თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2013, 22:33
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2395,
კომენტარები: 20
ფერგიუსონის თავის ტკივილი
ერთი წავა და სხვა მოვა...
ფერგიუსონის თავის ტკივილი
მანჩესტერ იუნაიტედს წლევანდელ სეზონში შეტევაზე აქვს აქცენტი გადატანილი. იუნაიტედის შეტევას შეუძლია გაასწოროს მიწასთან ყველა და ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება, მაგრამ დაცვის გარეშე ამის გაკეთება ძალიან რთულია. "წითლების" ცენტრალური ხაზი კი ამ სეზონში ძალიან მოიკოჭლებს. 26 მატჩიდან გუნდმა 31 გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ ბევრია. ასე რომ, ჩნდება კითხვა:ვინ არის საუკეთესო მცველი იუნაიტედის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონს? მე, მათ ერთმანეთსაც შევადარებ და ლიგის სხვა მცველებსაც. აბა, დავიწყოთ!

რიო ფერდინანდი


ფერგიუსონის თავის ტკივილი

რიოს უკვე დიდიხანია რაც მსოფლიო დონის მცველად მიიჩნევენ, მაგრამ ბოლო დროა იგი, საკმაოდ ბევრ შეცდომებს უშვებს. მისი თამაში 78% არის შეფასებული, რაც საშუალო შედეგია. მაგალითად, კომპანის შედეგი 88-ია, ვერმალენის-86, გარი კეჰილის კი-83. შეცდომების რაოდენობა ამ სეზონში, უკვე 2-ს უდრის. გასულ სეზონში მან, მხოლოდ 3 დაუშვა, 2010-11 წლებში კი, საერთოდ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.

ნემანია ვიდიჩი

ფერგიუსონის თავის ტკივილი

რაც შეეხება ვიდიჩს, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მან არც თუ ისე ბევრი თამაში ჩაატარა ტრავმების გამო. ალბათ ამიტომ გაუჭირდა ნემანიას ამ სეზონში. თამაშის ხარისხის პროცენტულობა ფერდინანდზე ნაკლებია, იგი დაახლოებით 72 % შეადგენს. თუმცა, მეორე სართულზე ბროლაში იგი ჩაბნის ფერდინანდს, კომპანის და ვერმალენსაც. მხოლოდ რამოდენიმე პროცენტით ჩამორჩება კეჰილს.

ჯონი ევანსი

ფერგიუსონის თავის ტკივილი

ჯონი ევანსი, სარგებლობს ფერდინანდისა და ვიდიჩის არ ყოფნით და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან დაიკავა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მაგრამ, სტატისტიკა საპირისპიროს ამბობს. თუ მათ დავუჯერებთ, ირლანდიელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ჩამორჩება თავის პარტნიორებს. ჯონი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მცველი კი ასაკთან ერთად აუმჯობესებს თავის თამაშს.

ბოლო თამაშები

ბოლო ორ შეხვედრაში იუნაიტედს გოლი არ გაუშვია საკუთარ კარში, რაც ქებას იმსახურებს.
"ევერტონთან" მატჩში მონაწილეობას ვიდიჩი და ევანსი იღებდნენ, ფულემთან კი ფერდინანდი და ევანსი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რა ცვილებებიც არ უნდა მოხდეს დაცვაში, ძალები მაინც თანაბარია.

დასკვნა

ვიდიჩი და ფერდინანდი უკვე დიდიხანია მანჩესტერში თამაშობენ და გულშემატკივრების დიდი სიყვარული დაიმსახურეს. უმეტესობა მათ მსოფლიოს საუკეთესო წყვილად მიიჩნევს, მაგრამ, ისინი ბერდებიან და წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ ტრავმებს. ამასთან ერთად, ჯონი ევანსმა პროგრესი ძალიან საჭირო დროს განიცადა. ამ თემაზე ფერგიუსონმაც ისაუბრა და თქვა, რომ ფერდინანდი და ვიდიჩი ძირითად შემადგენლობაში თამაშს იშვიათად დაიწყებენ ერთად. თუ გავითვალისწინებთ სამივე ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს, მათი როტაცია საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. გუნდს წინ კიდევ ბევრი მატჩი ელის, ვიდასა და ფერდინანდის პატივისცემის მიუხედავად, ჯონი ერთადერთია მათ შორის, რომელსაც შეუძლია ორი თამაში ჩაატაროს კვირაში.
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
21 თებერვალი 2013 06:34
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი კონკურენცია დაცვის ცენტრში ნელ-ნელა სულ იზრდებაა
0
№12
ავტორი: red devil
21 თებერვალი 2013 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vida mainc mxecia rac ar unda tramviani iyos. Evansi imedia kide moumatebs. Ferdinandi ki klasit kide magrad qachavs.
0
№13
ავტორი: UTD-Rule
21 თებერვალი 2013 08:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რეალთან მაინც ვიდა-რიო წყვილი მინდა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: Luka Gelashvili
21 თებერვალი 2013 12:05
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ლაშა მეც მინდოდა ამის დადება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№15
ავტორი: gilmour
21 თებერვალი 2013 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ViDa,
საინტერესო სტატისტიკაა.
ოღონ შეცდომებს რა პრინციპით ითვლიან ვერ მივხვდი, " 2010-11 წლებში კი, საერთოდ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. " ეს ვერ გავიგე, მთელი სეზონი უშეცდომოთ ჩატარება რას ნიშნავს, ალბათ მარტო ძალიან უხეშ შეცდომებს ითვლიან.
0
№16
ავტორი: Shako Jones
21 თებერვალი 2013 13:24
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ყვეაზე მაგარი მცველებ
0
№17
ავტორი: dachi
21 თებერვალი 2013 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
№18
ავტორი: I L C
21 თებერვალი 2013 22:34
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
გასახარი როცა გუნდში კონკურენციაა მე მაგრად მომწონს მსგავდსი რაგაცა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№19
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 00:42
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ვიდა ფერდინანდს ვერავინ შეცვლის
0
№20
ავტორი: Degea1
27 თებერვალი 2013 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
magari kaci
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top