თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2441,
კომენტარები: 19
"იუნაიტედის" ახალი სამიზნე ოფიციალური შეთავაზების გარეშე
გავლენიანი გამოცემა ახალ სახელს უკავშირებს კლუბს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერ სიტის" ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე შორს არ მიდის.

"იუნაიტედმა" 22 წლის ფეხბურთელი ახალ სამიზნედ აქცია და მოსალოდნელია, რომ "ქინგ პაუერის" დატოვების შემთხვევაში მისი შეძენით დაინტერესებულ კლუბს 60 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევს. ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა და მხოლოდ განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მედისონს "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ჯერ კიდევ "ქოვენთრი სიტიში" ასპარეზობის პერიოდიდან აკვირდებიან და საგულისხმოა, რომ "იუნაიტედს" მას მარტივად არ დაუთმობენ.

"ლესტერმა" მედისონი "ნორვიჩ სიტიდან" 20 მლნ. ფუნტად შეიძინა და მან პირველივე სეზონში მოახდინა დადებითი გავლენა კლუბის თამაშზე, შექმნა რა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი პრემიერ ლიგაში.

ედ ვუდვორდსა და ოლე გუნარ სოლსკიაერს "იუნაიტედში" რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის მიყვანა სურთ. მათ ჯეიდონ სანჩოს შეძენის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ ვინგერმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა არ ისურვა, ამიტომ "წითლების" ხელმძღვანელობის ყურადღება დენიელ ჯეიმსსა და 22 წლის მედისონს მიეპყრო.


წყარო: independent
ახალი ამბები, ჭორები
19 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
3 ივნისი 2019 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
კარგი ბიჭია მაგრამ არ არის 60 მილიონიანი, თან რავივი მედისონები ამოგვათრევენ ჭაობიდან ? ცოტა მეტი გვინდა, 1-2 მსოფლიო დონე გვჭირდება ჰაერივით, რო მერე მედისონები და ჯეიმსებიც ავათამაშოთ, ერთი ტოპ დონე გუნდში არ არის საკმარისი
0
№2
ავტორი: Rezimanutd
3 ივნისი 2019 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მე პირადად საერთოდ არვარ ტოპ დონეების მომხრე მინდა რომ უბრალოდ სწორი არჩევანები გაკეთდეს და აქ დაღვინდნენ და აქ იქცნენ ტოპებად
0
№3
ავტორი: Malboro463
3 ივნისი 2019 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დიდი არაფერი.
0
№4
ავტორი: Lalana
3 ივნისი 2019 23:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ეს ვუდვორდი რომ ფეხბურთს აცდენილია კი ვიცი,მაგრამ ეს რა დაბოღმილია?გეგონება იმ სიმახინჯეს ვუდვორდი ათამაშებდა და ეს არა.საწყალი ერთი თასი დადო და თავი ღმერთი ეგონა.

ყოფილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი გააკრიტიკა:

"ბაიერნში ყველაფერს მართავენ ფეხბურთში ჩახედული ადამიანები, მანჩესტერში - არა.

ედ ვუდვორდს ფეხბურთის არაფერი გაეგება. ის ბანკირია და კლუბის მართვას ზედმეტად კომერციულად უყურებს.

სწორედ ამიტომ, მან ჩემს ნაცვლად ჟოზე მოურინიო მოიყვანა." - განაცხადა ჰოლანდიელმა.

და ბაიერნს რომ მართავენ ჰიონესისნაირი ტიპები და სანეში ფულის გადახდა ენანებათ მაგიტომ არიან მარტო ბუნდესლიგის თასით ხელში.
0
№5
ავტორი: Malboro463
3 ივნისი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Lalana
ეს ვუდვორდი რომ ფეხბურთს აცდენილია კი ვიცი,მაგრამ ეს რა დაბოღმილია?გეგონება იმ სიმახინჯეს ვუდვორდი ათამაშებდა და ეს არა.საწყალი ერთი თასი დადო და თავი ღმერთი ეგონა.

ყოფილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი გააკრიტიკა:

ზედმეტად მედიდურია ლუისიტო
და არ მიკვირს მის ჩავარდნას სხვას თუ დაბრაკებს. ეჰ რა დრო იყო ამის თავკაცობის დროს ჯონსი კუთხურს რო აწვდიდა. ერთადერთი რაც მომეწონა ბოლოს იანგი პირველ გუნდს რომ მოაშორა ეგ იყო.
0
№6
ავტორი: dybbuk
3 ივნისი 2019 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
რაღა მედისონი და რაღა ლალანა, ზუსტად ეგეთ სტილში უბერავდა სოტონში მაგრამ ეხა სკამს ხეხავს და მოიშორებენ ალბათ მაგასაც, მედისონში რომ 60 მილიონს გადაიხდი მანდ ცოტაც უნდა მიამატო და იმკურნალო, სხვა რა უნდა ვთქვა აბა ამაზე
0
№7
ავტორი: Lalana
4 ივნისი 2019 00:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
ციტატა: Lalana
ეს ვუდვორდი რომ ფეხბურთს აცდენილია კი ვიცი,მაგრამ ეს რა დაბოღმილია?გეგონება იმ სიმახინჯეს ვუდვორდი ათამაშებდა და ეს არა.საწყალი ერთი თასი დადო და თავი ღმერთი ეგონა.

ყოფილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი გააკრიტიკა:

ზედმეტად მედიდურია ლუისიტო
და არ მიკვირს მის ჩავარდნას სხვას თუ დაბრაკებს. ეჰ რა დრო იყო ამის თავკაცობის დროს ჯონსი კუთხურს რო აწვდიდა. ერთადერთი რაც მომეწონა ბოლოს იანგი პირველ გუნდს რომ მოაშორა ეგ იყო.

მაგრამ სანამ იანგს მოაშორებდა მაქამდე დიმარია მოაშორა და ანხელის ნაცვლად ფლანგს იანგი მეთაურობდა..:D აი მოურინიო ხომ ავტობუსაა მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო,ბურთს ფლობდნენ უაზროდ და ზოგჯერ თამაში კარშიც კი ვერ ვურტყამდით,მაგაზე მახინჯი ფეხბურთი არც მოურინიოს და არც მოიეს უჩვენებია.თან უკვე რამოდენიმე წელი გავიდა და მაინც რა დაბოღმილია ტიპი.საფლავში ჩაიტან მაგ ბოღმას.
0
№8
ავტორი: PaLoMo
4 ივნისი 2019 00:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: datasta25
კარგი ბიჭია მაგრამ არ არის 60 მილიონიანი, თან რავივი მედისონები ამოგვათრევენ ჭაობიდან ? ცოტა მეტი გვინდა, 1-2 მსოფლიო დონე გვჭირდება ჰაერივით, რო მერე მედისონები და ჯეიმსებიც ავათამაშოთ, ერთი ტოპ დონე გუნდში არ არის საკმარისი

პიანიჩი დაგვხატავდააგრად,მაგრამ ვის ახსოვს ეგ.:-/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Lalana
4 ივნისი 2019 00:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
თაიმსმა დაწერა რომ რეალი პოგბაში ისკოს,როდრიგესსა და ბეილს გვთავაზობს და რას იტყვით ამ შემოთავაზებაზე?
0
№10
ავტორი: dybbuk
4 ივნისი 2019 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Lalana
თაიმსმა დაწერა რომ რეალი პოგბაში ისკოს,როდრიგესსა და ბეილს გვთავაზობს და რას იტყვით ამ შემოთავაზებაზე?

ისკო და 70-75 დაამატონ და ის ორი ტრ აკში გაიკეთონ, მეც წავიკითხე ეგ ნიუსი მაგრამ ძაან ჭორი მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top