თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2019, 21:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2041,
კომენტარები: 12
ცნობილია მიზეზი თუ რატომ უთხრა უარი სანჩომ "იუნაიტედს"
ინგლისელმა გერმანიაში დარჩენა გადაწყვიტა.
ცნობილია მიზეზი თუ რატომ უთხრა უარი სანჩომ
სეზონის დასრულებამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს გერმანული "დორტმუნდის" ინგლისელი ნიჭიერი შემტევი ჯეიდონ სანჩო წარმოადგენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი "წითელი ეშმაკებისთვის" მიუღწეველი გახდება, რადგან თავად ფეხბურთელს არ სურს "იუნაიტედის" მაისურის მორგება.

The Independent-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცნობილი ხდება ის ფაქტი, თუ რატომ იუარა სანჩომ ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გადაბარგება და "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობა.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა სეზონი წარმატებულ ნოტაზე ვერ დაასრულეს და პრემიერ ლიგის ცხრილის მეექვსე პოზიციაზე განთავსდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნორვეგიელის გუნდი მომავლ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნაა მიზეზი, რის გამოც ჯეიდონ სანჩომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას გუნდში გადასვლაზე უარი უთხრა და გერმანიაში დარჩენა ამჯობინა.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
17 მაი 2019 21:22
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
აი ეს უკვე ერთი ადგილის ქიცინს გავს, ამ ლაწირაკ ბავშვებს როგორ მზამზარეული უნდათ ყველაფერი ,იმას აღარ უკვირდებიან თუ რა დონის გრანდში აქვთ თამაშის შესაძლებლობა, ჩემპიონთა ლიგა თორე არ დაღრღნა ყველაფერი წელს მაგან ლიგაზე თამაშით.
3
№2
ავტორი: Malboro463
17 მაი 2019 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
კიდე ბევრი განაცხადებს უარს.
ჩვენთვის სამწუხაროა ამის უარი თორე მან რა წაგო მაგით? დაელოდება უკეთეს ვარიანტს თუ არადა დორტმუნდში დარჩენა ამ ეტაპზე უფრო უკეთესია ვიდრე მანჩესტერში გადმოსვლა და სამომავლოდ კიდე შეხედავს სიტუაციას
0
№3
ავტორი: makaveli
17 მაი 2019 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ფუ ესეთ ძღრენ ბავშვებს ვერ ვიტან, მართლა რამხელა გრანდი ეპატიჟება და ამან ლიგაო თითქოს ოქროს ბურთს მოიგებს ეხა ამ ერთ წელში... მარა ადრინდელივით აღარ არი და ეგ უნდა შეიცალოს. იმენა სულით წითლები უნდა მოიყვანონ და არა ისეთები მართო ფული და ლიგა რო უნდათ და 1-2 წელში სხვაგან გაიქცევიან
1
№4
ავტორი: GIOMU
17 მაი 2019 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ინგლისელისთვის ინგლისში თამაში მაინც სხვა დატვირთვას ატარებს, ამიტომ ვფიქრობ ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად ინგლისი უფრო სასურველია მისთვის. მაგრამ ასე გარანტირებულად მომავალ წელს რომ ოთხეულში მოხვდეს რეალურად ახლა ორი გუნდია ასეთი, სიტი და ლივე. ეგენიც კაცმა არ იცის უკვე 2 3 წლის შემდეგ რა და როგორ წაუვათ საქმე. ამიტომ ვფიქრობ რეალური აქ გადმოსვლის მიზეზი ის კი არ არის რომ მომავალ წელს ლიგაზე არ ვიქნებით, უბრალოდ არ აქვთ იმედი რომ ეს არ განმეორდება კიდევ მომდევნო სეზონების მანძილზე... ყველა ფიქრობს რომ იმ ჭაობში სადაც ახლა ვართ კიდევ დიდიხანს ვერ ამოვალთ.
0
№5
ავტორი: Old Red Devil
17 მაი 2019 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
შემახსენეთ რამდენი ფეხბურთელია დორტმუნდიდან გადასული და წარმატებული დღემდე?ამმმ გიოტცე,კაგავა,მხიტარიანი,გიუნდოგანი,საჰინი... ლევანდოვსკის ნუ ჩავთვლით რადგან ის ბაიერნშია და კაი ხანია რაც ბუნდესლიგა ჰოლანდიას გავს.დალშე ვინ გაამართლა?ხოდა ნახ ქნას ამანაც რა.გაიბაბანებენ ხოლმე 1 სეზონი და თავი ტოპები გონიათ.მერე კი ისვრიან კოკისპირულად.რონალდოს და მესის მიბაძონ იოპტ.ტიპები მგონი დღემდე ვითარდებიან.ამ 18-19 წლის პაცანებივით უბნის ბიჭებიც ყომარობენ.
1
№6
ავტორი: shotkin
17 მაი 2019 22:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბაზარი არაა ვერ ითამაშებს ლიგაზე თუ აქ გადმოვა მარა დორტმუნდთან ერთად რო ითამაშებს რა რო? უცბად არ დაწყვიტონ ვარსკვლავები, მითუმეტეს ვაფშე არაა სახარბიელო ფორმაში დორტმუნდი და რა ჰანდიკაპიც გაანიავეს მაგას ძლიერი გუნდი არ გაანიავებდა
0
№7
ავტორი: ikeoni
17 მაი 2019 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelaze siruli saqcieli am glapi bavhsvisgan tu Martla egaa simartle da magis gamo ar gadmovida...gerbs Shexede da formas vis eubnebi uars she siro
0
№8
ავტორი: datasta25
17 მაი 2019 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ვეღარ გავიგე გლდანის ქარიშხლები ვართ თუ მანჩესტერ უინაიტედი იბიომაწ 19 წლის ლაწირაკი გვეუბნება უარს გადმოსვლაზე, ცენზურა-->*** თუარც გადმოხვალ მოგს*****ია პატრონი, შეუცვლელი ვინაა ვინმე სხვას ვიყიდით
0
№9
ავტორი: Chaqucha
17 მაი 2019 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
sadzno xoar icit rodis ixsneba satranfero panjara ??
0
№10
ავტორი: f.c.mu
17 მაი 2019 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
მაგარი ჭორი მგონია, გუნდი ლიგაზე არ არის და არ გადავალო მაგარი ეს რანაირი მიზეზია? არაა სერიოზული არგუმენტი, ჭორი მგონია მე პირადად, არამგონია ეგეთი დაბალი დონის შეგნება ქონდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top