თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2019, 21:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2136,
კომენტარები: 12
დიბალას აგენტი: "პაულო "იუვენტუსს" დატოვებს"
დიბალას ძმა "იუვენტუსში" ცვლილებებს აანონსებს.
დიბალას აგენტი:
პაულო დიბალას აგენტმა განაცხადა, რომ ფორვარდს "იუვენტუსიდან" წასვლა სურს.

25 წლის ფეხბურთელმა ტურინში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ მოიგო სერია A და სამჯერ - იტალიის თასი, მაგრამ მისი აგენტი და ძმა გუსტავო აცხადებს, რომ ფეხბურთელი კლუბში ბედნიერად ვეღარ გრძნობს თავს, რაც გამოწვეულია მიმდინარე სეზონში პერიფერიული როლის თამაშით.

დიბალას სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ და "წითლებს" "ბებერ ქალბატონთა" შემადგენლობის სხვა წევრების შეძენაც სურთ, არგენტინელის აგენტი კი ასევე ცხადყოფს, რომ მისი ძმის ბედს ბევრი სხვა ფეხბურთელიც გაიზიარებს სეზონის მიწურულს.

"უამრავი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ პაულომ "იუვენტუსი" დატოვოს. მას ცვლილებები სჭირდება.

ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, საზღვარგარეთ წავა თუ იტალიაში დარჩება, მაგრამ თუ ადრე იტალიაში თავს ბედნიერად გრძნობდა, ახლა ასე არ არის.

მოდი ვაღიაროთ, რომ პაულო იტალიაში აღარ არის ბედნიერი და არც "იუვენტუსის" სხვა ფეხბურთელები გრძნობენ თავს ბედნიერად. კლუბს მხოლოდ ის არ დატოვებს",
- განაცხადა აგენტმა.

გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ შეიძინა 105 მლნ. ფუნტად, რამაც გამოიწვია დიბალას სათამაშო დროის შემცირება, მაგრამ გუსტავო აცხადებს, რომ დუეტს ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

"არა, მოედანს მიღმა კრიშტიანუსთან არავითარი პრობლემა არ არის. პრობლემა მოედანზეა. პაულო ახალგაზრდაა, მას თამაშის სურს".

წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2019 13:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე ირიბად სულ იწერება ხოლმე მარა საქმე საქმეზე რო მიდგება მერე არაფერი ხდება
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
18 მაი 2019 13:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: GIOMU
გაიხსნება თუ არა სატრანსფერო ფანჯარა უეჭველი თავიდანვე პირველივე დღესვე გვჭირდება ძალიან კარგი ხმაურიანი ვარსკვლავური ტრანსფერი. არა იმიტომ რომ ვარსკვლავები გვჭირდება, უფრო იმიტომ რომ კარგი არგუმენტი იქნება ცვლილებების, სხვა ფეხბურთელებთან საუბრის დროს. ამ დროს მეორე ეშელონის გუნდებიდან ფეხბურთელების გადმოყვანა ბევრად გამარტივდება.

გეთანხმები ნაღად პირველი მსხვილ კალიბრიანი უნდა დადონ რომ დაანახონ ყველას რომ აქ ამბიციური პროექტი იწყება.მოვატყუოთ მაინც:))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top