თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2019, 21:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2137,
კომენტარები: 12
დიბალას აგენტი: "პაულო "იუვენტუსს" დატოვებს"
დიბალას ძმა "იუვენტუსში" ცვლილებებს აანონსებს.
დიბალას აგენტი:
პაულო დიბალას აგენტმა განაცხადა, რომ ფორვარდს "იუვენტუსიდან" წასვლა სურს.

25 წლის ფეხბურთელმა ტურინში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ მოიგო სერია A და სამჯერ - იტალიის თასი, მაგრამ მისი აგენტი და ძმა გუსტავო აცხადებს, რომ ფეხბურთელი კლუბში ბედნიერად ვეღარ გრძნობს თავს, რაც გამოწვეულია მიმდინარე სეზონში პერიფერიული როლის თამაშით.

დიბალას სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ და "წითლებს" "ბებერ ქალბატონთა" შემადგენლობის სხვა წევრების შეძენაც სურთ, არგენტინელის აგენტი კი ასევე ცხადყოფს, რომ მისი ძმის ბედს ბევრი სხვა ფეხბურთელიც გაიზიარებს სეზონის მიწურულს.

"უამრავი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ პაულომ "იუვენტუსი" დატოვოს. მას ცვლილებები სჭირდება.

ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, საზღვარგარეთ წავა თუ იტალიაში დარჩება, მაგრამ თუ ადრე იტალიაში თავს ბედნიერად გრძნობდა, ახლა ასე არ არის.

მოდი ვაღიაროთ, რომ პაულო იტალიაში აღარ არის ბედნიერი და არც "იუვენტუსის" სხვა ფეხბურთელები გრძნობენ თავს ბედნიერად. კლუბს მხოლოდ ის არ დატოვებს",
- განაცხადა აგენტმა.

გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ შეიძინა 105 მლნ. ფუნტად, რამაც გამოიწვია დიბალას სათამაშო დროის შემცირება, მაგრამ გუსტავო აცხადებს, რომ დუეტს ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

"არა, მოედანს მიღმა კრიშტიანუსთან არავითარი პრობლემა არ არის. პრობლემა მოედანზეა. პაულო ახალგაზრდაა, მას თამაშის სურს".

წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
17 მაი 2019 21:21
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დიბალას ტრანსფერი იდეალური იქნებოდა.
1
№2
ავტორი: Malboro463
17 მაი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მე მივესალმები ამის ტრასფერს თუ შემტევ ფეხვურთის თამაშს აპირებნ.
1
№3
ავტორი: makaveli
17 მაი 2019 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ძაან დადებითად კი ვარ განწყობილი ამ ბიჭის მიმართ მაგრამ გაქაჩავს ვითომ ? თუუბრალოდ მეორე მატა იქნება?
0
№4
ავტორი: GIOMU
17 მაი 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გაიხსნება თუ არა სატრანსფერო ფანჯარა უეჭველი თავიდანვე პირველივე დღესვე გვჭირდება ძალიან კარგი ხმაურიანი ვარსკვლავური ტრანსფერი. არა იმიტომ რომ ვარსკვლავები გვჭირდება, უფრო იმიტომ რომ კარგი არგუმენტი იქნება ცვლილებების, სხვა ფეხბურთელებთან საუბრის დროს. ამ დროს მეორე ეშელონის გუნდებიდან ფეხბურთელების გადმოყვანა ბევრად გამარტივდება.
0
№5
ავტორი: Smoke - N
17 მაი 2019 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
გაქაჩავს თუ სწორ პოზიციაზე ათამაშა და შემტევი ფეღბურთი ითამაშა გუნდმა ძაან მევასება ეს ფეღბურთელი მაგარია ამის ტრანსფერი რომ გაიჩარხოს და სწორედ გამოიყენოს ოლემ რატომღაც მგონია რომ გადმოვა და მუჰამედის დარღვევა ბომბარდირობაში manutd biggrin2
0
№6
ავტორი: RojoDiablo
17 მაი 2019 21:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: GIOMU
გაიხსნება თუ არა სატრანსფერო ფანჯარა უეჭველი თავიდანვე პირველივე დღესვე გვჭირდება ძალიან კარგი ხმაურიანი ვარსკვლავური ტრანსფერი. არა იმიტომ რომ ვარსკვლავები გვჭირდება, უფრო იმიტომ რომ კარგი არგუმენტი იქნება ცვლილებების, სხვა ფეხბურთელებთან საუბრის დროს. ამ დროს მეორე ეშელონის გუნდებიდან ფეხბურთელების გადმოყვანა ბევრად გამარტივდება.

ფანჯარა გახსნილია უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Old Red Devil
17 მაი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მეეჭვება რა.თითქოს რაღაც ჯადოა გუნდში სამხრეთ ამერიკელები რო ვერ ამართლებენ.ვერონი,დი მარია,ფორლანი,კლებერსონი,საბრალო და სილვები,დაჟე ჰაინცეც კი.არადა ჩემი საყვარელი მეკარე რომერო კი კარგად გამოიყურება მაშინ როდესაც ტიპი ისეთ დროს გადმოვოდა როცა საკლუბო დონეზე თითქოს ჩაბანძებული იყო.
0
№8
ავტორი: snatch77
17 მაი 2019 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
გადმოვა , თან 21 ნომერი უკვე თავისუფალია გუნდში.
0
№9
ავტორი: ikeoni
17 მაი 2019 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad mevaseba DZaan klasnia imedia gadmova
0
№10
ავტორი: datasta25
17 მაი 2019 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ორი დღეა ეს დედაარღნიანი ფანჯარა გაიხსნა და ჯერ ვინმეს გაფორმებასთან ახლოსაც არ ვართ და მაინტერესებს კიდე რამდენი ხანი გასტანს ეს დრო, გაიფორმეთ ვინმე ვარსკვლავიიი!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top