თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2019, 22:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2493,
კომენტარები: 20
"იუნაიტედი" ბეილის იჯარით აყვანას აპირებს
გარეთ ბეილი "ოლდ ტრაფორდზე" დროებითი მკვიდრის როლში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოულოდნელი სვლის განხორციელებას და გარეთ ბეილის იჯარით აყვანას გეგმავს.

მას შემდეგ, რაც "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ბეილს "ბერნაბეუზე" მომავალი არ აქვს, კლუბი მასთან განშორებას აქტიურად ცდილობს. მაგრამ მსურველები ჯერჯერობით არ ჩანან, ვინაიდან არც "იუნაიტედი" და არც ბეილის ყოფილი კლუბი "ტოტენჰემი" აპირებს მასში მოთხოვნილი 75 მლნ. ფუნტის გადახდას.

თუმცა, "იუნაიტედმა" სხვა გზა აირჩია და აპირებს, 29 წლის უელსელი ერთი წლის ვადით იჯარით აიყვანოს. ეს კი "რეალს" საშუალებას მისცემს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 50 მლნ. ფუნტი დაზოგოს ბეილისთვის გადასახდელი ხელფასის არ გაცემის სახით.

გარდა ამისა, "იუნაიტედი" მადრიდულ გრანდს საიჯარო შეთანხმების საფასურსაც გადაუხდის, რაც მათთვის დამატებითი შემოსავალი იქნება.

ზიდანმა უკვე შეიძინა "ჩელსიდან" ედენ აზარი და აპირებს, რომ "საუთჰემპტონის" ყოფილ ფეხბურთელს განშორდეს, რათა სრულიად ახალი გუნდი შექმნას. მაგრამ ბეილი ჯიუტად დგება თავისაზე და კლუბიდან წასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, ამიტომ საკითხავია, მოისურვებს თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას, სადაც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთს ვერ იხილავს.

"იუნაიტედი" ბეილის დიდი ხნის მსურველია, მაგრამ არ აპირებს უდიდესი ნაწილი გადაუხადოს "რეალს" იმ თანხისა, რაც მადრიდელებმა 6 წლის წინ "ტოტენჰემს" გადაუხადეს.

ბეილმა "რეალთან" ერთად ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ასევე ლა ლიგაც, მაგრამ ტრავმებისადმი მისი მიდრეკილების გამო "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მისი დაბრუნებისთვის დიდი თანხის გადახდის წინააღმდეგია.

თუმცა, "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა საკუთარი გულშემატკივრების გასახარად დიდი შენაძენის განხორციელებას აპირებენ, რასაც ბეილი იდეალურად ერგება.

"იუნაიტედი" ასევე აპირებს, ბეილს კვირაში 480 ათასი ფუნტის ოდენობით მოთხოვნილი ხელფასი დაუკმაყოფილოს.

წყარო: mirror
ახალი ამბები, ჭორები
20 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
10 ივნისი 2019 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: bero123
ციტატა: JuanMata
ციტატა: Old Red Devil
ბრუნო ფერნანდეშზე იწერება რო არის მისი დათრევის ვარიანტიო.ლივერპული და ტოტენჰემია კონკურენტი.კლოპმა თქვა მაქსიმუმ 3 პაცანა ვიყუდოთო გუნდს გაძლიერება არ უნდაო.ტოტენჰემს რაც შეეხება ალბათ ერიქსენის სიტუაციას დააკვირდებიან.დავრჩით ჩვენ

ვიღაც მილანელი ჟურნალისტი წერს ტვიტერზე, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ბოლო დეტალები დარჩა მოსაგვარებელიო.

იმედია მართალია, მომეწონა გუშინდელ მატჩში. აი დელიხტი კი კარგია ძაან, მაგრამ ეპიზოდებში პიზიციას უაზროს ტოვებს, ვოფშემ ინგლისთანაც და პორტუგალიასთანაც ორივე გოლში დაიდო წვლილი. ჰოლანდიის ნაკრებიდან ყველაზე მეტად ვან დე ბეეკი მომწონს.

