თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2019, 20:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2619,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" შოკისმომგვრელი სვლა
ჭორია თუ სიმართლე, "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ასეთი გზა არ მოსწონთ.
"ლივერპულს" დიდი ბრძოლა მოუწევს ჩემპიონთა ლიგის გმირი მოჰამედ სალაჰის შესანარჩუნებლად, ვინაიდან მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მის შესაძენად ერთმანეთს უპირისპირდებიან.

ესპანური გამოცემა AS ირწმუნება, რომ ორივე გრანდს სურს ეგვიპტელის "ენფილდიდან" წაყვანა, ხოლო მიუნხენის "ბაიერნი" მას ბუნდესლიგაში ეპატიჟება.

"იუნაიტედის" შოკისმომგვრელი სვლა


სალაჰმა "ლივერპულის" მეექვსე ევროპული ტიტულის მოგებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, ვინაიდან სწორედ მან გაიტანა თეთმეტმეტრიანიდან ფინალში, რომელიც "ტოტენჰემთან" 2-0 მოიგო.

როცა ტიტულის მოგების შემდეგ მისი მომავლის შესახებ ჰკითხეს, სალაჰმა კონკრეტული პასუხისგან თავის შეიკავა: "ახლა ჩემს მომავალზე საუბარი არ შემიძლია".

გამოცემა ასევე იტყობინება, რომ "რეალს" სალაჰის შეძენის მცდელობა გასულ სეზონშიც ჰქონდა, მაგრამ "ლივერპულმა" მასში 180 მლნ. ფუნტის მიღება მოითხოვა.

თუმცა, "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "ბერნაბეუზე" გიგანტური გარდასახვის პროექტს გეგმავს, რის გამოც მადრიდში მაღალი დონის მოთამაშეების მიყვანა სურს.

სალაჰის შესახებ საუბრისას ზიდანმა ადრე განაცხადა: "ის დიდებული ფეხბურთელია, რასაც რომში ამტკიცებდა ახლა ლივერპულში გვაჩვენებს.

ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კვლავ იზრდება, მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ფეხბურთში. მის მსგავს ფეხბურთელებს ძალიან ვაფასებ".

ოლე გუნარ სოლსკიაერს მორიგი ცუდი სეზონის შემდეგ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დიდ თანხას გამოუყოფს, მაგრამ "ლივერპულის" გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის მტრების რიგებში გადაბარგებისთვის ესეც კი არ იქნება საკმარისი.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
6 ივნისი 2019 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
რეალში წავა, ხოლო თუ ვინმეს გადმოყვანა უნდა ლივედან მანე საუკეთესოა დღეს...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top