თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2019, 20:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" შოკისმომგვრელი სვლა
ჭორია თუ სიმართლე, "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ასეთი გზა არ მოსწონთ.
"ლივერპულს" დიდი ბრძოლა მოუწევს ჩემპიონთა ლიგის გმირი მოჰამედ სალაჰის შესანარჩუნებლად, ვინაიდან მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მის შესაძენად ერთმანეთს უპირისპირდებიან.

ესპანური გამოცემა AS ირწმუნება, რომ ორივე გრანდს სურს ეგვიპტელის "ენფილდიდან" წაყვანა, ხოლო მიუნხენის "ბაიერნი" მას ბუნდესლიგაში ეპატიჟება.

"იუნაიტედის" შოკისმომგვრელი სვლა


სალაჰმა "ლივერპულის" მეექვსე ევროპული ტიტულის მოგებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, ვინაიდან სწორედ მან გაიტანა თეთმეტმეტრიანიდან ფინალში, რომელიც "ტოტენჰემთან" 2-0 მოიგო.

როცა ტიტულის მოგების შემდეგ მისი მომავლის შესახებ ჰკითხეს, სალაჰმა კონკრეტული პასუხისგან თავის შეიკავა: "ახლა ჩემს მომავალზე საუბარი არ შემიძლია".

გამოცემა ასევე იტყობინება, რომ "რეალს" სალაჰის შეძენის მცდელობა გასულ სეზონშიც ჰქონდა, მაგრამ "ლივერპულმა" მასში 180 მლნ. ფუნტის მიღება მოითხოვა.

თუმცა, "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "ბერნაბეუზე" გიგანტური გარდასახვის პროექტს გეგმავს, რის გამოც მადრიდში მაღალი დონის მოთამაშეების მიყვანა სურს.

სალაჰის შესახებ საუბრისას ზიდანმა ადრე განაცხადა: "ის დიდებული ფეხბურთელია, რასაც რომში ამტკიცებდა ახლა ლივერპულში გვაჩვენებს.

ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კვლავ იზრდება, მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ფეხბურთში. მის მსგავს ფეხბურთელებს ძალიან ვაფასებ".

ოლე გუნარ სოლსკიაერს მორიგი ცუდი სეზონის შემდეგ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დიდ თანხას გამოუყოფს, მაგრამ "ლივერპულის" გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის მტრების რიგებში გადაბარგებისთვის ესეც კი არ იქნება საკმარისი.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
4 ივნისი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სულ რო დე და აიფეთქოს უნაიტედმა ეს კაცი აქ გადმომსვლელი არა და ასეთი სისულელის წერაში რატო კარგავენ დროს ვინ დაიჯერებს?
დეილიმეილის ჟურნალისტს ვგულისხმობ საიდანაც გავრცელდა ინფო.
0
№2
ავტორი: 100%Red
4 ივნისი 2019 21:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
კერქით რა derpneutral
0
№3
ავტორი: tupaca
4 ივნისი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ისეთი სათაური ქონდა ვიფიქრე მანჩესტერი გია გრიგალავას ხო არ იმატებსთქო :))
1
№4
ავტორი: ikeoni
4 ივნისი 2019 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
კაით ეხლა ყველაფერს ხოა აქვს საზღვარი:)))
0
№5
ავტორი: trusard
4 ივნისი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Kaii raa..... Rais mumia
0
№6
ავტორი: kulokulo
4 ივნისი 2019 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
Sircxvilia reebs aketeben sul gamo***vdnen tu raxdeba
0
№7
5 ივნისი 2019 00:29
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მთლად ახმელა ჭორიც არ შეიძლება wink
0
№8
ავტორი: stepno
5 ივნისი 2019 02:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭოო არ გეზარებათ ესეთი სისულელეების გადათარგმნაა??? ესეთი სიახლეების დადება უნდა აიკრძალოს ამ საიტზეე საბავშოო ბაღიაა იმენაა რა. რა სალაჰიი ხოარ ღადაობთ თქვენ??? ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ეხლა ლივერპულის მოსისხლე მტერ მანჩესტერში გადავა ხოო???! ევროპა ლიგაზე რო ძლივს ხვდება ეგეთ მანჩეში თაან?/ ცოტა ლოგიკა ხო უნდა არსებობდესს???? მუღამიი მეკარგება ესეთი სიახლეების გამო ამ საიტზე შემოსვლის. ჩვენც რასაც ყველა იდიოტი წერს იგივე ხოარ უნდა ვწეროთ??? am am
1
№9
ავტორი: datasta25
5 ივნისი 2019 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
აუ ძაან გამისწორდება როვიყიდოთ :დდდ ლივერპულზე საყოველთაო დაჯმა იქნება იმენა, ტიტულის მთავარი გმირის ახევა, მარა აფსურდია იასნა
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორების მეტი არაფერი იწერება მოკლედ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top