თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2019, 21:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2045,
კომენტარები: 12
ცნობილია მიზეზი თუ რატომ უთხრა უარი სანჩომ "იუნაიტედს"
ინგლისელმა გერმანიაში დარჩენა გადაწყვიტა.
ცნობილია მიზეზი თუ რატომ უთხრა უარი სანჩომ
სეზონის დასრულებამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს გერმანული "დორტმუნდის" ინგლისელი ნიჭიერი შემტევი ჯეიდონ სანჩო წარმოადგენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი "წითელი ეშმაკებისთვის" მიუღწეველი გახდება, რადგან თავად ფეხბურთელს არ სურს "იუნაიტედის" მაისურის მორგება.

The Independent-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცნობილი ხდება ის ფაქტი, თუ რატომ იუარა სანჩომ ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გადაბარგება და "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობა.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა სეზონი წარმატებულ ნოტაზე ვერ დაასრულეს და პრემიერ ლიგის ცხრილის მეექვსე პოზიციაზე განთავსდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნორვეგიელის გუნდი მომავლ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნაა მიზეზი, რის გამოც ჯეიდონ სანჩომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას გუნდში გადასვლაზე უარი უთხრა და გერმანიაში დარჩენა ამჯობინა.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
18 მაი 2019 01:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მე ვფიქრობ ასეთი არგუმენტი რომ გამოიყენოს ისეთმა ფეხბურთელმა რომელიც თამაშობს,რომელიც ერთერთი პრეტენტენტია ლოგოს მოგების -ეს მესმის.ვერ ვხვდები რა გონია ახლა ამას რეალი ან ბარსა ან სიტი ლივერიდან რომელიმე წაიყვანს?ან თუ წაიყვანს რა გონია ძირითადში გარანტირებული ექნება ადგილი?ხოდა ეს უტვინო ახალგაზრდები და datasta25 მა მიპასუხა მგონი სხვა სტატიაზე ამ თემაზე,რომ მათი სირთავა აგენტების ბრალიაო და ვეთანხმები.ფეხბურთელი ამ ასაკში უნდა ეძებდეს გუნდს სადაც: 1. ძირითადში გარანტირებული ადგილი ექნება.2. გუნდს სადაც მისი პოზიციის პრობლემა აქვთ.3. სადაც კაი ხელფასს მოგცემენ.4.სადაც გულშემატკივრები დაგაფასებენ და არ გისტვენენ.5. შენს სამშობლოსთან და ახლობლებთან ახლოს იქნები.
არცერთს არ ეთანხმება ამის მოტივაცია.შესაბამისად ან ჭორია ან მაგარი ქლიავი აგენტი ყავს
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2019 13:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე ბევრი იტყვის ამ მიზეზით უარს სამწუხაროდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top