თბილისი:
მანჩესტერი:
14-06-2019, 01:00
ავტორი: Billy,
ნანახია: 1807,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" წინასასეზონო ტურნეზე ყველაზე მეტს იმოგზაურებს
"წითელი ეშმაკები" 5 000 მილით მეტ მანძილს დაფარავენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდი.
ოლე გუნარ სულშერის ბიჭებს, წინასასეზონო ტურის ფარგლებში, თითქმის 20 000 მილის დაფარვა მოუწევთ 3 კვირაში მაშინ, როდესაც, მაგალითად "უოტფორდი" მხოლოდ 30 მილით მოშორდება "ვიქერეიჯ როუდს" მთელი ზაფხულის განმავლობაში. წითლები ამ პერიოდში ავსტრალიას, სინგაპურს და ჩინეთს ესტუმრებიან და გამართავენ შეხვედრებს.

"იუნაიტედი" თავდაპირველად დასავლეთ ავსტრალიას ესტუმრება და ქალაქ პერთში ადგილობრივ "პერთ გლორის" დაუპირისპირდება. გარდა ამისა, ისინი ავსტრალიაში, სინგაპურსა და ჩინეთში "ლიდს იუნაიტედს", მილანის "ინტერს", "მილანს" და "ტოტენჰემს" შეხვდებიან.

გუნდის წინა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას იმ დიდი მანძილის დაფარვის გამო, რაც მის გუნდს უწევდა. მათ შორის იყო შარშანდელი ტურნე ამერიკაში.

მან შარშანდელი მოგზაურობა დაახასიათა, როგორც "ძალიან ცუდი" და განაცხადა, რომ დასვენების ნაკლები შესაძლებლობა უარყოფითად იმოქმედებდა მის ბიჭებზე, რაც ასეც მოხდა.

ჯერ მსგავსი ჩივილი სულშერისგან არ მოგვისმენია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ისიც ისურვებდა "უოტფორდის" მსგავსი განრიგი ჰქონოდა.

ხავი გრასიას ბიჭები მხოლოდ 30 მილს დაფარავენ ამხანაგური შეხვედრის გასამართად, თუმცა ამას შეიძლება ის მანძილიც დავუმატოთ, რასაც უოტფორდელები ავსტრიაში საწვრთნელი შეკრებისთვის გაივლიან.

ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე კონტრასტული შედარებაა, თუმცა "იუნაიტედი" მაინც ყველაზე დიდ მანძილს ფარავს (19 845 მილი), ვიდრე ნებისმიერი მისი მეტოქე.

ამ მონაცემებით ყველაზე ახლოს პრემიერ ლიგის გუნდებიდან "ტოტენჰემ ჰოტსპურია" (14 815 მილი), თუმცა ისინიც კი 5 030 მილით ნაკლებს იფრენენ, ვიდრე წითლები, ეს კი თითქმის იგივე მანძილია, რაც მანჩესტერიდან ლას-ვეგასამდე და რასაც 10 საათი და 45 წუთი სჭირდება.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, რა მანძილს დაფარავს პრემიერ ლიგის თითოეული გუნდი წინასასეზონო ტურნეზე.