და დელიხტთან თუ არაფერი გამოვა, პორტუგალიის მცველი დიაში გუშინ მაგრად თამაშობდა.

van de beekma rials uari utxra mancheshi an totemhemshi minda karieris gagrdzelebao

Gizmanma bevri msxverplis gageba miwevs imistvis sadac gadavdivaro da chventan xoar modis:)))??? Ligaze ar yofnas gulisxmobs albat:))
0
№12
ავტორი: Malboro463
10 ივნისი 2019 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: JuanMata
და დელიხტთან თუ არაფერი გამოვა, პორტუგალიის მცველი დიაში გუშინ მაგრად თამაშობდა.

დიაში მართლა კარგი ბიჭია
0
№13
ავტორი: Lalana
10 ივნისი 2019 15:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
ციტატა: JuanMata
და დელიხტთან თუ არაფერი გამოვა, პორტუგალიის მცველი დიაში გუშინ მაგრად თამაშობდა.

დიაში მართლა კარგი ბიჭია

კარგი ბიჭია და ვფიქრობ დე ლიხტზე იაფი დაჯდება.გუშინ კარგად ითამაშა ფერნანდეშმა,იმედია ჩვენსკენ აიღებს გეზს.ერთა ლიგის შემდეგ გაოფიციალურდებაო და კი დამთავრდა და ვნახოთ აბა სად გადავა.ვან დებეეკსაც თუ მოაყოლებენ მთლად მაგარი იქნება.თუ ჭორებს დავუჯერებთ შეიძლება პოგბა იუვეში გადავიდეს და ფერნანდეში მის შემცვლელად არაა ცუდი ვარიანტი.
0
№14
ავტორი: datasta25
10 ივნისი 2019 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: ikeoni
Gizmanma bevri msxverplis gageba miwevs imistvis sadac gadavdivaro da chventan xoar modis:)))??? Ligaze ar yofnas gulisxmobs albat:))

ბარსაში გადასვლის შემთხვევაში 5 მილიონით ხელფასის მოკლება მოუწევს, მემგონი მაგას უფრო გულისხმობს, თან ძალიან ცოტა ჭორია მანჩესტერზე და გრიზმანზე recourse
0
№15
ავტორი: ikeoni
10 ივნისი 2019 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: datasta25
ციტატა: ikeoni
Gizmanma bevri msxverplis gageba miwevs imistvis sadac gadavdivaro da chventan xoar modis:)))??? Ligaze ar yofnas gulisxmobs albat:))

ბარსაში გადასვლის შემთხვევაში 5 მილიონით ხელფასის მოკლება მოუწევს, მემგონი მაგას უფრო გულისხმობს, თან ძალიან ცოტა ჭორია მანჩესტერზე და გრიზმანზე recourse

ცოტა კი იწერება მაგრამ არამგონია ნაკლებ ფულზე ეგრე იავნად გაესვა ხაზი არ უჭირს ეხლა მაგას:))
0
№16
ავტორი: Malboro463
10 ივნისი 2019 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Lalana
კარგი ბიჭია და ვფიქრობ დე ლიხტზე იაფი დაჯდება.გუშინ კარგად ითამაშა ფერნანდეშმა,იმედია ჩვენსკენ აიღებს გეზს.ერთა ლიგის შემდეგ გაოფიციალურდებაო და კი დამთავრდა და ვნახოთ აბა სად გადავა.ვან დებეეკსაც თუ მოაყოლებენ მთლად მაგარი იქნება.თუ ჭორებს დავუჯერებთ შეიძლება პოგბა იუვეში გადავიდეს და ფერნანდეში მის შემცვლელად არაა ცუდი ვარიანტი.

