თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2019, 15:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2222,
კომენტარები: 11
Daily Mirror: "იუნაიტედი" ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების შეძენას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" პორტუგალიელი ამომავალი ვარსკვლავების სურს.
Daily Mirror:
Daily Mirror-ის განცხადებით, ოლე გუნარ სოლსკაიერის გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოცდილი და ასაკიანი ფეხბურთელების ნაცვლად ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების შეძენას აპირებს.

სატრანსფერო სამიზნეებად პორტუგალიელები ითვლებიან, რომელთაგან 19 წლის თავდამსხმელი ჟოაუ ფელიქსი და 21 წლის მცველი რუბენ დიაში "ბენფიკაში" თამაშობენ, ხოლო 23 წლის ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში - "სპორტინგში". მათ გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 105, 50 და 95 მილიონი ფუნტებია მითითებული.

ფელიქსის შეძენა ასევე "ლივერპულსაც" სურდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბენფიკამ" ლივერპულელების 69 მილიონ ევროიანი შეთავაზება დაბლოკა. 19 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. პირველ გუნდში დებიუტი ფელიქსს მიმდინარე სეზონში ჰქონდა და თავის გამოჩენაც მოახერხა - ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლისაბონის დერბიში გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში დიაში პორტუგალიის პრიმეირა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" აღზრდილი გახლავთ, იგი ნელ-ნელა პორტუგალიური გუნდის დაცვის ლიდერად ყალიბდება, რამაც წამყვანი ევროპული გუნდების დაინტერესება გააჩინა. როგორც ცნობილია, მისი შეძენით ასევე ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.

სოლსკიაერი ნახევარდაცვაში მარუან ფელაინის წასვლით გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას გეგმავს ისეთი ფეხბურთელით, რომელიც გუნდს გოლების გატანაში დაემხარება. ფერნანდეში კი, რომელსაც 11 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის ნაკრებში, მიმდინარე სეზონის მაჩვენებლებით ამ კომპონენტს აკმაყოფილებს, ვინაიდან 43 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: mishiko1
25 მარტი 2019 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ფერნანდეში მომწონს კარგი ბიჭია, მაგრამ ფასები ძაან გაბერილია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top