თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2019, 15:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2771,
კომენტარები: 18
"უამრავმა აგენტმა გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი"
ოლე გუნარი ტრანსფერების შესახებ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა "მანჩესტერ იუნაიტედი" ითამაშებს თუ არა ლიგაზე, "წითლები" ფეხბურთელების მიზიდვას მაინც შეძლებენ.

"იუნაიტედის" იმედები "ჩელსიზეა" დამოკიდებული. თუ "ლურჯები" ორივე მატჩში დამარცხდებიან და "წითლები" გაიმარჯვებენ, მაშინ "ეშმაკები" ოთხეულში მოხვდებიან. თუმცა სოლსკიაერის განცხადებით, ეს ფაქტი ტრანსფერებზე გავლენას არ მოახდენს.

"ჩვენ შეიძლება ვიყოთ ან არ ვიყოთ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს ტრანსფერებზე გავლენას ვერ მოახდენს."

"რომ იცოდეთ რამდენი ფეხბურთელის აგენტი დაგვიკავშირდა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა გაოცებული დარჩებოდით. ამ ფეხბურთელებს ჩვენთან თამაშის დიდი სურვილი აქვთ, მათ უყვართ "იუნაიტედი".

"ყველამ იცის, თუ რა პოტენციალი აქვს ამ კლუბს და რამდენად დიდებულ გუნდზეა საუბარი. საბოლოოდ, აუცილებლად დავუბრუნდებით კარგ და ნათელ დღეებს."

"დიახ, ახლა ძალიან რთული მომენტი გვაქვს, ძალიან ცუდ ფორმაში ვართ. იყო სეზონები, რომლებშიც "იუნაიტედმა" იმ სიმაღლეს ვერ მიაღწია, რომლისთვისაც უნდა მიეღწია. მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემსა და კლუბზეა დამოკიდებული და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ."

"შეიძლება წინ ჩემპიონთა ლიგის გარეშე ჩატარებული სეზონი გველის, ვინ იცის? მაგრამ ფეხბურთელებს მაინც უნდათ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და რომ ჩამოგითვალოთ მათი ვინაობა გაოცებულიც დარჩებით."

"რაც შეეხება სპორტული დირექტორის პოზიციას, ბოლოს მაინც მე ვწყვეტ ვინ დარჩება და ვინ წავა. ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს. ყველაფერი იდეალურად მიდის."

"თქვენ რომ დაგიჯეროდთ 250 ფეხბურთელი უნდა შევიძინოთ! მაგრამ ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ შევიძენთ ფეხბურთელებსაც, რომლებზეც თქვენ არაფერი დაგიწერიათ."


წყარო: SkySports
პრესკონფერენცია
18 კომენტარი
№11
ავტორი: f.c.mu
3 მაი 2019 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
რაბიო , სანჩო და ერთი დაგეშილი ცენტრ ფორვარდი
ეს უდნა იყოს პროგრამა მინიმუმი
-----------------------------
0
№12
ავტორი: ikeoni
3 მაი 2019 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: ikeoni
ესეთი დამაინტრიგებელი განცხადება დიდი ხანია არ წამიკითხავს:)) love ნეტა ვიზე ლაპარაკობს ჰაა???


კრიშტიანუ?! :)))

ისე ლაპარაკობს ოლეგა და ისეთი თავდაჯერებულია არავის მოსვლა აღარ გამიკვირდება:)))
0
№13
ავტორი: kobinio
3 მაი 2019 22:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამის ტყუილი არავის გაუგია და რახან ამბობს ესეიგი კაი სულპრიზები გველის.აი ჩელსი რომ ორ მათცს წააგებს ეგ კი ზღაპაია

აქაც მინიშნება გაკეთებულია იმაზე რომ იყიდიან ახალგაზრდებს,სერ ალექსის სისტემით მუშაობს და არ ის გამიკვირდება რომ ბაბუ დაეხმაროს
0
№14
ავტორი: Lalana
4 მაი 2019 01:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: kobinio
ამის ტყუილი არავის გაუგია და რახან ამბობს ესეიგი კაი სულპრიზები გველის.აი ჩელსი რომ ორ მათცს წააგებს ეგ კი ზღაპაია

