თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2019, 12:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2267,
კომენტარები: 15
რა სურს დე ხეას
მიზეზი ხელფასის ზრდა არ არის.
რა სურს დე ხეას
"იუნაიტედის" მენეჯმენტსა და კლუბის ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას წარმომადგენლებს შორის ახალ კონტრაქტზე გამართული მოლპარაკებები ამ დრომდე ჩიხშია შესული, შეთანხმება ვერ ხერხდება, რა სურს დე ხეას?

აქამდე პრესა იუწყებოდა, რომ 28 - წლის კარის დარაჯს ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა სურდა, თუმცა დღეს საინფორმაციო წყაროებში სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ვაწყდებით, დე ხეას გარანტიები სურს.

რა გარანტიებზეა საუბარი? დავიდს სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყოველ სეზონში ტიტულებისთვის იბრძოლოს და არა სატურნირო ცხრილის ოთხეულში მოხვედრისთვის.

დე ხეას "იუნაიტედთან" კონტრაქტი მომავალი სეზონის დასასრულს ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, ის მომავალ სეზონში "ოლდ ტრაფორდს" სრულიად უსასყიდლოდ დატოვებს, ამ ეტაპზე კი მისი კლუბიდან გაშვება არ იგეგმება.
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
27 მაი 2019 15:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
გავიგე ბიჭებო მეც რაც იგულისხმება მაგრამ ზოგადად გარანტია არც ვარსკვლავების მოყვანაში რო არაა ეგეც ფაქტია.თორე სახელები და ვარსკვლავები იცოცხლე ნასიპად მოვინელეთ ამ 6 წელში და რა გარანტიაა რო ეს სახელები დეხეას მოუტანს ტიტულებს?ეგ ვიგულისხმე თორე გუნდს ამბიცია აქვს თუ არა ეგ აინტერესებს ეგაა აზრი ამ ყველაფრის.მაგრამ თუ ოლეს დავესესხებით გაისად ვერაფერს ვერ მოვიგებთო და ჩაალაგოს ჩემოდანი მის ტურფას ისედაც დიდი ხანია უნდა რო გაასხან აქედან

ისე სათაურზე ირითმება კარგად ერთი ქართული ფრაზა.
რა სურს დეხეას - მისი ყველეის :)))
0
№12
ავტორი: onlyred
27 მაი 2019 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
დაცვის ხაზი დღემდე ჩამოუყალიბებელი და პრობლემურია.
ჩამშლელი დღემდე პრობლემურია გუნდში და ბურთის დამჭერი.
ფინიშერი არ გვყავს. რამე მაგარ კომბინაციაზე აღარაა საუბარი.
ალბათ ეს იგულისხმა დეხეამ და მართალიცაა

დაცვის ხაზი დღემდე ჩამოუყალიბებელი და პრობლემურია.
ჩამშლელი დღემდე პრობლემურია გუნდში და ბურთის დამჭერი.
ფინიშერი არ გვყავს. რამე მაგარ კომბინაციაზე აღარაა საუბარი.
ალბათ ეს იგულისხმა დეხეამ და მართალიცაა
0
№13
ავტორი: Old Red Devil
27 მაი 2019 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
რა სურთ ქალებს გამიგია,მაგრამ რა სურს დე ხეას?რაღაც ახალია....
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
27 მაი 2019 17:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: The red devi11
მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, გორის დილაშიც რჩება პროფესიონალად და მსოფლიოს ნომერ 1 მეკარედ. ასე რომ დეხეა განვლილი სეზონის შემდეგ ჩემთვის ვერასოდეს ვერ იქნება ნომერ 1.

გაუშვან არ გავკარი დეხეას. სხვა გუნდის ტრფიალში რომ კარგავენ პროფესიონალიზმს. და ბავშვებზე უარესად თამაშობენ ასეთები ვერასოდეს იქნებიან საუკეთესოები. საუკეთესო თუ ხარ ყველგან ყოველთვის და ყველა სიტუაციაში უნდა ამტკიცებდე ამას და არ უნდა იჯვავდე არსად არასოდეს. ასე მესმის მე

გეთანხმები.ფერგის წასვლის მერე გახდა ეს მაგარი მეკარე და მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევდნენ და რა მაშინ უკეთესი მანჩესტერი იყო?6 წელია ამ მიჩუხანებული გუნდით მაინც საუკეთესოდ თვლიან და ნაღდად არ შეუშლია ხელი ამის აღიარებისთვის იმას რომ გუნდი ვერ თამაშობს
0
№15
ავტორი: PaLoMo
27 მაი 2019 22:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Dato kutaisi
რა იდიოტიზმია ვერ ვხვდები.გარანტია რა პონტში უნდა მისცენ ამას ვერ ვხვდები.საბანკო გრანატია უნდა დაუდონ თუ იპოთეკით უნდა დაიტვირთონ ოლდ ტრაფორდი დეხეას სასარგებლოდ?ამაზე მეტი იდიოტიზმი ჯერ არ გამიგია ნაღდად.რომელ გუნდს არ უნდა წარმატება და რომელი იწყებს სეზონს ცუდზე ფიქრით?უაზრო არგუმენტია ძაან.რაც შეეხება ბატონ დავითს ან თქვას წასვლა მინდაო ან მოუწევს ერთი წლის სკამზე გატარება.მიზეზი:როდესაც ამას წასვლაზე აქვს თვალი მაშინ ეროვნული ლიგის მეკარის დონის ხდება.ასე რომ ან შეთანხმდით ან გაუშვით ან დასვით სკამზე

მე ვფიქრობ,რომ ამ ზაფხულის ტრანსფერებზე იქნება დამოკიდებული, დე ხეას წასვლა დარჩენის ამბავი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top