორები რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, ჩვენი გუნდის რეკრუტები და ოლე გუნარ სოლსკიაერი კულისებში მშვიდ მუშაობას განვაგრძობთ.
ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელები რომლებიც შეესაბამებიან ჩვენ გრძელვადიან ხედვებსა და გეგმებს.
გასულ თვეში დენიელ ჯეიმსის ყიდვის შემდეგ, მოხარული ვიყავი, რომ "კრისტალ პალასთან" შეთანხმებას მივაღწიეთ აარონ ვან-ბისაკას ტრანსფერზე.
აარონი შეესაბამება ოლე გუნარის ფილოსოფიის ძირითად თეზისებს, მის გეგმებსა და მიზნებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სოლსკიაერის რესტრუქტურიზაცია მომავალ სეზონში ჩვენ გულშემატკივრებში დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს".- განაცხადა დასასრულს ვუდვორდმა