თბილისი:
მანჩესტერი:
14-06-2019, 01:00
ავტორი: Billy,
ნანახია: 2903,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" წინასასეზონო ტურნეზე ყველაზე მეტს იმოგზაურებს
"წითელი ეშმაკები" 5 000 მილით მეტ მანძილს დაფარავენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდი.
ოლე გუნარ სულშერის ბიჭებს, წინასასეზონო ტურის ფარგლებში, თითქმის 20 000 მილის დაფარვა მოუწევთ 3 კვირაში მაშინ, როდესაც, მაგალითად "უოტფორდი" მხოლოდ 30 მილით მოშორდება "ვიქერეიჯ როუდს" მთელი ზაფხულის განმავლობაში. წითლები ამ პერიოდში ავსტრალიას, სინგაპურს და ჩინეთს ესტუმრებიან და გამართავენ შეხვედრებს.

"იუნაიტედი" თავდაპირველად დასავლეთ ავსტრალიას ესტუმრება და ქალაქ პერთში ადგილობრივ "პერთ გლორის" დაუპირისპირდება. გარდა ამისა, ისინი ავსტრალიაში, სინგაპურსა და ჩინეთში "ლიდს იუნაიტედს", მილანის "ინტერს", "მილანს" და "ტოტენჰემს" შეხვდებიან.

გუნდის წინა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას იმ დიდი მანძილის დაფარვის გამო, რაც მის გუნდს უწევდა. მათ შორის იყო შარშანდელი ტურნე ამერიკაში.

მან შარშანდელი მოგზაურობა დაახასიათა, როგორც "ძალიან ცუდი" და განაცხადა, რომ დასვენების ნაკლები შესაძლებლობა უარყოფითად იმოქმედებდა მის ბიჭებზე, რაც ასეც მოხდა.

ჯერ მსგავსი ჩივილი სულშერისგან არ მოგვისმენია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ისიც ისურვებდა "უოტფორდის" მსგავსი განრიგი ჰქონოდა.

ხავი გრასიას ბიჭები მხოლოდ 30 მილს დაფარავენ ამხანაგური შეხვედრის გასამართად, თუმცა ამას შეიძლება ის მანძილიც დავუმატოთ, რასაც უოტფორდელები ავსტრიაში საწვრთნელი შეკრებისთვის გაივლიან.

ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე კონტრასტული შედარებაა, თუმცა "იუნაიტედი" მაინც ყველაზე დიდ მანძილს ფარავს (19 845 მილი), ვიდრე ნებისმიერი მისი მეტოქე.

ამ მონაცემებით ყველაზე ახლოს პრემიერ ლიგის გუნდებიდან "ტოტენჰემ ჰოტსპურია" (14 815 მილი), თუმცა ისინიც კი 5 030 მილით ნაკლებს იფრენენ, ვიდრე წითლები, ეს კი თითქმის იგივე მანძილია, რაც მანჩესტერიდან ლას-ვეგასამდე და რასაც 10 საათი და 45 წუთი სჭირდება.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, რა მანძილს დაფარავს პრემიერ ლიგის თითოეული გუნდი წინასასეზონო ტურნეზე.

"იუნაიტედი" წინასასეზონო ტურნეზე ყველაზე მეტს იმოგზაურებს

წყარო: The Sun
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
14 ივნისი 2019 13:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
ციტატა: Lalana
დე ლიხტს კიდევ რა უნდა პსჟში ვერ ვხდები,ნუ კარგი გუნდია მაგრამ ფეხბურთელებს როგორც ექცევიან ეს რაბიოდანაც კარგად გამოჩნდა,ან საფრანგეთის ჩემპიონატში რა დონე უნდა აიმაღლო.

რაიოლას ხელი ურევია ტვინი აურია სადაც მეტს შოულობს იქ მიყავს ფეხბურთელიც. კანსელო მასე იაფად თუ წაიყვანა სიტიმ და ბრუნოც მიაყოლა მისაკლავები არიან ჩვენები

არა და მაგის პოზიციაზე ვოლკერი ყავთ და რას აპირებენ?სკამზე უნდა დასვან თუ ნახევარ დროს მაგას დაუთმობენ?არა და ეგ ბიჭი არაა ხელიდან გასაშვები.სქაიზე წავიკითხე 45 მილიონიო და რა ვიცი,მაგ ფასში თუ დაითრიეს ყოჩაღ მაგათ.აი ბრუნო კი ნამდვიად არაა ხელიდან გასაშვები,შეუძლია ჩვენი ნახევარდაცვის ლიდერი გახდეს და ზოგადად არის მასში ლიდერული თვისებები,ნუ მის მონაცემებზე აღარც დავიწყებ საუბარს.რაც შეეხება დელიხტს,ეგ ბიჭი თუ პსჟში გადავიდა დარწმუნებული ვარ ჩაიკარგება.მასე იყო მარკინიოსიც,ძაან მაგარი ბიჭი იყო,მაგრამ ვეღარ ვითარდება,არა და ჯერ პატარაა და მანჩესტერში კარგადაც გადაუხდიდნენ და სრულ დროსაც მიიღებდა თამაშისთვის.თან სად პრემიერ ლიგა და სად საფრანგეთის ჩემპიონატი.ისე სანმა გრინზმანზეც დაწერა,რომ ჩვენგან შეთავაზება მიიღო ატლეტიკომ და იქნებ გაჩარხონ ეგ ტრანსფერი.
0
№12
ავტორი: giorgi_mg
14 ივნისი 2019 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლოგიკურია, ამ ბრენდზე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისადაც იქცევიან, მიმაჩნია რომ სწორია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top