აქაც მინიშნება გაკეთებულია იმაზე რომ იყიდიან ახალგაზრდებს,სერ ალექსის სისტემით მუშაობს და არ ის გამიკვირდება რომ ბაბუ დაეხმაროს

ორივე მატჩის წაგება არცაა საჭირო,ორი ფრეც გვყოფნის,ან ერთი წაგება და ერთიც ფრე,მაგრამ მაინც არამგონია ეგ მოხდეს.
0
№15
ავტორი: JuanMata
4 მაი 2019 01:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეგ კარგი ამბავია, რომ ბევრ ფეხბურთელს უნდა ჩვენთან, მაგრამ ჯერ არც ერთზე სერიოზული ინფორმაცია არ წამიკითხავს, თუნდაც რომ მოლაპარაკებები მიდის, მარტო იმას ვკითხულობ, რომ "აკვირდებიან" ან "იუნაიტედის მთავარი სამიზნე".

გუშინ ვსქროლავდი ტვიტერს და ვკითხულობ, რომ მანჩესტერი აკვირდება ფერნანდეშს და ფელიქსს და 150 მილიონის გადახდას აპირებს ორივეში. მერე ქვევით ვკითხულობ სხვა ინფორმაციას: "სიტიმ ფერნანდეშთან უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები".

დავაკვირდებით კიდევ ერთი-ორი თვე, მერე დავაკვირდებით, როგორ მოაწერს ხელს კონტრაქტს სხვა კლუბთან. ჩვენთან ყველაფერი რატომ იწელება ასე უაზროდ, მარტო ტრანსფერებზე არ ვსაუბრობ, თუნდაც სპორტული/ტექსნიკური დირექტორი, რომელიც წინა წლის სექტემბრიდან ინიშნება და ჯერ კიდევ დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო ეს ამბავი. ახლა კარს მოგვადგა სატრანსფერო ფანჯარა და ჯერ რეალური კანდიდატიც არ ჩანს, როგორ უნდა გავაკეთოთ ტრანსფერები? ჯერ ხალხს დაიმატებენ და მერე დანიშნავენ?
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2019 12:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არ ვიცი რა ლიგის გარეშე მაინც ცუდია, ინასაც გააჩნია კიდე ვინ ინტერესდება გადმოსვლით.
0
№17
ავტორი: M.Rashford
4 მაი 2019 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ვან-ბისაკა, მანოლასი, რაისი, ფერნანდეში, გუიე, სანჩო, ლოზანო... ეს ფეხბურთელები რომლებიც მანჩესტერს უნდა თუ იყიდეს წელს, მშვენიერი შემადგენლობა იქნება. სოლსკიაერმა თავიდან როგორც დაიწყო ისე ათამაშოს გუნდი აჯობებს, ეს დაკომპლექსებული თამაში არ უხდება გუნდს, პირველ მატჩებში ის სილაღე რაც ჰქონდათ, ეგ იყო წარმატების მომტანი
0
№18
ავტორი: kobinio
4 მაი 2019 17:32
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Lalana
ციტატა: kobinio
ამის ტყუილი არავის გაუგია და რახან ამბობს ესეიგი კაი სულპრიზები გველის.აი ჩელსი რომ ორ მათცს წააგებს ეგ კი ზღაპაია

აქაც მინიშნება გაკეთებულია იმაზე რომ იყიდიან ახალგაზრდებს,სერ ალექსის სისტემით მუშაობს და არ ის გამიკვირდება რომ ბაბუ დაეხმაროს

ორივე მატჩის წაგება არცაა საჭირო,ორი ფრეც გვყოფნის,ან ერთი წაგება და ერთიც ფრე,მაგრამ მაინც არამგონია ეგ მოხდეს.

ჩელსიმ ან არსენამა რომ მოიგოს ევროპა ლიგა ავტომატურად ერთი საფეხურით ავიწევთ მაღლა როგორც შარშან ჩვენი საგზური სხვას ერგო,უფრო ჩელსი მგონია ევროპის ფავორიტი ვიდრე არსენალი,აი არსენალმა რომ წააგოს ან ფრე ითამაშოს ეგც კაი იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top