თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2019, 15:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1471,
კომენტარები: 18
"უამრავმა აგენტმა გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი"
ოლე გუნარი ტრანსფერების შესახებ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა "მანჩესტერ იუნაიტედი" ითამაშებს თუ არა ლიგაზე, "წითლები" ფეხბურთელების მიზიდვას მაინც შეძლებენ.

"იუნაიტედის" იმედები "ჩელსიზეა" დამოკიდებული. თუ "ლურჯები" ორივე მატჩში დამარცხდებიან და "წითლები" გაიმარჯვებენ, მაშინ "ეშმაკები" ოთხეულში მოხვდებიან. თუმცა სოლსკიაერის განცხადებით, ეს ფაქტი ტრანსფერებზე გავლენას არ მოახდენს.

"ჩვენ შეიძლება ვიყოთ ან არ ვიყოთ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს ტრანსფერებზე გავლენას ვერ მოახდენს."

"რომ იცოდეთ რამდენი ფეხბურთელის აგენტი დაგვიკავშირდა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა გაოცებული დარჩებოდით. ამ ფეხბურთელებს ჩვენთან თამაშის დიდი სურვილი აქვთ, მათ უყვართ "იუნაიტედი".

"ყველამ იცის, თუ რა პოტენციალი აქვს ამ კლუბს და რამდენად დიდებულ გუნდზეა საუბარი. საბოლოოდ, აუცილებლად დავუბრუნდებით კარგ და ნათელ დღეებს."

"დიახ, ახლა ძალიან რთული მომენტი გვაქვს, ძალიან ცუდ ფორმაში ვართ. იყო სეზონები, რომლებშიც "იუნაიტედმა" იმ სიმაღლეს ვერ მიაღწია, რომლისთვისაც უნდა მიეღწია. მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემსა და კლუბზეა დამოკიდებული და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ."

"შეიძლება წინ ჩემპიონთა ლიგის გარეშე ჩატარებული სეზონი გველის, ვინ იცის? მაგრამ ფეხბურთელებს მაინც უნდათ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და რომ ჩამოგითვალოთ მათი ვინაობა გაოცებულიც დარჩებით."

"რაც შეეხება სპორტული დირექტორის პოზიციას, ბოლოს მაინც მე ვწყვეტ ვინ დარჩება და ვინ წავა. ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს. ყველაფერი იდეალურად მიდის."

"თქვენ რომ დაგიჯეროდთ 250 ფეხბურთელი უნდა შევიძინოთ! მაგრამ ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ შევიძენთ ფეხბურთელებსაც, რომლებზეც თქვენ არაფერი დაგიწერიათ."


წყარო: SkySports
პრესკონფერენცია
18 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
3 მაი 2019 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1405
საინტერესოა, არ ჩანს მატყუარა ეს ადამიანი და დიდი იმედი მაქვს რომ ასეა. ველოდებით ხარისხიან გაძლიერებას. მიდი ოლე იმედს ნუ გაგვიცრუებ.
0
№2
ავტორი: ikeoni
3 მაი 2019 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7791
ესეთი დამაინტრიგებელი განცხადება დიდი ხანია არ წამიკითხავს:)) love ნეტა ვიზე ლაპარაკობს ჰაა???
0
№3
ავტორი: Malboro463
3 მაი 2019 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5015
არ ვნასავ ვის მოიყვან.
0
№4
ავტორი: bero123
3 მაი 2019 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 214
ბიჯებო ჩვენ რო მეხუთეზე გავიდეთ და ჩელსი მეოთხეზე პახოდუ ევროპა ლიგაც რო მოიგოს ლიგაზე ხო გავდივართ ჩვენ? თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა
0
№5
ავტორი: ikeoni
3 მაი 2019 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7791
[quote=bero123]ბიჯებო ჩვენ რო მეხუთეზე გავიდეთ და ჩელსი მეოთხეზე პახოდუ ევროპა ლიგაც რო მოიგოს ლიგაზე ხო გავდივართ ჩვენ? თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა[/
არაა ძმა არაა ვერ გავდივართ
0
№6
ავტორი: bero123
3 მაი 2019 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 214
[quote=ikeoni][quote=bero123]ბიჯებო ჩვენ რო მეხუთეზე გავიდეთ და ჩელსი მეოთხეზე პახოდუ ევროპა ლიგაც რო მოიგოს ლიგაზე ხო გავდივართ ჩვენ? თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა[/
არაა ძმა არაა ვერ გავდივართ[/quote]
მადლობა ძმა
0
№7
ავტორი: David_Beckham7
3 მაი 2019 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 156
აუ მაგარი კაი დამაიმედებელი სიტყვებია და ძაან მინდა არ გაგვიცრუვდეს იმედები. მართლა ისეთი კაცია ოლე ტყუილი და ჭორი არაა მისი საქმე და იმედია სასიამოვნოდ გაგვაოცებებ
0
№8
ავტორი: giorgi_mg
3 მაი 2019 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1405
ციტატა: ikeoni
ესეთი დამაინტრიგებელი განცხადება დიდი ხანია არ წამიკითხავს:)) love ნეტა ვიზე ლაპარაკობს ჰაა???


კრიშტიანუ?! :)))
0
№9
ავტორი: datasta25
3 მაი 2019 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ბოლოს მართლა საინტერესოდ თქვა, მარა რასაც ვიხსენებ, ვის სახელსაც უკავშირებდნენ მანჩესტერს, ბევრი კაი ტიპი იყო და ვინ დარჩა ვიზეც ესენი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნეტა
0
№10
3 მაი 2019 19:11
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მბაპეს მოყვანას ხო არ აპირებს? :დდდ როგორ დამაჯერებლად საუბრობს, მიდი მიაწექი, შენი იმედი მაქვს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
30 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი1
არსენალი1
პრემიერ ლიგა
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი
არსენალი30 სექტემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top