ფერნანდეშს როდრი და რაბიო მოაყოლონ ან საულო რაბიოს მაგივრად და თავდასხმაში თუ უნდათ ნურავის დაიმატებენ
0
№17
ავტორი: Lalana
10 ივნისი 2019 16:30
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
ციტატა: Lalana
კარგი ბიჭია და ვფიქრობ დე ლიხტზე იაფი დაჯდება.გუშინ კარგად ითამაშა ფერნანდეშმა,იმედია ჩვენსკენ აიღებს გეზს.ერთა ლიგის შემდეგ გაოფიციალურდებაო და კი დამთავრდა და ვნახოთ აბა სად გადავა.ვან დებეეკსაც თუ მოაყოლებენ მთლად მაგარი იქნება.თუ ჭორებს დავუჯერებთ შეიძლება პოგბა იუვეში გადავიდეს და ფერნანდეში მის შემცვლელად არაა ცუდი ვარიანტი.

ფერნანდეშს როდრი და რაბიო მოაყოლონ ან საულო რაბიოს მაგივრად და თავდასხმაში თუ უნდათ ნურავის დაიმატებენ

რაბიო უფასოდ შესანიშნაცი იქნება,მაგრამ თითქოს მაგაზე დაცხრა ჭორები.როდრის კი სიტის უკავშირებენ და არაა გამორიცხული ჩვენებმაც დაადგან თვალი,ნუ სიტის ვისაც უკავშირებენ მერე ვუდვორდიც ინტერესდება და რა ვიცი,იქნებ ახლაც მასე მოხდეს,მშვენიერი ბიჭია.
0
№18
ავტორი: Malboro463
10 ივნისი 2019 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Lalana
როდრის კი სიტის უკავშირებენ და არაა გამორიცხული ჩვენებმაც დაადგან თვალი,ნუ სიტის ვისაც უკავშირებენ მერე ვუდვორდიც ინტერესდება და რა ვიცი,იქნებ ახლაც მასე მოხდეს,მშვენიერი ბიჭია.

გვარდიოლამ თუ ჩაერია ესპანელებთან უშანსოდ ვართ მაშინ.
0
№19
ავტორი: datasta25
10 ივნისი 2019 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
პოგბა ფერნანდეში და რაბიო იქნება ყველაზე სულელური ცენტრი რაც შეიძლება ვისურვოთ, ფერნანდეში თუ მოყავთ, თომასი, ნდიდი ან ნდომბელე უნდა მოიყვანონ, რო ცოტა ბალანსი იყოს ცენტრში დაცვის და შეტევის პოტენციალში, თორე პოგბა ფერნანდეში რაბიო თუ გვეყოლება 10 დელიხტიც ვერ დაიცავს კარს
0
№20
ავტორი: JuanMata
11 ივნისი 2019 12:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: datasta25
პოგბა ფერნანდეში და რაბიო იქნება ყველაზე სულელური ცენტრი რაც შეიძლება ვისურვოთ, ფერნანდეში თუ მოყავთ, თომასი, ნდიდი ან ნდომბელე უნდა მოიყვანონ, რო ცოტა ბალანსი იყოს ცენტრში დაცვის და შეტევის პოტენციალში, თორე პოგბა ფერნანდეში რაბიო თუ გვეყოლება 10 დელიხტიც ვერ დაიცავს კარს

პოგბა ისეთი ფეხბურთელია, უკან ორი საყრდენი ჭირდება, თავის მოვალეობას თუ შეასრულებს დაცვაში, ორი შემტევი ნახევარმცველითაც შეიძლება თამაში, როგორც სიტი აკეთებს.
საერთოდ მგონია, რომ ნებისმიერ წყობაში და საყრდენების ნებისმიერ რაოდენობაში ცენტრის ფეხბურთელი, აქტიურად უნდა ეხმარებოდეს დაცვას,
პოგბა კარგია შეტევით ფაზაში, როცა ბურთი გვიჭირავს, მაგრამ ცენტრში მეტოქის ნახევარმცველების შევიწროებით დიდად თავს არ იკლავს, როგორც ერერა აკეთებს მაგალითად.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top