თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2013, 22:33
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2395,
კომენტარები: 20
ფერგიუსონის თავის ტკივილი
ერთი წავა და სხვა მოვა...
ფერგიუსონის თავის ტკივილი
მანჩესტერ იუნაიტედს წლევანდელ სეზონში შეტევაზე აქვს აქცენტი გადატანილი. იუნაიტედის შეტევას შეუძლია გაასწოროს მიწასთან ყველა და ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება, მაგრამ დაცვის გარეშე ამის გაკეთება ძალიან რთულია. "წითლების" ცენტრალური ხაზი კი ამ სეზონში ძალიან მოიკოჭლებს. 26 მატჩიდან გუნდმა 31 გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ ბევრია. ასე რომ, ჩნდება კითხვა:ვინ არის საუკეთესო მცველი იუნაიტედის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონს? მე, მათ ერთმანეთსაც შევადარებ და ლიგის სხვა მცველებსაც. აბა, დავიწყოთ!

რიო ფერდინანდი


ფერგიუსონის თავის ტკივილი

რიოს უკვე დიდიხანია რაც მსოფლიო დონის მცველად მიიჩნევენ, მაგრამ ბოლო დროა იგი, საკმაოდ ბევრ შეცდომებს უშვებს. მისი თამაში 78% არის შეფასებული, რაც საშუალო შედეგია. მაგალითად, კომპანის შედეგი 88-ია, ვერმალენის-86, გარი კეჰილის კი-83. შეცდომების რაოდენობა ამ სეზონში, უკვე 2-ს უდრის. გასულ სეზონში მან, მხოლოდ 3 დაუშვა, 2010-11 წლებში კი, საერთოდ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.

ნემანია ვიდიჩი

ფერგიუსონის თავის ტკივილი

რაც შეეხება ვიდიჩს, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მან არც თუ ისე ბევრი თამაში ჩაატარა ტრავმების გამო. ალბათ ამიტომ გაუჭირდა ნემანიას ამ სეზონში. თამაშის ხარისხის პროცენტულობა ფერდინანდზე ნაკლებია, იგი დაახლოებით 72 % შეადგენს. თუმცა, მეორე სართულზე ბროლაში იგი ჩაბნის ფერდინანდს, კომპანის და ვერმალენსაც. მხოლოდ რამოდენიმე პროცენტით ჩამორჩება კეჰილს.

ჯონი ევანსი

ფერგიუსონის თავის ტკივილი

ჯონი ევანსი, სარგებლობს ფერდინანდისა და ვიდიჩის არ ყოფნით და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან დაიკავა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მაგრამ, სტატისტიკა საპირისპიროს ამბობს. თუ მათ დავუჯერებთ, ირლანდიელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ჩამორჩება თავის პარტნიორებს. ჯონი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მცველი კი ასაკთან ერთად აუმჯობესებს თავის თამაშს.

ბოლო თამაშები

ბოლო ორ შეხვედრაში იუნაიტედს გოლი არ გაუშვია საკუთარ კარში, რაც ქებას იმსახურებს.
"ევერტონთან" მატჩში მონაწილეობას ვიდიჩი და ევანსი იღებდნენ, ფულემთან კი ფერდინანდი და ევანსი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რა ცვილებებიც არ უნდა მოხდეს დაცვაში, ძალები მაინც თანაბარია.

დასკვნა

ვიდიჩი და ფერდინანდი უკვე დიდიხანია მანჩესტერში თამაშობენ და გულშემატკივრების დიდი სიყვარული დაიმსახურეს. უმეტესობა მათ მსოფლიოს საუკეთესო წყვილად მიიჩნევს, მაგრამ, ისინი ბერდებიან და წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ ტრავმებს. ამასთან ერთად, ჯონი ევანსმა პროგრესი ძალიან საჭირო დროს განიცადა. ამ თემაზე ფერგიუსონმაც ისაუბრა და თქვა, რომ ფერდინანდი და ვიდიჩი ძირითად შემადგენლობაში თამაშს იშვიათად დაიწყებენ ერთად. თუ გავითვალისწინებთ სამივე ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს, მათი როტაცია საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. გუნდს წინ კიდევ ბევრი მატჩი ელის, ვიდასა და ფერდინანდის პატივისცემის მიუხედავად, ჯონი ერთადერთია მათ შორის, რომელსაც შეუძლია ორი თამაში ჩაატაროს კვირაში.
სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
20 თებერვალი 2013 22:34
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ვიდა კაია უბრალოდ პირველ და მეორე სურათში ორივეგან ვიდიჩი წერია და აგაასწორე ისე სგ
0
№2
ავტორი: ViDa
20 თებერვალი 2013 22:41
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
giorgi20002000,
გაიხარე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: love united
20 თებერვალი 2013 22:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საინტერესოა...რეალთან რიო-ვიდას წყვილი მინდა...ევანსი ძაან კარგი ბიჭია..ერთმანეთს კარგად ანაცვლებენ...უბრალოდ ეხლა დაემთხვა ისე,რომ ვერ არიან ფორმაში...
0
№4
ავტორი: razma21
20 თებერვალი 2013 22:55
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ ლაშა :)))) ამ დროისთვის ჯოოოოონიიი გამოიყურება ყველაზე კარგად!: )
0
№5
ავტორი: captain
20 თებერვალი 2013 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
კარგია მართლაც ევანსმა დროულად მოუმატა, თორემ რა დღეში ვიქნებოდით კაცმა არ იცის
0
№6
ავტორი: buka oboladze
20 თებერვალი 2013 23:03
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ViDa,
საღოლ საინტერესოა ძალიან
0
№7
ავტორი: RVP (20)
20 თებერვალი 2013 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
კაია good2
0
№8
ავტორი: Beckham 7
20 თებერვალი 2013 23:23
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ ლაშა კაია :)

ძალიან კაია როდესაც გუნდში ამხელა კონკურენციააა, ფეხბურთელებს მოდუნების შასნსი არ ეძლევათ. იმედია რეალთან ვიდა-რიოს წყვილი იქნება, მარჯვნივ კი ჯონსი მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№9
ავტორი: GeorgeBest
20 თებერვალი 2013 23:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ლაშა winked

რაც შეეხება იუნაიტედის დაცვის ხაზს, გაგვაწამეს ამ ტრავმებნმა, ვიდიჩს ძალიან ბევრი გაუცდა, მარტო რიო ვერაფერს გახდება, ევანსმა დაიმკვიდრა უკვე ადგილი ძირითადში, მაგრამ რიო-ვიდას დუეტს არაფერი შეედრება, ჯონსისი იმედიც მაქვს, ჯობია ცენტრალურ მცევლად მოგვევლინოს და პოზიციების შეცვლას თავი დაანებოს ფერგიმ biggrin2
0
№10
ავტორი: Gvene
21 თებერვალი 2013 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
Sagol kaia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top