გარეთ ბეილი "ოლდ ტრაფორდზე" დროებითი მკვიდრის როლში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოულოდნელი სვლის განხორციელებას და გარეთ ბეილის იჯარით აყვანას გეგმავს.
მას შემდეგ, რაც "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ბეილს "ბერნაბეუზე" მომავალი არ აქვს, კლუბი მასთან განშორებას აქტიურად ცდილობს. მაგრამ მსურველები ჯერჯერობით არ ჩანან, ვინაიდან არც "იუნაიტედი" და არც ბეილის ყოფილი კლუბი "ტოტენჰემი" აპირებს მასში მოთხოვნილი 75 მლნ. ფუნტის გადახდას.
თუმცა, "იუნაიტედმა" სხვა გზა აირჩია და აპირებს, 29 წლის უელსელი ერთი წლის ვადით იჯარით აიყვანოს. ეს კი "რეალს" საშუალებას მისცემს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 50 მლნ. ფუნტი დაზოგოს ბეილისთვის გადასახდელი ხელფასის არ გაცემის სახით.
გარდა ამისა, "იუნაიტედი" მადრიდულ გრანდს საიჯარო შეთანხმების საფასურსაც გადაუხდის, რაც მათთვის დამატებითი შემოსავალი იქნება.
ზიდანმა უკვე შეიძინა "ჩელსიდან" ედენ აზარი და აპირებს, რომ "საუთჰემპტონის" ყოფილ ფეხბურთელს განშორდეს, რათა სრულიად ახალი გუნდი შექმნას. მაგრამ ბეილი ჯიუტად დგება თავისაზე და კლუბიდან წასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, ამიტომ საკითხავია, მოისურვებს თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას, სადაც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთს ვერ იხილავს.
"იუნაიტედი" ბეილის დიდი ხნის მსურველია, მაგრამ არ აპირებს უდიდესი ნაწილი გადაუხადოს "რეალს" იმ თანხისა, რაც მადრიდელებმა 6 წლის წინ "ტოტენჰემს" გადაუხადეს.
ბეილმა "რეალთან" ერთად ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ასევე ლა ლიგაც, მაგრამ ტრავმებისადმი მისი მიდრეკილების გამო "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მისი დაბრუნებისთვის დიდი თანხის გადახდის წინააღმდეგია.
თუმცა, "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა საკუთარი გულშემატკივრების გასახარად დიდი შენაძენის განხორციელებას აპირებენ, რასაც ბეილი იდეალურად ერგება.
"იუნაიტედი" ასევე აპირებს, ბეილს კვირაში 480 ათასი ფუნტის ოდენობით მოთხოვნილი ხელფასი დაუკმაყოფილოს.
წყარო:
mirror