"იუნაიტედი" წინასასეზონო ტურნეზე ყველაზე მეტს იმოგზაურებს

წყარო: The Sun
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Billy
14 ივნისი 2019 01:08
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 4
წინასასეზონო ტურის მთავარი მიზანი დიდი ხანია ახალი სეზონისთვის მომზადება რიმ აღარ არის, ყველამ ვიცით. გასაგებია გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი, ეს უკვე მარაზმია. 20 000 მილის ფრენა, ჯამში რამდენიმე დღე გამოდის ჰაერში; ერთმანეთისგან და ინგლისისგან სრულიად განსხვავებული 3 გარემო - რა დასვენებასა და მომზადებაზეა საუბარი. თან ეს იმ სეზონის მერე, რომლის ბოლო ტურებში უბრალოდ გადამწვარები დადიოდნენ მოედანზე. მოურინიო ბევრს ახურებდა, მაგრამ ხშირად სამართლიანად. არ შეიძლება ასე. ძალიან დაგვეტყობა ეს ამბავი. რატომ წირავენ გუნდს და რატომ ვერ ხვდებიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კომერციულადაც წამგებიანია კლუბისთვის, არ ვიცი.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივნისი 2019 01:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7925
სამაგიეროდ მოედანზე მოძრაობენ ყველაზე ცოტას
0
№3
ავტორი: ikeoni
14 ივნისი 2019 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7830
Manchesteri Ro xar uotfordis nairi ganrigi ver geqneba :)) ise bevri kia
2
№4
ავტორი: stepno
14 ივნისი 2019 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4307
ნუ ეს ყოველთვის ესე იყოო მანჩესტერისთვის მაგრამ კარგად არ წაადგება ეს გუნდს შასნი არაა.
0
№5
ავტორი: shotkin
14 ივნისი 2019 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2696
რატო გიკვირთ? მანჩესტერი და უტფორდი რატო უნდა შეადარო? ეს გრანდია და აქ მარკეტინგული კუთხეც დიდ როლს თამაშობს ჩადიან დიდ ქვეყნებში მეტი გულშემატკივრის მოსაზიდად და ა.შ ბუნებრივი მოვლენაა რაც არ უნდა დამღელი იყოს ფრენა ყველაფერზე წუწუნი ხო არ შეიძლება ბუბლიკ, ტურნემდე თვეები ქონდათ დასვენება და კვირები და ტურნე რო მორჩება 3 აგვისტოს პრემიერლიგა ამათ 11 აგვისტოს აქვთ ანუ 1 კვირა კიდე და რა არის აქ საპანიკო არ მესმის
0
№6
ავტორი: snatch77
14 ივნისი 2019 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 157
ისე ხო გადაბდღვნიდნენ მთელ პრემიერ ლიგას
0
№7
ავტორი: Malboro463
14 ივნისი 2019 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5054
სეზონის დაწყებამდე მოემზადონ და თუ უნდათ მთვარეზე ასულან.
0
№8
ავტორი: datasta25
14 ივნისი 2019 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 486
ტრანსფერები გააკეთეთ ბუბლიკ ტურნეები ყველას გვკიდია რა
0
№9
ავტორი: Lalana
14 ივნისი 2019 13:23
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 1481
რა იყო,ლივერპული ქალაქიდან არ გადის თუ რა პონტია?:დ
გუშინ ბიჭებო ვეღარ გიპასუხეთ ციტირებაზე,საიტს რაღაც მოუვიდა და ვეღარ შემოვდიოდი.მგონი კანსელო სიტიში გადადის 45 მილიონად და სამწუხაროა თუ ასეთ ფასად ასეთ კარგ მცველს ხელიდან გავუშვებთ.გადაიხადონ ახლა ბისაკაში 50 მილიონი.აი მაგუაიერს რომ 80 მილიონად აფასებენ ეგ ძაან სასაცილოა.კომედიური გახდა უკვე ეს სატრანსფერო ფასები.ვიღაც 19 წლის ბიჭი გამოანათებს ნახევარი სეზონით და გრინზმანის ფასი ადევთ.დე ლიხტს კიდევ რა უნდა პსჟში ვერ ვხდები,ნუ კარგი გუნდია მაგრამ ფეხბურთელებს როგორც ექცევიან ეს რაბიოდანაც კარგად გამოჩნდა,ან საფრანგეთის ჩემპიონატში რა დონე უნდა აიმაღლო.
0
№10
ავტორი: Malboro463
14 ივნისი 2019 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5054
ციტატა: Lalana
დე ლიხტს კიდევ რა უნდა პსჟში ვერ ვხდები,ნუ კარგი გუნდია მაგრამ ფეხბურთელებს როგორც ექცევიან ეს რაბიოდანაც კარგად გამოჩნდა,ან საფრანგეთის ჩემპიონატში რა დონე უნდა აიმაღლო.

რაიოლას ხელი ურევია ტვინი აურია სადაც მეტს შოულობს იქ მიყავს ფეხბურთელიც. კანსელო მასე იაფად თუ წაიყვანა სიტიმ და ბრუნოც მიაყოლა მისაკლავები არიან ჩვენები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top