თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2434,
კომენტარები: 19
"იუნაიტედის" ახალი სამიზნე ოფიციალური შეთავაზების გარეშე
გავლენიანი გამოცემა ახალ სახელს უკავშირებს კლუბს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერ სიტის" ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე შორს არ მიდის.

"იუნაიტედმა" 22 წლის ფეხბურთელი ახალ სამიზნედ აქცია და მოსალოდნელია, რომ "ქინგ პაუერის" დატოვების შემთხვევაში მისი შეძენით დაინტერესებულ კლუბს 60 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევს. ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა და მხოლოდ განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მედისონს "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ჯერ კიდევ "ქოვენთრი სიტიში" ასპარეზობის პერიოდიდან აკვირდებიან და საგულისხმოა, რომ "იუნაიტედს" მას მარტივად არ დაუთმობენ.

"ლესტერმა" მედისონი "ნორვიჩ სიტიდან" 20 მლნ. ფუნტად შეიძინა და მან პირველივე სეზონში მოახდინა დადებითი გავლენა კლუბის თამაშზე, შექმნა რა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი პრემიერ ლიგაში.

ედ ვუდვორდსა და ოლე გუნარ სოლსკიაერს "იუნაიტედში" რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის მიყვანა სურთ. მათ ჯეიდონ სანჩოს შეძენის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ ვინგერმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა არ ისურვა, ამიტომ "წითლების" ხელმძღვანელობის ყურადღება დენიელ ჯეიმსსა და 22 წლის მედისონს მიეპყრო.


წყარო: independent
ახალი ამბები, ჭორები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
4 ივნისი 2019 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ბეილის ტრანსფერი ისეთივე იქნება ჩვენთან როგორც კაკას რეალში. ისკო და ხამესი კარგი ვარიანტია
0
№12
ავტორი: Old Red Devil
4 ივნისი 2019 07:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ლესტერი არავის გაყიდის.არც ამას,არც მაგუაირს და არც ტილემანსს.როჯერსს არ აწყობს მუშა ხალხის გაშვება და არც მე მგონია ვიღაც კერკეტ ბრიტში 60-70მლნ ყაროს იუნაიტედმა.ამათნაირებს ჩემპიონშიპში ითრევ 15/20მლნდ
0
№13
ავტორი: JuanMata
4 ივნისი 2019 11:00
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
თაიმსმა დაწერა რომ რეალი პოგბაში ისკოს,როდრიგესსა და ბეილს გვთავაზობს და რას იტყვით ამ შემოთავაზებაზე?


ერთი ბეილი უკვე გვყავს გუნდში. პირველი რიგიდან უყურებს ფეხბურთს და ნახევარ მილიონს უხდიან.

მედისონს რაც შეეხება, კარგი სეზონი ჰქონდა წელს და მაგიტომაცაა ასე ფასი აწეული, ლესტერი არ გაუშვებს წელს, გააჯანჯლებს ამის ტრანსფერს და კიდევ აწევს თანხას. ცუდი ბიჭი ნამდვილად არაა, ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა და თან ლესტერში. მაგრამ ფასი ძაან დიდი აქვს.

P.S. სად არის სპორტული დირექტორი, რომელსაც წინა წლის სექტემბრიდან გვპირდებიან?
რამდენი ფეხბურთელი და მწვრთნელი უნდა გამოიცვალონ, რომ მიხვდნენ, პესს არ თამაშობენ?
0
№14
ავტორი: ikeoni
4 ივნისი 2019 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Araa cudi magram magdeni AR girs da arc manius donis araaa
0
№15
ავტორი: datasta25
4 ივნისი 2019 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ძაან სასაცილო ნიუსი დაიდო, სახელი და გვარებია ჩამოთვლილი ვისითაც მანჩე დაინტერესებული იყო და ზუსტად 60 ფეხბურთელი გამოვიდა, იმენა 60 ფეხბურთელით ვართ დაინტერესებული და ჯერ მარტო 16 წლის ბიჭი გადმოვიყვანეთ აიაქსიდან ოფიციალურად :დდდ პროსტა ციფრი დაამუღამეთ :დდ 60 ფეხბურთელი
0
№16
ავტორი: Lalana
4 ივნისი 2019 15:39
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ბეილის ხილვა არც მე მსურს.როგორი კლასიც არ უნდა ჰქონდეს ბეილს ნახევარზე მეტ სეზონს ტოვებს.აი ისკო კი ნამდვილად არაა ცუდი ვარიანტი,მაგრამ ვფიქრობ ეგეც თითქოს ვეღარ ვითარდება,არა და ძალიან მომწონს.არც როდრიგესია ცუდი და სხვათაშორის მთლად ჭორიც არამგონია იყოს,რადგან ზიდანს ძალიან მოსწონს პოგბა,თან ასევე ერთი სული აქვს მოიშოროს ბეილიც,არც როდრიგესს იყენებს,იმიტომ გაანათხოვრა ბაიერნში და ისკო ალბათ აღარ შედის მის გეგმებში.ამიტომ ეს შეთავაზება არამგონია მთლად არარეალური იყოს.
0
№17
ავტორი: dybbuk
4 ივნისი 2019 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ციტატა: Lalana
ბეილის ხილვა არც მე მსურს.როგორი კლასიც არ უნდა ჰქონდეს ბეილს ნახევარზე მეტ სეზონს ტოვებს.აი ისკო კი ნამდვილად არაა ცუდი ვარიანტი,მაგრამ ვფიქრობ ეგეც თითქოს ვეღარ ვითარდება,არა და ძალიან მომწონს.არც როდრიგესია ცუდი და სხვათაშორის მთლად ჭორიც არამგონია იყოს,რადგან ზიდანს ძალიან მოსწონს პოგბა,თან ასევე ერთი სული აქვს მოიშოროს ბეილიც,არც როდრიგესს იყენებს,იმიტომ გაანათხოვრა ბაიერნში და ისკო ალბათ აღარ შედის მის გეგმებში.ამიტომ ეს შეთავაზება არამგონია მთლად არარეალური იყოს.

მანდ მეორე მომენტიცაა, აი სიტყვაზე მოხდა ეგ ბარტერი, მაგ შემთხვევაში მანჩესტერს უფრო მედის გადახდა მოუწევს მომავალში ვიდრე 1 ფეხბურთელის შეძენის ან გაცვლის+ფულის დამატების ვარიანტში, იმიტომ რომ მაქედან 200ზე ნაკლებს კვირაში არცერთი არ დასჯერდება და ჯამში ძაან დიდ ხარჯებზე გადის მერე გუნდი.
0
№18
4 ივნისი 2019 23:00
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: Lalana
თაიმსმა დაწერა რომ რეალი პოგბაში ისკოს,როდრიგესსა და ბეილს გვთავაზობს და რას იტყვით ამ შემოთავაზებაზე?

ბეილი არაფერში არ გვჭირდება... ხამესი და ისკო ორივე ძალიან ტექნიკურები არიან, ორივე კლასნი იგროკია, თუმცა ისკო გაცილებით უკეთესი ვარიანტია love პოგბას ამბავი გადაწყვეტილიაო წერენ, თუკი ეს მართლა მოხდება, აქეთ ისკო აუცილებლად უნდა წამოვიყვანოთ.
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გადამეტებული ფასია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top